სუპერლიგის გასული სეზონის ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც ფიბას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებმა დღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში, შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი „ფრაიბურგი“ დრამატულ ბრძოლაში — 86:85 დაამარცხეს და ფიბას მიერ ორგანიზებულ უმაღლესი რანგის ტურნირში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ბათუმელებმა თამაში ორჯერ მოიგეს. ერთხელ, როცა თამაშის დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და ქართული გუნდი 10 ქულით იგებდა. თუმცა უხეში შეცდომების დაშვების შემდეგ, შვეიცარიულ გუნდს მოგების შანსი მიეცა. საქართველოს ჩემპიონმა ბოლო წუთზე ორჯერ დაკარგა ბურთი და ბოლო შეტევაში შვეიცარიელებს, რომ ჩაეგდოთ, მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ ფარქვეშ შეჭრილ მათ უკანახაზელს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც ბათუმელებს დარჩათ და დროც ამოიწურა.

მატჩის გმირი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ბათუმელებს გამარჯვების მომტანი სამქულიანი მიუთვალა. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე, როცა თანაბარ ანგარიშზე გიორგი ოჩხიკიძემ თამაში საკუთარ თავზე აიღო. ბურთს ათამაშებდა, მაგრამ თავისიანები ვერ გაეხსნენ და შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო — 86:83. ამის შემდეგ წავიდა ტაქტიკური თამაში. ოჩხიკიძის მიერ აღებული ჯარიმა შვეიცარიელებმა ორ ქულად გარდასახეს და „ბათუმს“ ბოლო შეტევა დარჩა, რომელშიც უპატიებელი შეცდომა დაუშვა. გვერდიდან შემოტანის დროს ბურთი დაკარგა და 1 ქულით ჩამორჩენილ „ფრაიბურგს“ დარჩენილ ცხრა წამში გამარჯვების შანსი მიეცა.

სწორედ აქ გათამაშდა ის დრამატული მომენტი, როცა შვეიცარიულმა კლუბმა ბურთი გაათამაშა, ფარქვეშ შეიჭრა ჯო ტუსანი და როცა „ფრაიბურგის“ ყველა ქომაგი მისგან გამარჯვების ბურთის ჩაგდებას ელოდა, სამწამიანში მას ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც საბა სალაძემ მოიხელთა და…

რაც შეეხება ზოგადად მატჩს, „ბათუმი“ გამარჯვებას ალალად იმსახურებდა, რადგან პირველივე წუთებიდან თამაშზე კონტროლი დაამყარა და ლიდერობას მთელი თამაში ინარჩუნებდა. შვეიცარიელები საწყის წუთებზე ლიდერობდნენ სამი-ხუთი ქულით და ეს მათი მაქსიმუმი იყო. დანარჩენ შემთხვევაში „ბათუმი“ მეტოქეზე მაღლა იდგა როგორც დაცვაში, ასევე კომბინაციურ, პოზიციურ თამაშში.

გმირობასთან ერთად, გიორგი ოჩხიკიძე ბათუმელთა ყველაზე სასარგებლო მოთამაშეც გახდა — 34:26 წუთში მან 17 ქულა, 10 პასი (ორმაგი დუბლი) და 2 მოხსნა მოაგროვა (მარგი ქმედების კოეფიციენტი 20). 18 ქულით ბათუმელთა ბომბარდირი ამერიკელი ლეგიონერი ვალდი ზეფირი გახდა (7 მოხსნა). ორმაგი დუბლი შეასრულა ცენტრმა კარსონ ბაშამმა — 16 ქულა და 12 მოხსნა. 16 ქულა მიითვალა ლარი ჰაუელმაც (8 მოხსნა), ხოლო ვალერიან ცულეისკირმა გუნდს 11 ქულა და 4 მოხსნა მოუტანა. დავით ლომიძემ 5 ქულა და 3 პასი დააგროვა, ხოლო ლევან ბაბილოძემ — 3 ქულა.

ეს გახლავთ ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ამ ტურნირის საკვალიფიკაციოში სამ ქართულ გუნდს უთამაშია, მაგრამ ვერც „დინამომ“, ვერც „თსუ“-მ და ვერც „ქუთაისმა“ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდნენ, ბათუმელებმა კიდევ ორი მატჩი უნდა მოიგონ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს 18 სექტემბერს რუმინულ „ორადიასა“ და კვიპროსულ „აეკ ლარნაკას“ შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ აქვს მატჩი. გუნდებს შორის გამარჯვებული დღეს გვიან ღამით გამოვლინდება.

GBF.GE

კეთილისმსურველი
შენ რომ რაღაც აბსურდული არ ჩაურთო ისე არ შეგიძლია.
იუთუბზე
იყო თამაში.ტელევიზიები არაჩვენებენ.

ჩვენ კალათბურთელებს,თითქმის ნებისმიერ მეტოქესთან რომ შეუძლიათ ბრძოლა,როცა ბრძოლას გადაწყვეტენ,უკვე ვიცით,ისიც ვიცით,რომ მოგებული თამაშის წაგების მოხერხებაც გვეხერხება და უკვე მოგებულის ხელმეორედ საბრძოლველად გახდომა,უკვე ჩვენი ხელობა გახდა.საბჭოთა კავშირის დროს,ჩვენი დინამო გასვლაზე რომ თამაშობდა,რადიოკომენტატორი,ჩვეულებრივ ნუგზარ ჯუღელი მიჰყვებოდა ხოლმე და მატჩის ბოლო წუთების რადიო ცართვას აკეთებდა.70-იანი წლებია,დინამო ვილნიუსში ეთამაშება ვილნიუსის სტატიბას და რეპორტაჟიც დაიწყო.მატჩის დამთავრებამდე რჩება 35 წამი,7 ქულას ვიგებთ და ბურთიც დინამოელებს აქვთ,დინამომ დაამარცხა ვილნიუსის სტატიბა,დაიწყო გახარებულმა ჯუღელმა,მოლოცვა,თუმცა იმავე წამს,დინამოე;ებმა ბურთი დაკარგეს და ჩაგვიგდეს.მაშინ 3 ქულიანი სროლები არ არსებობდა.სროლა 2 ქულა.მართალია ჩაგვიგდეს,მაგრამ თამაში მაინც მოგებულია,იხტიბარს არ იტეხს ნუგზარ ჯუღელი და ამ დროს,ბურთის შემოტანის დროს,ბურთი ისევ დავკარგეთ და ისევ ჩაგვიგდეს.მოკლედ ის თამაში მოვახერხეთ და წავაგეთ.დიახ მეგობრებო,თურმე ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს,მახსოვს ნირწამხდარი ბატონი ნუგზარის ხმა და ნაჩქარევი დამშვიდობება.კნიაზ ფანტიაშვილიც ხომ ქართველი იყო.ბათუმელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და ბოლოს მაინც მოახერხეს გამარჯვების გამოგლეჯვა.ვულოცავ ამ ჩვენთვის ისტორიულ გამარჯვებას და იმედია,ამ გზას გააგრძელებენ.ძალიან გვჭირდება ევროპულ კალათბურთში კლუბების დომეზე მონაწილეობა და ყოველ თამაშს,უდიდესი გამოცდილება მოაქვს,ბიჭებისათვის.თუმცა თუ ყოველ ჯერზე ასე გავფლანგავთ უპირატესობას,სხვა დროს ის დაგვემართება,რაც მაშინდელ დინამოეელებს დაემართათ.მატჩი საფინალო სასტვენამდე გრძელდება და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.
llcl
ვულოცავ ბათუმს და წარმატებებს ვუსურვებ! ეს თამაში რომელიმე ტელევიზიამ აჩვენა? თუ მხოლოდ ტრამპთაუერია საინტერესო, ვითომ ბეტონი აკლდეს ისედაც დაბეტონებულ ნათბილისარს

ვაა,ოჩხრიკიძესაც არგო ქართველუ ცოლის მოყვანამ👍
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად