„არსენალის“ თავკაცმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ 8 გოლით დარბეული დაცვის რემონტი ანდრე დოს სანტოსის ყიდვით დაიწყო
„არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ 8 გოლით დარბეული დაცვის კაპიტალური რემონტი ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ანდრე დოს სანტოსის ყიდვით დაიწყო. „მეთოფეებმა“ 28 წლის ფეხბურთელში 10,15 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

აქამდე სანტოსი თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გამოდიოდა და სტამბოლელთა შემადგენლობაში, 52 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. „კორინთიანსის“ ყოფილ ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში 22 თამაში აქვს ჩატარებული. ანდრე სანტოსმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა. ის „ემირეით სთედიუმზე“ ოთხ წელიწადს დაჰყოფს და კვირაში 40 ათას ფუნტს მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ ვენგერი მხოლოდ უკანა ხაზის გაძლიერებით არ შემოიფარგლება და „ინტერს“ ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის შესახებ ჩამოუგდო სიტყვა. თუმცა, სნეიდერის მსურველი გუნდები დიდი დაბრკოლების წინაშე დგანან - 27 წლის ვარსკვლავის გასამრჯელო კვირაში 250 ათასი ფუნტია, ასეთი თანხის გადახდა კი სულ ერთ ან ორ გუნდს თუ შეუძლია.

ანდრე სანტოსის ყიდვამდე ჩრდილოლონდონელთა დირექტორატს არ ესმოდა, რატომ არ ყიდულობს ვენგერი მარცხენა მცველს. ამ ზაფხულს მან ხომ გაელ კლიში მიჰყიდა „მანჩესტერ სიტის“. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდების მოყვარული ფრანგი სპეციალისტი ცდილობდა ფონს 21 წლის კიერან გიბსით გასულიყო, მაგრამ მან ორთავა კუნთი იტკინა.

როგორც ირკვევა, კლიშის ისტლენდზე გაშვების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ვენგერი „ნიუკასლ იუნაიტედს“ მიაკითხავდა და ხოსე ენრიკეს ყიდვას შეეცდებოდა, მაგრამ „არსენალის“ შეფმა ეს არ გააკეთა და ენრიკეც „ლივერპულის“ გზას დაადგა. მერსისაიდელებმა მასში 6 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ბევრისთვის გასაოცარი იყო, რომ ვენგერმა არმანდ ტრაორეს შესანარჩუნებლადაც არ დაადო თითს თითი - 21 წლის სენეგალელი 2 მილიონ ფუნტად „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადაბარგდა.

კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“ 8:2 განადგურების შემდეგ „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ფანების წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო და იმ 3 ათას ადამიანს, რომელიც გუნდს მანჩესტერში გაჰყვა და ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგების თვითმხილველი გახდა, შემდეგი გასვლითი თამაშის ბილეთს დაჰპირდა. „არსენალის“ ოფისმა განცხადება გაავრცელა: „ჩვენი ფანები, რომლებიც გუნდს მანჩესტერში გაყვნენ, საოცრად ერთგული ხალხია. მათ უდიდესი მახდაჭერა გამომაჟღავნეს და გვინდა მათ მიმართ, რამენაირად, ჩვენი მადლიერება გამოხატოთ“.

თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „მეთოფეთა“ ფანებისთვის სტადიონის ბილეთებზე მთავარი იმაში დარწმუნება იყო, რომ გუნდი კიდევ აპირებს გაძლიერებას. გუშინ ისინი ფეხბურთელების გაყიდვით შემოსული თანხის ბაზარზე დახარჯვას ითხოვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო