მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი გუშინ ბუქარესტიდან ახალ ზელანდიაში გაემგზავრა
მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი გუშინ ბუქარესტიდან ახალ ზელანდიაში გაემგზავრა.

"სტეჟარიმ" გეზი მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმზე საასპარეზოდ კაცნაკლულმა აიღო. ახალ ზელანდიაში გამგაზვრებაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემარბმა კატალინ ფერკუმ.

რუმინეთის რაგბის ფედრაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხდება არ გაუკეთებია. რუმინული სარაგბო საიტები კი მიზეზად ფერკუს თვითმფრინავით ფრენისადმი შიშს ასახელებენ.

არადა უცნაურია, ბოლოდროინდელი რუმინული რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, კატალინ ფერკუ გუნდთან ერთად წლეულს მსოფლიოს თასის რეპეშაჟში საასპარეზოდ ურუგვაიში იმყოფებოდა. მანძილი ბუქარესტიდან მონტევიდეომდე ასევე საკმაოდ შორია, თუმცა ამას ფერკუსთვის პრობლემა არ შეუქმნია.

რუმინული მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქმე სხვაგვარად უნდა იყოს, თუმცა ბევრი რამ ძალიან საოცარია. ფერკუმ მთელი მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გაატარა, გასულ უქმეებზე საფრანგეთში გამართულ საწვრთნელ მატჩში "პერიგოსთან" ითამაშა და ერთადერთი ლელოც მან გაიტანა. ყოველივე ამის შემდეგ მსოფლიოს თასზე თამაშზე უარი განაცხადა "სტეჟარის" ახალ ზელანდიაში გამგზავრების წინ.

სავარაუდოდ, რუმინეთის რაგბის ფედერაცია ფერკუს დისკვალიფიკაციას მიუსჯის. მის ნაცვლად კი ახალ ზელანიდიაში ფარულის "კონსტანცას" გარემარბი ადრიან აპოსტოლი გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "სტეჟარი" "ბორჯღალოსნებს" 28 სექტემბერს პალმერსტონში დაუპირისპირდება.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: ნიკოლაე ნერე, მიჰაიტა ლაზარი, სილვიუ ფლორეა, დრაგოშ დიმა, პაულიკა იონი, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრე რადოი, ვალენტინ ურსაკე, კრისტიან პეტრე, ვალენტინ პოპირლანი, კოსმინ რატიუ, ოვიდიუ ტონიცა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ კარპო, დანიელ იანუსი, სტელიან ბურეა.

უკანა ხაზი: ლუჩან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, დანიც დუმბრავა, იონუც დიმოფტე, ჩაბა გალი, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი, კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ, ფლორინ ვლაიკუ, იულიან დუმიტრაში, კატალინ ნიკოლაე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა