ჩემპიონატში ქუთათურთა წარუმატებელი სტარტის გამო ხმა დაირხა, გუნდიდან მწვრთნელების გაშვებას გეგმავენო

ქუთაისის ”ტორპედომ" ეროვნული ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო: სამი ტურის შემდეგ ქუთათურებს მხოლოდ სამი ქულა აქვთ, ერთი მატჩი მოიგეს და ორი წააგეს.

ცხადია, ამბიციური კლუბისგან გულშემატკივრები და პატრონები გაცილებით მეტს ელოდნენ და, ეტყობა, ამიტომაც გავრცელა ხმები, ”ტორპედოს" ხელმძღვანელები ზაფხულში დანიშნულ მთავარ მწვრთნელ გიორგი კიკნაძესა და მის ასისტენტ ზაზა ზამთარაძეს შემოსწყრნენ და გათავისუფლებას უპირებენო.

მეტიც, იმასაც ამბობენ, ქუთათურთა თავკაცებმა ”ზესტაფონის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან დაიწყეს მოლაპარაკებაო. თუმცა გუშინ გუნდის პრესსამსახურმა ეს ხმები უარყო.

”ბოლო პერიოდში ვრცელდება ხმები ქუთაისის "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" ოფიციალურად აცხადებს, რომ გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე აგრძელებენ მუშაობას და ამზადებენ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრისთვის" - იუწყება ”ტორპედოს" პრესსამსახური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე