საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 2026 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, ხვალ პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდის მეტოქე, რომელშიც 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ვიტო კოლელიშვილს დებიუტი შედგება, ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. თამაში 22 თებერვალს რუსთავში, „ხარები არენაზე“ 15 საათზე დაიწყება.

რადგან ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მოსამზადებელი ხასიათისაა, მასში ჩვეულებრივზე მეტი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი თითო ტაიმს თითო შემადგენლობით ჩაატარებს. შეუზღუდავი იქნება ცვლილებებიც.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს მეორედაც შეხვდებიან - 27 თებერვალს „ლელო არენაზე“ შეხვედრა ასევე 15 საათზე დაიწყება და იქ უკვე გუნდები კლასიკური, 23-კაციანი შემადგენლობებით იქნებიან წარმოდგენილი.

20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

რუსთავი. „ხარები არენა“. 15:00 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

I ტაიმი: 15. ნიკა ხალვაში (ლელო), 14. საბა ნატროშვილი (არმია), 13. ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი, კაპ.), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ოიონა), 9. დაჩი წიკლაური (ხვამლი); 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ნიკა კორახაშვილი (ოიონა), 4. საბა მღვდელაძე (კარკასონი), 5. თორნიკე ტორაძე (აია), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 7. ზაზა ლეჟავა (ფოთი), 8. ლუკა შულაია (ლელო).

II ტაიმი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. გივი სოსელია (ხვამლი), 10. ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია); 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 7. ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

Rugby.ge

პირველ თამაშში პირველი ტაიმი,0-35 წაგვიგია,მეორე ტაიმი და მეორე შემადგენლობით კი,0-0.ეს საწვრთნელი თამაში იყო და ორივე ნაკრებს თავისი ამოცანები ექნებოდა,მაგრამ ასეთი ანგარიშები რას უნდა ნიშნავდეს?ერთი აზრი მომდის თავში და არ ვიცი,რამდენად სწორია,მაგრამ ვფიქრობ,პირველი ტაიმი,მათი შეტევის და ჩვენი დაცვითი მოქმედების შმოწმება იყო.0-35 ნიშნავს,რომ გადაგვირბინეს,აი მეორე ტაიმის 0-0 კი,უკვე მათი დაცვის და ჩვენი შეტევითი სისტემის დაპირისპირება უნდა იყოს და არც ეს იწვევს სიხარულის საბაბს.გამოდის ,რომ ვერც ჩვენმა შეტევამ მოუხერხა რაიმე,აფრიკელთა დაცვას.კვლავ გავიმეორებ,თამაში არ მინახია და რაც აქ დავწერე,ანგარიშიდან გამომდინარე ჰიპოთეზაა,რომელიც შესაძლოა სწორი იყოს,მაგრამ ადვილი შესაძლებელია ახლოსაც არ ეკარებოდეს რეალობას.ყველა ვარიანტში,ეს თამაში,ძალიან წაადგება ნაკრების ახალ მწვრთნელს და ბიჭებს.უძლიერეს მეტოქესთან ბრძოლაში,მათ ყველა სისუსტე დაინახეს და მისი შედეგების ფასიც იწვნიეს.ახლა მათი გამოსწორების დროა და ვნახოთ,ამ რამდენიმე დღეში რას მოახერხებენ.
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!