საქართველოს 7-კაცა დღეს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვენი გუნდი გ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალია, ბელგია და ლიეტუვა იქნებიან. ა ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, ხოლო ბ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი და პოლონეთი ითამაშებენ.

საქართველო 3 ივლისს ჯგუფური ეტაპის სამ თამაშს გამართავს: ჩვენი დროით 14:36 საათზე ბელგიას, ხოლო 19:29 საათზე იტალიას ეთამაშება. ჯგუფურ ეტაპს 4 ივლისს, 14:36 საათზე ლიეტუვასთან ჯახით ვასრულებთ. იმავე დღეს გაიმართება მეოთხედფინალური შეხვედრები, ნახევარფინალები და ფინალები კი 5 ივლისს შედგება.

13-კაციან სატურნირო შემადგენლობაში დაბრუნდა გუნდის კაპიტანი სოსო მათიაშვილი, ხოლო ბექა სამსიანს საქართველოს 7-კაცა ნაკრებში დებიუტი ექნება.

7-კაცას მთავარი მწვრთნელი გიორგი ნოზაძე შემადგენლობასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ამბობს:

“იმ ორი საერთაშორისო ტურნირიდან გამომდინარე, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, პოზიტიური მოლოდინები მაქვს. ჯამში 80-მდე მორაგბე გავსინჯეთ, საიდანაც ჯერ 20-კაციანი ბირთვი გამოვყავით და მერე ის 13 მოთამაშე შეირჩა, რომლებიც ჰამბურგში ითამაშებენ. ტურნირისთვის. დაგვემატა ჩვენი კაპიტანი სოსო მათიაშვილი, რომელიც თავს კარგად გრძნობს. გვყავს დებიუტანტი ბექა სამსიანი, რომელსაც საერთაშორისო ტურნირზე არ უთამაშია”,

“მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამწვრთნელო ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო გუნდის მზადებაში. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ჭუაძეს, რომელიც მოთამაშეთა მომზადების კუთხით სრულადაა ჩართული როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ასევე სამსაჯო ჯგუფს - სულხან ჩიხლაძეს, მარიამ გოგუაძეს და გიგა მშვენიერაძეს, რომლებმაც ჩვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს”.

“რაც შეეხება მატოქეებს: ბელგიას ზურგს ოთხი ტურნირის გამოცდილება უმაგრებს და ერთი ნაბიჯი დააკლდა მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრამდე; იტალიამ ითამაშა მსოფლიო რაგბის მესამე დონის ტურნირში. ჩვენ მას წელს ორჯერ ვეთამაშეთ და იმ შეხვედრების ბედი მცირე შეცდომებმა გადაწყვიტა; ლიტვა სწრაფ და დინამიურ რაგბის თამაშობს, ყავს კონტაქტის მომგები ბიჭები”.

“ჩვენი მიზანია, რომ ვითამაშოთ დაბალანსებული რაგბი, კონტაქტის ზონის მოგებით და ბურთის სწრაფად გათამაშებით. გამოწვევა იქნება დისციპლინა, მოსამზადებელმა თამაშებმაც გვანახა, რომ ჯარიმების აღება დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამას არ გვაპატიებენ მეტოქეები”.

“მიზანი რა თქმა უნდა ფლეი ოფში გასვლაა და შემდეგ შესაბამისი ანალიზით, მომდევნ ნაბიჯების დაგეგმვა. მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფიდან კარგი პოზიციით გავიდეთ, რომ ფლეი ოფში შესაბამისი მეტოქე გვყავდეს”.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.

Rugby.ge

რადენიმე წუთის წინ,საქართველოს 7 კაცა ვაჟთა ნაკრებმა,იტალიის ნაკრებიც დაამარცხა 26-19 და პირველი დღე,ორიდან ორი გამარჯვებით დაამთავრა.მოგებით მოვუგეთ,უკვე დამატებულ დროში,მაგრამ სტარტი,კვლავაც საშინელი გვქონდა.პირველ თამაშში თუ მეოთხე წუთისათვის გავუშვით ორი ლელო,აქ,პირველი,51 წამზე მივიღეთ,გარდასახვა 1,41 წუთზე შეასრუკლეს და მეორე ლელო,უკვე 2,00 რომ შესრულდა დაწყებიდან,მაშინ დადეს.ესე იგი 19 წამში.ეგეც არაფერი,მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წამი არ იყო გასული,მესამე ლელოც რომ დადეს და 19-5-დან მოგვიწია ამოქაჩვა.საბედნიეროდ ამოვქაჩეთ,მაგრამ თოვლის პაპასავით საჩუქრები თუ ვარიგეთ,ყოველთვის ამოვქაჩავთ?უფრო ძლიერი ნაკრებებიც თამაშობენ და შემდგომში,მათთან აღარ გაგვიმართლებს.ცენტრიდან განახლებულ ბურთებს ვერ ვიღებთ და მერე,ეს ლელოებად გვიჯდება.ხვალ ჯგუფში მესამე თამაში,ლიტველებთან გვიწევს,მაღალი და სწრაფი ბიჭები ჰყავთ,იტალიელებმა,მხოლოდ დამატებულ წუთებში მოუგეს და ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ლიტველებმა როცა დამთავრების საშუალება ჰქონდათ,არ დაამთავრეს.ასე რომ არც მათთან იქნება ადვილი და ეს სასტარტო ფორების დარიგება თუ არ მოიშალეს,ისინიც აუცილებლად დაგვსჯიან.ვულოცავ ჩვენ ბიჭებს კარგ სტარტს და ხვალაც იგივეს ვუსურვებ.იმედია, პირველივე წამებიდან სრულად მობილიზებულები დაიწყებენ,ხვალინდელ თამაშებს.

პირველი თამაში,ბელგიასთან,14-12 მოვიგეთ.დასაწყისი აქაც ძალიან ცუდი გვქონდა,მე-4 წუთზე უკვე 0-12 ვაგებდით,თუმცა მერე ამოვქაჩეთ.7 კაცა რაგბის წესებში დიდად ვერ ვერკვევი,მაგრამ ჩვენ კარში გატანილი მეორე ლელო იმის გამო მივიღეთ,რომ შებოჭილი ჩვენი ბურთიანი მორაგბის,მათიაშვილის მიმყოლილი ჩვენი მეორე მორაგბე,უბურთოდ შებოჭეს და მსაჯმა გაატარა.მიწაზე წასულმა სოსომ,რაკი რაქის გამაგრება ვერ მიიღო,ბურთი დათმო და ბელგიელებმა ადვილად გაგვიტანეს.ასეა თუ ისე,პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და მომდევნო თამაშებშიც წარმატებას ვუსურვებ.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ