ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"კვარა" პსჟ-ში განტევების ვაცი - "არსენალი" ქართველის შესაძენად ცდას არ დააკლებს

"კვარა" პსჟ-ში განტევების ვაცი - "არსენალი" ქართველის შესაძენად ცდას არ დააკლებს

უკვე რამდენიმე გამოცემამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება პსჟ დატოვოს. რის საფუძველზე აკეთებენ მედიასაშუალებები ასეთ დასკვნას?

„ეკიპი“ წერს, რომ როდესაც გუნდს საქმეები კარგად არ მისდის, დამნაშავეს ეძებენ: „როცა გუნდი მოლოდინს ვერ ამართლებს, ხშირად ეძებენ განტევების ვაცს და ვისაც გუშინ აქებდნენ, ახლა ხანდახან მის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადასული ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში ტიტულების მოგებისას საკვანძო ფიგურა გახლდათ, თუმცა კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან გუნდს რთული პერიოდი უდგას. განსაკუთრებით იმის გამო, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტით ვერ გამოირჩევა და მომენტებს ვერ იყენებს“.

„კვარას“ პსჟ-დან შესაძლო წასვლის საკითხს TeamTalk-ი ეხმაურება: „საფრანგეთიდან საგანგაშო სიგნალები ისმის, რომ არაა გამორიცხული ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში პსჟ დატოვოს, რადგან თავისი თამაშით თანაგუნდელებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფეხბურთელი თვლის, რომ შესანიშნავი დრიბლინგით სახელგანთქმული 25 წლის კვარაცხელია, ზედმეტად ეგოისტურად მოქმედებს და შეტევის ბოლო ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

საქართველოს ნაკრების გარემარბი გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ და ესპანელს კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში დაეხმარა. თუმცა ეს სეზონი მისთვის უფრო რთულად მიმდინარეობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკუთრებით ის ჩემპიონთა ლიგაზე იყო გამორჩეული, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელების გამოთქმული შეშფოთებების გამო, პსჟ ხვიჩასთან განშორების შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავს“.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ყველა რგოლში აქვს პრობლემები, შეტევაში ძველებურად ხარისხიანი ვერაა, „ჩელსისთან“ უფრო აგრესიულად მოქმედება მართებს და „კვარას“ ძალუძს პრობლემის გადაჭრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ტრადიციულად მაღალ დონეზე ასპარეზობს.

Insider Arsenal-ის მტკიცებით, კვარაცხელიას და ბრედლი ბარკოლას დამატება „არსენალს“ სურს, მაგრამ ქართველი თავის ამჟამინდელ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლის არავითარი სურვილი არ აქვს. თუმცა „მეთოფეების“ სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა ფლანგების გასაძლიერებლად ცდას არ დააკლებს.

Fichajes-ის ცნობით, კვარაცხელიას შეძენით „არსენალი“ მასთან, ვიქტორ დიოკერეშთან და ბუკაიო საკასთან ერთად დიდებულ მოიერიშე ტრიოს შექმნის, სადაც ქართველის შემოქმედებითი უნარები „მეთოფეებს“ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს.

Football Transfers-ი წერს, რომ პსჟ-ს სუპერვარსკვლავის შეძენით „არსენალს“ სატრანსფერო ბაზრის „აფეთქება“ აქვს გადაწყვეტილი და მზადაა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

• ანდრია

ჩემი აზრით კვარამ უფრო გაიხარა პესეჟეში რადგან ზიდანმა მესიმ ნეიმარმა მბაპე იბრაგიმოიჩმა ეცადეს და თასი ვერ მოიგეს კვარამ და მისმა გუნდელებმა განადგურეს ინტერი და თასიც მოიგეს

• აბა რააა

ვინც ათწლეულები სანატრელ ტიტულს ვერ იგებს უნდა მოიყვანოთ კვარა აბა ვინ სხვააა…ნაპოლიმ და პსჟ-მ ზუსტად რომ მისი დამსხარუბით მიაღწიეს საწადელს ბევრი იწვალენ იწვალენ შემდეგ მიხვდნენ და უხმეს სუპერ-კვარამენს და შედეგიც დადგა ( ნაკრები გამომრჩა ) თუ უნდა არსენალს ჩემპიონობა ვინ სხვა თუ კვარა არა …და თუ კი წელს მოახერხეს ესე იგი კვარა ლიგას მოაგებინებს რაზეც არც ოცნებობენ ჯერ ….

• Lelo

Არც არასდროს მინდოდა მისი პსჟში გადასვლა, რაც მალე წავა ამ გუნდიდან მით უკეთესი ამის ბევრი მიზეზია ახლა ამას არ ჩამოვთვლი,პრემიერლიგა ლივერპული, არსენალი, მშვენიერი წინადადებებია ასეთ შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ.

• მიხავ

არსენალი ლივერპულზე ათი თავით მაღლა რა კრიტერიუმით დგას?

• მიხა

პურიქით თუ რაიმე ქონდა მოსაგები ხვიჩია ყველაფერი მოიგო საკლუბო ტურნირების მიხედვით ყველაფერი ითამაშა რაც სადმე პრესტიჟული იყო და თავი არსად შეურცხვენია! რაც შეეხება ნაკლებ ეფექტურობას ტყუილია და ყველა ფეხბურთელის პრობლემაა ეს და არა მარტო კვირაში, იმდენი ტურნირი და ჩემპიონატი დაამატეს რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი გადაღლილი და იკის 50% საც ვერ ანახებენ რადაც ღირსნი ეს პრობლემა უეფას უფრო ეკუთვნის ვიდრე ფეხბურთელებს! რაც შეეხება გუნდის შეცვლას არსენალი პსჟ ზე ბევრად მოტივირებული და არც ხელწამოსაკრავი გუნდია,პირიქით მე მაგალითად ხვიჩია რეალში გადასვლას ლივერპულში მერია სუბიექტური მიზეზების გამო მაგრამ არსენალი არამარტო წელს ლივერპულზე ათი თავით მაღლა დგას და ამ კლუბში ხვიჩია თამაში ასმაგად გადაადგილდება რადგანაც ვარსკვლავები კი ყავს კლუბს მაგრამ მისი დონის არა და არ მგონია ხვიჩია არსენალში 24 საათი დაცვაში არბენინონ როგორც პსჟ ში! ბარკოლა ჯობია თუარომელინე პსჟ ს თავდასხმელსა და შემტევს ჩამოუვარდება ეს ზედმეტი პრობლემა რომ არ დაემატებინათ!არადა სადაც ხაკიმია არც ისე კარგი მცველი და კარგი შეტევის დამაგვირგვინებელი უფრო, რომელიც დაცვაში ვერასოდეს ასწრებს დაბრუნებას და სულ შეტევაში ჩართული და მის გამო უფრო ხვიჩია უხდება ჩამშსლელ ნახევარმცველად ან საერთოდ მცველად თამაში გუნდში არსენალში იგივე არ განმეორდება და მთელი 100 პროცენტი საკუთარ შეტევით და სასურველ ფლანგზე იქნება განლაგებული! რარმოიდგინეთ შეზღუდული ხვიჩია ახერხებს საუკეთესო 15 ეტლში მოხვედრას მოედნის იმ ნაწილში სადაცმისთვის თამაში არც ისე მოსახერხებელია და ბიჭი სადაც კარგად გრძნობს თავს და შეტევის 100 % იან პოტენციალი იქნება ჩართული გოლებს გაასამმაგებს და საგოლე პასებსაც!

• მალხაზ ჯობავა

მესის და მბაპეს „ვერ ვარგობის“ არ ვიცი მარა, კვრაცხელიამ ერთი ხოდი „ვარგობა“ უკვე გააკეთა პსჟ-ში. მთელ საფრანგეთს და იმ არაბი მეპატრონის მიმდევრებს აუხდინა ოცნება, ლიგის თასის მოგებით. თუ ვინმე ინტრიგნობს კვარას მიმართ, მაგაის შედეგს, ნახავენ კვარაცხელიას უფრო დიდ გუნდში გადასვლის მერე. ეხ ვაჟა ვაჟა, მინდა რომ იყო ტკბილი ბაჟა.

• დავით 67

რეალიც ეგრე არაა? ყველა გუნდი ეგრეა. სანამ სჭირდები გაღმერთებენ, მერე....

• მალხაზ ჯობავა

დონარუმას! ჩემპიონთა ლიგის თასის ერთერთ შემოქმედს, ხვიჩასთან ერთად.

• 555

FaBro და .,დიდი მადლობა ასეთი კარგი და საინტერესო კომენტარისათვის.

• ქართველი

საერთოდ ეს ევროპელები უმადური ხალხია, ყველა სფეროში მათ შორის სპორტში. ჯერ ერთი კლუბი რომელიც 2 საუკუნეში (33 წელი) ჩემპიონი ვერ ხდებოდა, გადავიდა ეს ეს ბავშვი და აუსრულა ოცნებები გუნდს. ასევე გუნდი რომელიც ხარჯავდა კოლოსალურ თანხებს რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო(პირველად) და ვერ იგებდა, გადავიდა კვარა და მასაც აუსრულდა ოცნება. და ახლა არვარგებულა და უნდა წავიდესო.. ბლიად

• დავით სალუქვაძე

მე ვიქნები ის, რომელიც ამას, ორი ხელით მიესალმება. ფეხბურთელს, რომელსაც ქართველიც კი ლანძღავას, რომელსაც, ნებისმიერი გუნდი, ხელგაშლილი დაიმატებდა და რომელსაც მწვრთნელი, ვერ ან არ ეხმარება, რომ თანაგუნდელებმა დროული პასი მისცენ, - რომელიც თვითონ იქმნის მომენტებს, თან აბდალა ტაქსივით დაარბენიებენ და უქმად ხარჯავენ, მერე კი, შეცდომებში უკირკიმალებენ და რომლის პსჟში გადას ლის სურვილსაც კი უწუნებდნენ, - ქართველია არ დაგავიწყდეთ და საერთოდაც რომ არ ჩაიქნევს ხელს ფეხბურთზე, არ გიკვირთ? ქინქლაძე გაიხსენეთ, ზოგი ახლა რომ ამბობს ტალანტი დაიკარგაო, გულს მირევს, როდის იყო რაიმეში, ტალანტს მის დროზე უფასებდნენ საქართველოში, - ჯერ ის იკითხონ, რატომ შეწყდა "ქინქი -" ს განვითარება, ან ჰკითხონ, თუ იტყვ-ილაპარაკებს ხო. ხოდა, ვლოცოთ ყველამ, გუნდი იცვალოს, ანდა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს იქ(პსჟ-ში).

ნაპოლის მეორე სეზონში,კვარამ 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც დაუმატა.მიუხედავად ხელფასის მომატების გაცრუებული იმედებისა,მიუხედავად მწვრთნელების მხრიდან მასზე დიდი ზეწოლისა,ის კვლავაც კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი იყო,მესამე სეზონში კი,სექტემბერში,იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს და არა მგონია,უმოტივაციო ფეხბურთელს,ამდენისთვის მიეღწია.არსენალი,ყოველთვის ძალიან მოძრავ ფეხბურთს თამაშობს და სეზონს ჩვეულებრივ,ძალიან კარგად იწყებს,თუმცა სადღაც,საშობაო საგიჟეთის შემდეგ,ჩავარდნა და ტრავმების ეპიდემია ეწყება ხოლმე.სისწრაფეებზე აწყობილი გუნდი,თუ სისწრაფეს მოუკლებს,ეფექტურობას ჰკარგავს,ხოლო მუდმივად უმაღლესი ტემპით თამაშისას,ფეხბურთლები იფიტებიან და შედეგად ტრავმებს იღებენ.ვფიქრობ,არსენალს სწორედ შემადგენლობის სიღრმე აკლია,მაგრამ მისი არსებობის პირობებშიც კი,მეტოქე გუნდი,თუ შესძლებს და სისწრაფეებში აჰყვება,მაინც შესძლებენ,მათ დამარცხებას.თამაშის მართვის სინატიფე აკლიათ,კარგი გამთამაშებელი თამაშის ხასიათის ცვლილების შესაბამისად რომ სცვლის,გუნდის თამაშს.ეს ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ,რომ სრულ ჭეშმარიტებას ვღაღადებ ისე,საინტერესო ანალიზი გაქვთ და დიდი ინტერესითაც წავიკითხე.

• Giorgi ვარ ჯემალ და ჭკუას გასწავლი

აბა დაფიქრდი რატო არ უნდა გადავიდეს არსენალში? იმიტო რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია? იმიტომ რომ პრემიერლიგაა? პირიქით უფრო მოიხოდება პრემიერლიგაში

• Giorgi

აი მაგიტომ არ მიყვარს ეს გუნდი გაღმერთებენ "უყვარხარ" და უკან გახედვას ვერ ასწრებს რომ "ზურგში დანას ჩაგარტყამენ" გაიხსენეს როგორ მოექცნენ ნავას? ნეიმარს? მესის?

• FaBro

ეს ბოლო ორ დღეში უკვე მეორე სტატიაა ინგლისური კლუბების ჩვენებურით დაინტერესების შესახებ. გუშინ მანჩესტერზე იწერებოდა, ახლა სიას არსენალიც დაემატა, სადღაც ლივერპულის პასიურ ინტერესებზეც იწერება. როგორც იტყვიან - კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება და რადგან მოარული ხმები ასეა გააქტიურებული, როგორც მინიმუმ იმის ვარაუდის საფუძველი გვაქვს, რომ ამ კლუბების სკაუტები ჯუღელს კბილს უსინჯავენ. ხვიჩას ისედაც TOP ხელფასი აქვს, თუმცა პრემიერლიგაში მისი რანგის ფეხბურთელისთვის მეტის გადახდის საშუალება ნამდვილად არსებობს და ესეც რომ არ იყოს მიმაჩნია, რომ იგი ზაფხულისთის პსჟ - ში საკუთარ თავს ამოწურავს, რადგან პირველივე სეზონში მოიგო ყველაფერი რის მოგებაც შეეძლო და ამასთან ერთად სანუკვარი ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც პარიზელები წლობით ოცნებობდნენ. მოტივაციის განახლებისთვისა და სტიმულისათვის ვფიქრობ აუცილებელი იქნება ახალ პროექტში მისი ჩართვა, რადგან კარგად გვახსოვს თუ რაოდენ უღიმღამო გამოდგა განსაკუთრებით მისი უკანასკნელი სეზონი ნეაპოლში, როდესაც გუნდმაც აშკარად მოუკლო და პირადი სტიმულიც აღარ ქონდა. ყოველივეს ჩვენებურთან მიმართებაში ლუის ენრიკეს ბოლო დროინდელი ექსპერიმენტებიც ემატება, რასაც კლუბის არადამაჯერებელი თამაშიც დაერთო და იმ შემთხვევაში თუ ჩელსის ბარიერი ვერ დაძლიეს, რაც გუნდის დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით სავსებით რეალურია, სავარაუდოდ მოტივაციას სეზონის ბოლომდე დაკარგავენ, რადგან ფრანგული ლიგა 1 ის მოგება რბილად რომ ვთქვათ რუტინული ამბავია და არ განეკუთვნება პსჟ-ს სანუკვარ ოცნებათა ნუსხას. არსენალი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ კლუბი ბოლო წლებია პრემიერლიგის მოგების მუდმივი პრეტენდენტია,თუმცა მარათონულ დისტანციაზე რაღაც აკლდება,იგივე შეიძლება ითქვას გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზეც. ხვიჩა გარდა პროფესიონალური თვისებებისა იმითაცაა საინტერესო,რომ აქვს გამარჯვებულის აურა, ქარიზმა და ერთგვარი ყისმათი,მსგავს კლუბს წარმატება მოუტანოს და ზუსტად იმ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმაროს, რომელიც მას კრიტიკულ მომენტებში აკლდება. რატომღაც ვფიქრობ, რომ არტეტას პირობებში მას მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობა უალტერნატივოდ ელის, რადგან პოზიციური თვალსაზრისით არსენალში ყველაფერი განსაზღვრულია და ამ ნაწილში ვარიაციების ალბათობა ნაკლებად არსებობს.

• papai

არამგონია სიმართლე იყოს, მითუმეტეს კვარა გუნდზე უფრო ორიენტირებული ფეხბურთელი გახდა, თუმცა თუ მართლა ასე მოხდა გამიხარდება... რა ჯობია პრემიერლიგის ყურებას

• პაატა

და რომ გადავიდეს რა პრობლემაა?! მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ყველა თამაში დინამიური და ინტენსიური ფეხბურთია, უფრო რთული კი იქნება, მაგრამ გაქაჩავს!

• nika

დროა უკვე პრემიერლიგაში გადასვლის

• კიგანი

Თავის ფლანგზე არ აᲗამაᲨებენ და Შავ კანიანების უმეტესობა პასებს არ იᲫლევიან, Ღორობენ! და კიდევ ხვიᲩაა დამნაᲨავე....!

• ჯემალა

არუნდა გადავიდეს

• ჟორა

მეთოფეებს ლიგის მოგება მონდათ და იციან კვარას კარგი ფეხი აქვს, სადაც მივიდა ყველა ჩემპიონი გახადა .

• ვაჟა მასწავლებელი

სხვათაშორის ამ ინფორმაციული სტატიის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა, რომ პსჟ-ში ვერ ივარგეს ვერც მბაპემ და ვერც მესიმ, ალბათ რაღაც ჯადო აქვს გაკეთებული ამ გუნდს და ამიტომ კვარაც ვერ ვარგა იმად რასაც მისგან ველით?

[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას

სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ

ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი

სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა

დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა

სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა

ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა

სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა

"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს

სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა

თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ

"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს

პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა

[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას

ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს

სოფი ქალიშვილი აღარაა და დიოკერეშისგან 4,5 მილიონი$ გამოიმუშავა - "მსოფლიოში ყველაზე მიუღწველი" ქალის სკანდალური განცხადება

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა

ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო