26 წლის მცველი, ანტონ ფერდინანდი ოცნებობს გახდეს „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ლეგენდა
26 წლის მცველი, ანტონ ფერდინანდი ოცნებობს გახდეს „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ლეგენდა. სწორედ აქ, ამ კლუბში თამაშობდა თავის დროზე მისი ბიძაშვილი ლეს ფეხდინანდი, რომელმაც 1987-1995 წლებში „რენიჯერსის“ მაისურით 163 შეხვედრა ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.

ანტონ ფერდინანდმა კარიერა „ვესტ ჰემში“ დაიწყო, შემდეგ კი „სანდერლენდში“ გამოდიოდა - სწორედ „სანდერლენდიდან“ გადავიდა ფერდინანდი დასავლეთ ლონდონის კლუბში. „რეინჯერსმა“ მცველში 4 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ზემოთ ლეს ფერდინანდი ვახსენეთ. მას „ლოფტას როუდზე“ „სერ ლესს“ ეძახდნენ. ანტონს სერობამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ იმედოვნებს, რომ სამწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „რეიჯერსის“ ფანებისთვის ისიც საგანგებო ფეხბურთელი იქნება.

„ქუინზ პარკის“ ახალმა ფერდინანდმა თქვა: „ლესთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, მაგრამ, ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირდებით. პატარა ბიჭი რომ ვიყავი ამ სტადიონზე ბიძაშვილის თამაშის სანახავად ხშირად დავდიოდი. ვიცი, რომ ის აქ გმირად მიაჩნდათ. მინდა წლების შემდეგ „ლოფტას როუდზე“ მეც გმირად მივაჩნდეთ. ვფიქრობ ამის შანსი მაქვს, რადგან ამ კლუბის სულს ძალიან კარგად ვიცნობ“.

ანტონ ფერდინანდი გასულ სეზონში „შავი კატებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და ისე ჩანდა, რომ ახალ სეზონშიც იგივე გაგრძელდებოდა, მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, „ქუინზ პარკის“ თავკაცმა ნილ უორნოკმა მას სხვა პერსპექტივა დაანახა.

„ისე ჩანს, რომ აქ დიდი გამოცოცხლება იწყება. მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემთვის კარიერის „რეინჯერსში“ გაგრძელება სწორი ნაბიჯი იქნებოდა“.

„რეინჯერსმა“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. ეს გახლავთ „საუთჰემპტონიდან“ იანვრამდე წამოყვანილი ჯეისონ პანჩიონი. უორნოკმა თქვა:

„ჯეისონი დიდებული შენაძენია. მას გუნდში სისწრაფე და თავდადება მოაქვს. პანჩიონს ისე უნდოდა „ქუინზ პარკში“ გადმოსვლა, რომ მგონი მზად იყო ფული თავად გადაეხადა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა