საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდა. 25 თებერვალს, ბოლონიაში ჩატარებული ევროლიგის მატჩის შემდეგ ბარსელონას ქართველი ლეგიონერი პირდაპირ დანიაში გაემგზავრა და საღამოს 6 საათისთვის უკვე გუნდში იყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა საღამოს ვარჯიში არ ჩაატარა, კაპიტანს და მოთამაშეებს პრინციპული მატჩის წინ განტვირთვის საშუალება მისცა.

უკონტაქტო, ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ორიენტირებული ვარჯიში თამაშის დღეს, დილის 11:30 საათზე გაიმართა, სადაც ნაკრების კაპიტანს ახალი ამერიკელი უკანახაზელის მოედანზე გაცნობის და ადაპტირების საშუალება მიეცა. არ უვარჯიშია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც, სამწუხაროდ, დანიასთან მატჩს გამოტოვებს. მან ვარჯიშზე ბოლო მომენტში ფეხის ტრავმა მიიღო და ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ დასახელებულ 12-კაციან სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა.

ჩვენი ნაკრების განაცხადი დანიასთან დღეს გასამართ მატჩში ასე გამოიყურება:

რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ხატიაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე.

დანიის ნაკრების შემადგენლობაში არ არიან ევროლიგის მოთამაშეები – იფე ლუნდბერგი და კევონ შილდსი. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ესპანურ ბრეოგანის წევრი ბაკარი დიბა, რომელმაც სანაკრებ ფანჯრის დაწყებამდე ტრავმა მიიღო.

მატჩი კოპენჰაგენიდან 20 კილომეტრში, სოფელ ფარუმში მდებარე ამავე სახელწოდების არენაზე გაიმართება, რომელიც 4000 მაყურებელს იტევს და სავარაუდოდ, სავსე იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

დდდ
ლუნდბერგისა და შილდსის გარეშე რაღაც შანსები მაინც გვექნება, თუკი, რაღათქმაუნდა, ვაპირებთ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას, მითუმეტეს, წინა მსოფლიო დებიუტანტის რანგში დავაგემოვნეთ და მგონი, მოგვეწონა...
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
[VIDEO] შეუჩერებელი შენგელია და რიდი რიდის გარეშე - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანიას დამაჯერებლად მოუგო