საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას საბერძნეთთან მატჩით იწყებს. 3 მარტს, ირის ანტმანის გუნდი მეტოქეს ჰერაკლიონში დაუპირისპირდება.

საბერძნეთში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოახლოებული საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ ისაუბრა.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვალში დაწყება ყოველთვის გამოწვევაა ჩვენთვის. წინა შესარჩევიც ამ პერიოდში დავიწყეთ და ახლა მოახლოებულ მატჩებს უფრო მეტად მომზადებულები ვხვდებით. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მზადება იანვრიდან. ამასთან, ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით ვარჯიშობდნენ. ვფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს ახლა უკეთეს ფორმაში ვხვდებით, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო.

ჯგუფის ორივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას, თუმცა ვიცით, რომ ფეხბურთში რეიტინგი გადამწყვეტი არ არის. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ. განსაკუთრებით საბერძნეთთან, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. გამარჯვებას მოვახერხებთ, თუ მეტოქის სისუსტეებს გამოვიყენებთ და ჩვენს გეგმას მივყვებით.

ტრავმების გამო გასვიანი, ბაქრაძე და ჩემინავა ვერ გვეხმარებიან. შეკრების პერიოდში ასევე ანი აკობიძე დაშავდა. შესაბამისად, მათ ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვიძახეთ. თითქმის სამი წელია აქ ვარ და ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიწვიე. საქართველოში ბევრი საინტერესო მოთამაშეა და მიხარია, რომ 15-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარება დავიწყეთ, სადაც არაერთ ნიჭიერ მოთამაშეს ვხედავ.

ანანო წიქარიძე რომაში რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებს, სადაც მას დააკვირდებიან. როგორც ვიცი, მსგავსი პრაქტიკით ბევრი მოთამაშე მიჰყავთ. ეს იტალიური კლუბების სტრატეგიაა — აკვირდებიან ფეხბურთელებს და კონტრაქტს საუკეთესოებთან აფორმებენ. ანანო ჯერ 16 წლისაა და ხელშეკრულებას 18 წლამდე ვერ გააფორმებს, თუმცა შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას ასეთი მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს.

გუნდის კაპიტანი თამარ ტატუაშვილი იქნება. ის ძალიან რთული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და კარიერას ისრაელში აგრძელებს. ეს ფეხბურთელი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ლეგიონერია და, როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნული თვისებებით, ჩემთვის ნამდვილი ლეგენდაა. მას უყვარს ფეხბურთი და სხვა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს".

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. საბერძნეთის ნაკრებთან ერთად, C4 ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ფარერის კუნძულების ნაკრებია. C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

NAKREBI.GE

ვაჟა მასწავლებელი
ისე მომწონს ეს ქალბატონი, რომ რეკომენდაციას ვაძლევ მთავარ ნაკრებში სანიოლის ასისტენტად დაინიშნოს!
მერაბი ჩხოროწყუ
მჯერა ქალბატონო ირის, წარმატებებს გისურვებთ,
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
ირის ანტმანი: ეს პროცესია - სწავლას ვაგრძელებთ
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
ირის ანტმანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ირის ანტმანი: შემდეგი ეტაპისთვის მზადებაზე უნდა გადავერთოთ
"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ