ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა.

სახლში „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა შეცვალა და კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, მონეგასკებთან დიდად თავი არც სხვებს და მათ შორის დუესაც არ გამოუჩენია.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ბარკოლამ დააწინაურა. მერე ბრედლის დუბლის შესრულების საშუალება მეკარე იორგენსენმა არ მისცა. აქედან მოყოლებული პარიზელთა შეტევები მინავლდა, სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ და გიუსტომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ ფოფანა ჩამოიცილა და ბურთს ლონდონელთა კარში მიუჩინა ადგილი.

57-ე წუთზე ფერნანდესმა თანაფარდობა აღადგინა, მალე ლუის ენრიკემ თამაშის გასამწვავებლად დუე ხვიჩათი შეცვალა და მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. ქართველს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ გადაცემა პორტუგალიელს გაუკეთა. და ამ დროს „კვარაზე“ ფრანგული გამოცემები წერენ, ეგოისტურად მოქმედებსო. ამასაც არ დასჯერდა კვარაცხელია და იორგენსენს შორიდან თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო, კომპენსირებულ დროში დუბლიც შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 17 მარტს „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ჩელსი 5:2

გოლები: 1:0 ბარკოლა (10), 1:1 გიუსტო (28), 2:1 დემბელე (40), 2:2 ფერნანდესი (57), 3:2 ვიტინია (74), 4:2 კვარაცხელია (86), 5:2 კვარაცხელია (90+4)

ვინც მე დისლაიქი დამიწერა,რა არ მოეწონა ჩემ პოსტში?ღომი ეჯავრება ვითომ თუ დათა თუთაშხია?არა,საქართველოს,ქართველის სიხარული და გამარჯვება არ მოეწონა!კი ვიცი,რისი ღირსები ხართ,მაგრამ რაკი თვითონაც კარგად იცით,აღარ გეტყვით.უბრალოდ გისურვებთ,კიდევ უფრო მეტად და მეტჯერ გახარებული,გამარჯვებული ქართველი, საქართველო გენახოთ და არც არასოდეს მოგკლებოდეთ,მათი ხილვის სიამოვნება.
თამაზი
ვინ იყო ის გმირი, მტრის რიგებში რომ შეიჭრა და მარჯვნივ თუ მარცხნივ მტერს მუსრი გაავლო... ხვიჩააა, ხვიჩააა..!
გელა
ეგრე რაა,ამას გვიმალავდი?

კვარა-"ჩელსი" 3 : 0.დანარჩენი ჩემი სათქმელი წერტილმა თქვა.
მალხაზ ჯობავა
მადლობა .წერტილ. თქვენ გეტყობათ, დიდად ნაკითხი ადამიანი და იუმორის დიდი დოზით გამორჩევის ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება ხართ. იხარეთ თქვენ და გაიხაროს ქართველმა ერმა.
ჟორა
აი რა შეუძლია გაბრაზებულ ხვიჩას.
გიგი
საქართველოს ნაკრებშიც გვინდა შენი ასეთი შედეგიანი თამაშები!მოგენატრა ასეთ ფორმაში მყოფი კვარაცხელია და არა მარტო ის!ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც!
SOS
ნაკრებშიც მოგენატრა შენი ასეთი თამაში!!

მთელი სეზონის განმავლობაში,პსჟს დაღლილობის და ფსიქოლოგიური გამოფიტულობის აშკარა ნიშნები ეტყობოდა.ფაქტობრივად საზაფხულო დასვენების და ახალი სეზონისათვის ნორმალური მოსამზადებელი ციკლის გავლის გარეშე,ფეხბურთელებს მთელი სეზონია ძალიან უჭირთ.ალბათ შცდომა იყო,საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბოლომდე რომ იბრძოლეს,მაგრამ ამას ვეღარაფერს უშველი და ენრიკე ცდილობს,გადამწყვეტი თამაშებისათვის მაინც მოიყვანოს გუნდი,სრულ საბრძოლო კონდიციებში.თასზეც უარი თქვეს,არც ჩემპიონატში იკლავენ მთლად თავს და ცდილობენ,ლიგაზე იყვნენ სრულ წესრიგში.წუხელ,პსჟმ დაახლოებით ის თამაში ითამაშა,რასაც შარშან,ამ დროს თამაშობდა.შეცდომებიც იყო,არც იმდენი ენერგია იგრძნობოდა,როგორც შარშან,მაგრამ ეს მაინც მაშინდელი თამაშის მსგავსი იყო.საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ბოლო ტურის მატჩი გადაუდო,დასვენების საშუალება მისცა და ცოტა სულმოთქმულ გუნდს,უკვე ფიზიკური რესურსი გაუჩნდა,შარშანდელის მიმსგავსებული ინტენსივობის ფეხბურთი ეთამაშა.კი,შეცდომებიც ჰქონდათ,საფონოვიც დონარუმა არ არის და დაცვაც მთლად საიმედო ვერ იყო,მაგრამ უკვე დაღლილ ჩელსის,ენრიკემ სკამზე დატოვებით გაცეცხლებული ხვიჩა გამოუყვანა მოედანზე და მანაც ის გააკეთა,რასაც მისგან ყოველთვის მოველით და ვითხოვთ.ხვიჩამ თამაში გააკეთა!როგორც კი შემოვიდა და მის თვალებს შევხედე,უკვე ვიცოდი,რომ რაღაცას გააკეთებდა,მან კი რაღაცა კი არა,მთელი თამაში და სავარაუდოდ,მეოთხედფინალიც გააკეთა,ნახევარ საათში! აი,ეს არის ხვიჩა კვარაცხელია!მენტალური მონსტრი!
fani
გილოცავთ ყველას! ჩვენს ოქროს ბიჭს გაუმარჯოს, ერის სიამაყეს! მთელი ღამე ვერ დავიძინე სიხარულისგან და ყველა პრობლემა დროებით დამავიწყდა. ხვიჩა მაგალითია შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობისა და წარმატების. და ბოლოს, ჰეითერებს "მოვიკითხავ" (ჯანაშია ვაგნერები, ბეჰემოტები და მათნაირები)

მეგრულ ღომთან ერთად,დათა თუთაშხიას მოტივებიც ვიგრძენი,თქვენ პოსტში,მალხაზ ბატონო და ძალიანაც მოუხდა,ამ ყველაფერს!გაიხარეთ,მეც გავიხარე და მთელმა საქართველომაც გაიხარა!დაე არასდროს მოჰკლებოდეს სიხარული,ჩვენ ქვეყანას,დღეს ხვიჩასგან,ხვალ,ზეგ,მაზეგ, საქართველოს ნებისმიერი შვილისაგან!ქვეყანას გამარჯვებების სიხარული სჭირდება.
ავთო
კვარა კარგია,ეგრე შეუბერე!!!
ამატაკი
ეხლა ზოგიერთმა(თვითონაც იციან ვინ) სანამ ჩირგვებში დაახვევთ გასწორდით წელში და დადექით, ჯერ უნდა დაგთვალოთ, ეხლა რამდენი დარჩით!
semi
ხვიჩა მადლობას გიხდით ფონიჭალის მეტადონჩიკები რომ ყოველი გოლის მერე აღნიშვნას ჩვენ გვიძღვნი და გულთან მიგაქ ჩვენი მდგომარეობა.
გიო
ბოდო გლიმტი რაღაც განსაკუთრებულია თან 2 უცხოელის მეტი არ ყავთ
დავით 67
ჩემპიონთა ლიგის რისხვაა ხვიჩა. ნურავის გაუკვირდება თუ ბომბარდირიც გახდება
Knarik222
საპონოვმა რა ლამაზი გოლები გაუშვა! საპონოვ лучший!
ვაჟა მასწავლებელს
ვაჟა მასწ ის ერთი ვაგონი დაცალეთ თუ ისევ ჭკუის დარიგებით ხარ დაკავებული?
მალხაზ ჯობავა
ხო ხო რეებს წერდნენ ჩიტები კვარაზე, დამთავრდა, დასვა სკამზეო და რავიცი კიდე რადა რას. ჰმ, რა ქენი კვარა ეს! რად გინდოდა ამ საღამოს პარიზში, პარიზელების გაგიჟება და საქართველოში კიდე, ჩვენი გულების აფეთქება ა. მარა, ხომ მოასრიალე და მოაჯინე ყველა ერთ ადგილას ვისაც შენი ნაადრევად ჩამოწერა და „ზაპასნიკობა“ მოინდომა? ეხლა კიდე ენრიკესაც გადავწვდეთ და დროა მიხვდეს, რომ მარცხენა ფრთაზე კვარაცხელიაზე უკეთეს მაგ გუნდში კიარა, პაწა სხვაგანაც არაა. რაც შეეხება დუეს, ბარკოლას და დემბელეს ტვინში მოფიქრებულს, კვარაცხელიას ტვინში მოფიქრებული, სულ ცოტა სამი-ოთხი წამით ასწრებს მაგათ სამივეს ტვინის ერთად მოფიქრებულს. და რატომ თუ იცით, მეგრული ღომი რომ აქვს ნაჭამი, იმიტომ. ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილ გულშემატკივრებს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული გენის გაბრწყინებას, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მრავალ გამარჯვებებს.
დდდ
სანამ ლივერპულში თავს იფხანდნენ, არსენალმა 110 მილიონი გაამზადა... მგონი დამატება მოუწევთ...
კკ
სანაიას და იმ გაბუძგულ ქალს მოვიკითხავ
toy
ჰო-ჰო რამდენი ხვჩას ჰეითარი გასკტებოდა დღეს ერთ ადგილზე.დდდდდ
ნოდო
კვარა ისე ხო გვიყვარხარ მთელ ოჯახს და შენზე ვაფანატებთ. ჩემი ტყუპები გიჟდებიან შეზე. ამ საღამოს საჩუქარი გამიკეთე წარმოუდგენელი ❤️❤️❤️❤️... 6 ზე 150 ნასვამზე 😀
გიო
სკამზე რომ დასვა ეგ გამოიცნო ენრიკემ და მაგით მოიგო თორემ თანაბარი თამაში იყო ბოლოს ხვიჩამ გადაწონა ზოგადად კონტრშეტევებს მაგრად ასრულებენ
gia jashi
ხვიჩამ დღეს, თითქმის მარტომ, მიწასთან გაასწორა ჩელსი!ბრავო!ბრავისიმო!
გივი
კმარა კვარა ვარდნა! მოუმატე, მოუმატე!
გიგო პაპა
მაინც არ აძლევენ ხვიჩას დროულად პასს. ალბათ ჰაკიმია ერთადერთი, რომელიც ხვიჩას კარგად უგებს. პირველი გოლი ჰეთ-თრიქს უდრიდა. საცოდაობაა, როცა ხვიჩას თავის ფლანგზე არ ათამაშებ.
ისწავლე სანიოლ!
აი ეს მოაქვს ტოტალურ პრესინგს! ავტობუსს ქეცბაიაც აყენებდა სანიოლ! გილოცავ ხვიჩა!!!
ლევანი
წარმოუდგენელი ბიჭია, ვუყურებ, თან ვამაყობ და თან პირს ვარებ ხოლმე განცვიფრებისგან. ყვავის და ზეიმობს ქართული გენი და ნიჭი! დიდება საქართველოს!
toy
იმედია ახლა არ იტყვიან, სკამზე რომ იყო მაგითომ იფრინაო.დ
ჯარისკაცი
ყველას გილოცავთ! ისეთი გახარებული ვარ, დღეს ძილი არ მიწერია... )))))))
ირაკლი
აუ კვარამ რა ცუდად ითამაშა:)))))
ვაჟა მასწავლებელი
ეგრე რა შე კაი კაცო. ჩვენ კი დაგვაწყვიტე ნერვები წინა თამაშის ყურებისას. როცა წინა თამაშში ბურთს მიიღებდი და გვერდზე ან უკან აკეთებდი პასს ისეთი შეგრძნება მქონდა: თითქოს მწყურია წყალი და კი არ მაწვდიან წყლიან ჭიქას და მალევინებენ წყალს, არამედ ჩემს დასანახად ჭიქიდან - ჭიქაში ასხამენ! - გაიგე კაცო, ძმაო, შვილო ხვიჩა? ასე გაგეგრძელებინოს. ხვიჩა აბა ულა!!!
zaza
ჰეითერებს კი გაუთენა შავი ხუთშაბათი თან მაგარი ჟრიამული ქონდათ ბაბლში არ არის სასტავში მორჩა დაერხაო.
კვარა მგელი ხარ, შემოგევლე შენ ❤️🇬🇪
ენრიკე სკამზე გეჯდეს კვარა და თუ ათამაშო 25-30 წ უთხარი ბიჭებს პასები არ მისცენ, უკან სიღრმეში მოსთხოვე დაცვაში ჩავიდეს შავი სამუშაო აკეთოს მაგან რა იცის წინ შეტევების?
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია "ლივერპულს" - სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია "ლივერპულს" - სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა