სტარტი აიღო ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მძლავრი საკალათბურთო ლიგის ახალგაზრდულმა ტურნირმა, რომელიც თავის მხრივ ნომერი პირველი ახალგაზრდული თავშეყრის ადგილია. ევროლიგის NEXT STEP GENERATION გახლავთ კონტინენტის იმ გუნდების ტურნირი, რომლებიც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდების გაზრდას, კალათბურთელებად ჩამოყალიბებას და გზაზე დაყენებას.

ამ ტურნირში სხვადასხვა დროს არაერთ ქართველს უთამაშია, რომლებიც დღეს ნბა-ში არიან. ახალგაზრდულ ევროლიგაში წლეულს მათე ხატიაშვილი მონაწილეობს, რომლის "ბასკონიას" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდი ჰყავს. იქ მათესთან ერთად სერბი, აფრიკელი, ესპანელი და სხვადასხვა ეროვნები პერსპექტიული მოზარდები თამაშობენ. "ბასკონიამ" დღეს პირველი მატჩი გამართა და ბერძნული "პანათინაიკოსი" 96:64 გაანადგურა.

ბერძენთა ძლევაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა გამთამაშებელმა. ხატიაშვილმა ბასკონიელთაგან ყველაზე მეტი – 28:21 წუთი ითამაშა და ამ დროში 17 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მათემ 7-დან 4 ორქულიანი და 14-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ხატიაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.

"ბასკონიას" წარმატების ერთ-ერთი საფუძველი ფარზე დომინაცია გახდა. ესპანურმა კლუბმა ბერძნულს მოხსნებში 60:24 (!) აჯობა, ამასთან, მხოლოდ შეტევაში 20 მოხსნა ჰქონდა. აღნიშნულში მთავარი როლი ჩიეკ დიალომა (16 ქულა, 17 მოხსნა) და ჯუომ მეიკერ ბოლმა (26 ქულა, 13 მოხსნა) ითამაშეს.

"ბასკონიას" ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ხატიაშვილის გუნდი 14 მარტს ჯერ იტალიურ "ვირტუს ბოლონიას" ეთამაშება, შემდეგ კი – "U18 Next Gen Team ბოლონიას". მე-2 ჯგუფში "ბარსელონა" (ესპანეთი), "ტრენტო" (იტალია), "ბაიერნი" (გერმანია) და "პარიზი" (საფრანგეთი) არიან.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო