უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯუნიორ ბოკესთან ლელოთი ანგარიში გახსნეს და სასურველ შედეგს 22-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა მეტოქემ პირველ ტაიმში ორი, მეორეში კი სამი ლელო გაიტანა და 33:5 იმარჯვა.

ეს იყო ამ გუნდების მეხუთე რკენა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ჯერჯერობით ყველა მათგანი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. გარდა ამისა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს წელს მეოთხედ (ამხანაგურ მატჩებში ორჯერ თებერვალში საქართველოში და ერთხელ მაისში, სამხრეთ აფრიკაში) შევერკინეთ და უძლიერეს მეტოქესთან ისტორიულ გამარჯვებას ვერც ამჯერად მივაღწიეთ.

არადა ყველაფერი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო. “ავჭალის” სავსე ტრიბუნებით ფრთაშესხმულმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, მეტოქე დებიუტშივე დააჯარიმეს. მართალია დაჩი წიკლაურს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა, თუმცა იერიშები გავაგრძელეთ, მე-7 წუთზე, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ ბურთი კარგად გავშალეთ, ნიკა ხალვაშმა ხაზი გაჭრა და სივრცეში ლუკა ტაბატაძე შეუშვა, რომელიც ლელოში ალამთან შეფრინდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ამის შემდეგ რამდენიმე მარტივი შეცდომა დავუშვით, ჯუნიორ ბოკემ ბურთზე კონტროლი დაამყარა და დარჩენილი დროის უმეტესი წილი ჩვენს ნახევარზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ლელოს თავგამოდებით ვიცავდით და ჯამში 210 ბოჭვა შევასრულეთ, მეტოქემ 22-ე წუთზე გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, 33-ეზე კი მეორე ძალისმიერი ლელო მიითვალა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 12:5.

ამას ისიც დაერთო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს წითელი ბარათი ლევან ეზიეშვილმა მიიღო, მეორეს დასაწყისში კი სინბინით ტაბატაძეც დაისაჯა. 13 კაცით თავდაცვამ დიდი ენერგია წაიღო და 53-ე წუთზე უკვე 14 მოთამაშით მესამე ლელო მაინც მივიღეთ. ჯამში 19 ჯარიმა რომ ავიღეთ, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი დაჩი წიკლაურმაც მიიღო და ჩვენს 5-მეტრიანში ჯარიმის მოულოდნელად გათამაშებით, სამხრეთ აფრიკამ ბონუსის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა.

ვიტო კოლელიშვილის შეგირდებს ბრძოლა ბოლო წუთამდე არ შეუწყვიტავთ, მაგრამ მატჩის მიწურულს აფრიკელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ 33:5 გაიმარჯვეს.

საქართველო 2 საცხრილო ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზე რჩება. მისი მესამე მეტოქე 7 ივლისს ურუგვაი იქნება (20:30 საათზე), რის შემდეგაც ფლეი ოფში გადავინაცვლებთ და კიდევ ორ თამაშს გავმართავთ.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. II ტური. 2 ივლისი

თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 20:30 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა 5:33 (5:12)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ლეონიდე სალდაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დაჩი წიკლაური;

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

1 ლელო: ტაბატაძე

Rugby.ge

14 წელი,საკმარისი დროა,რაღაცა შენობის აღსადგენად,მაგრამ როცა მთელი სისტემა ნადგურდება და ის სპეციალისტებიც აღარ გყავს,ვინც ის უნდა აღადგინოს.ჯერ საჭიროა ის სპეციალისტები გამოზარდო,საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დააგროვებინო.ამას 14 წელი კი არა,ათწლეულები სჭირდება და ზოგჯერ მთლიანად აღდგენაც აღარ ხერხდება,რადგან ის ძველი ცოდნა და დოკუმენტაციაც დაკარგულია,როგორც ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა.მათ მომზადებასაც დიდი დრო და სახსრები სჭირდება და მის მომამზადებელი სპეციალისტების მომზადებასაც და თუნდაც ყველანაირი ხარჯის გაწევის შემთხვევაშიც,შესაძლოა მაინც ვერ მოხერხდეს,რადგან მაღალი დონის სპეციალისტის მოსამზადებლად,ჯერ მისი მოძებნაა საჭირო და მერე,მისი ნიჭი,შრომისმოყვარეობა,ან ეყოფა,ან კიდევ არა.საქართველო,ზღვისპირასახელმწიფოა,რომელსაც ნავსადგურებიც აქვს და 22 გემი ჰყავდა.ყველა ბითუმად გაყიდა,სულ რაღაც 100 მილიონად და დღეს,დაახლოებით 15 000 ქართველი მეზღვაური,სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული,რათა სამუშაო იშოვოს და ოჯახი არჩინოს,სამხედრო მფრინავებს ღალატი და ჯაშუშობა დააბრალა,საჰაერო ფლოტი გააუქმა და იმ ხალხმაც,ვინც დაჭრას გადაურჩა,უცხოეთში,სადღაც აფრიკაში,სხვადასხვა ძალების განკარგულებაში დაიწყეს მუშაობა,მთელი პროფესურა,სამეცნიერო კადრები ჩარეცხეს,მეცნიერების შესანახი ფული არა გვაქვსო და მათ ადგილზე პროფესორებად მათი 25-30 წლის მოწაფეები გაუშვეს,მეტწილად მხოლოდ ინგლისური და კომპიუტერი რომ იცოდნენ,მსოფლიოს დონის გეოლოგიური დარგის სამეცნიერო სკოლა გვქონდა,მათი შენობები გაყიდეს,მათი კვლევები და დოკუმენტაცია კი,სანაგვეზე გადაყარეს,თვითონ ისინი გამოყარეს და თუ დაგვჭირდება,ჰოლანდიელ გეოლოგებს დავიქირავებო.მთელი საქართველო ჰქონდათ გეოლოგიურად შესწავლილი და ყველაფერი გაანადგურეს.დღეს სადღაც რაღაცა რომ დაიძვრება და ანადგურებს იქაურობას,აღარც ნორმალური სპეციალისტები გყავს,რომ შეისწავლონ და აღარც ის ძველი რუკები,რომელიც ამის შესახებ გაფრთხილებს.1988 წელს,საქართველოდან ევროპაში 500 მილიონი დოლარის სამრწეველო საქონელი გადიოდა ექსპორტზე,ქართველმა გვირაბგამყვანებმა დააპროექტეს და ააშენეს თბილისის მეტრო და ენგურჰესი,დღეს კი,ჩინელებს შევჩერებივათ და ამდენი ფული,მათ მიაქვთ,თანაც როგორ აშენებენ,ღმერთმა იცის.რაც მთავარია,დღეს ცოდნა ღირს ყველაზე ძვირი და განათლების სისტემა მთლიანად რომ გაანადგურა ჯერ იმ მთავრობამ და მერე დღევანდელმა,გაუნათლებელმა ხალხმა,როგორ უნდა აღადგინოს ის,რაც სანამ ის ჭკვიანი ხალხი გყავდა,იმ დროში შევქმენით?!ასე არ ხდება!არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი არ დაგვეხმარება,მრეწველობა შევქმნათ და ქვეყანა წინ წამოვწიოთ.ვინ არის გიჟი,კონკურენტი გააძლიეროს?სამაგიეროდ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მიჰყავთ და მათ ნიჭს,მათი ქვეყნის კიდევ უფრო გასაძლიერებლად იყენებენ.აბა თუ ვიღაცისგან არ იხეირე,შენ როგორ გამდიდრდები?!მთელი მსოფლიოს ნედლეული გააქვთ ძლიერ ქვეყნებს და ერთ ლარად გატანილ ნედლეულს,გადამუშავებულს და საქონლის სახე მიცემულს,100 ლარად გასყიდებენ უკან.მაგიტომ არიან ისინი მდიდრები და სხვები ღარიბები.მაგ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს და 14 კი არა,შესაძლოა 100 წლის შემდეგაც კიდევ უფრო უარესად იყოს საქართველო.თუ კიდევ ვინმე დარჩება აქ,ქართველი.სამწუხარო იცი რა არის?მაშინ ბრმად ვენდობოდით და შევცდით,დავუჯერეთ,მაგრამ ახლაც კი,რომ ვერ გაგვიგია,რატომ აღმოვჩნდით ამ დღეში და ისევ მათ დაკრულზე ვბუქნაობთ.
გელა
წერტილო, რაღა დროს ძველი მთავრობაა,14 წელი გავიდა

თბილისელს.წინა მთავრობამ,სპოპრტის აკადემია გააუქმა,შენობა და ბაზები კი გაყიდა.დანგრევა ადვილი იყო,ხელახლა საქმის აწყობა კი,გაცილებით მძიმე და ხანგრძლივი პროცესია.დღეს ფიზკულტურის კვალიფიციური მასწავლებლებიც კი აღარ გვყავს,აღარც მძლეოსნობის მწვრთნელები და საერთოდაც ახლა ღა ცდილობენ მწვრთნელების მომზადების სისტემების აღდგენას.ცუდი ის არის,რომ ვინც უნდა აღადგინოს,ისინიც აღარ,ან ძალიან ცოტა და კვალიფიკაცია დაკარგული გვყავს.ჰოდა მაშინდელი შეცდომების შედეგებს დღეს ვიმკით.
თბილისელი
და რომელ სპორტის სახეობაში გვყავს მაღალი დონის მწვრთნელები? საბავშვო სპორტზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი.ყველა ყოფილ სპორტსმენს არ შესწევს მწვრთნელის ფუნქცია. გარდა ფიზიკური მონაცემების, კიდევ გჭირდება ცოტაოდენი განათლება და მინიმუმ წერა კითხვის ცოდნა.
გიორგი
"სარაგბო თემის" მორიგი გასაიდუმლოებული სულელური გადაწვეტილების მსხვერპლი ამჯერად ახალგაზრდული ნაკრებია. კოლელიშვილისთვის ჯერ ბ ლიგის გუნდი უნდა მიენდოთ, რომ ენახათ თუ რა შეუძლია. დიდ10-ში თუ გადაიყვანდა გუნდს, მერე შეიძლება მიენდოთ ნაკრები. ქართულ რაგბს ჰაერივით სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელები. თუ ამის ფული არ არის, უნდა მოვეშვათ ფუჭ ოცნებებს. საერთაშორისო სარაგბო მაფიამ გაგვამწესა ტიერ-2 კალათაში და ამას უნდა დავჯერდეთ, თუ ფული არ გვაქვს.
გიორგი
ჩვენს ნაკრებს არ ეტყობა, რომ მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბიჭებმა იომეს, მაგეამ ამ დონეზე ეს საკმარისი არ არის.

ფეხით თამაში კატასტროფა,დერეფანიც კატასტროფა,დისციპლინაც კატასტროფა და თავდადებული თამაშის მიუხედავად,უკვე ცხადია,რომ ამ ჩემპიონატზე,ჩვენი ნაკრები საუკეთესო შემთხვევაშიც კი,კარგად ვერ გამოვიდა.სამჯერ გვქონდა აფრიკელებთან ნათამაშები და აღმოჩნდა,რომ მათ ჩვენი აუტის კომბინაციები,ჩვენ მორაგბეებზე უკეთესად ჰქონდათ შესწავლილი.როცა ყველა აუტს აგებ,როცა ჯარიმა აუტშიც კი ვერ გადაგაქვს და როცა პირდაპირ ცენტრიდან ჯარიმას კარში ვერ ურტყამ,რისი შანსი გრჩება?დაცვაში უნდა დადგე და ბოლომდე გაუძლო.აფრიკელებთან ვერ გაუძლებ და ალბათ,ვერც ვერავისთან გაუძლებ.როცა შერკინებას აგებ,მოლს ვერ აჩერებ და შეტევის ყოველ მცდელობას,ფაქტობრივად ჩანასახშივე აფუჭებ,რადგან ვერც კარში არტყამ,ვერც აუტში და თუ გადაგაქვს,იქიდანაც მეტოქეს აბარებ,რა შანსი გრჩება?კიდევ მაგრად გავუძელით.რაგბის კავშირმა აქცენტი სარაგბო ბაზების და მოედნების მშენებლობაზე გააკეთა და პირველ საფეხურზე,ეს ალბათ სწორი იყო,მაგრამ რაგბში მოსულ ბავშვებს,კვალიფიციური მწვრთნელები თუ არ დაახვედრე,სანაკრებო ასაკში საბაზისო უნარების დაბალი დონით მოსულ ახალგაზრდას,ნაკრების მწვრთნელი,ვარსკვლავად ვერ აქცევს.ეს სხვაობა ჩვენსა და წამყვან ნაკრებებს შორის ძალიან აშკარაა და სანამ ეს ჩამორჩენა არ შემცირდება,სატურნირო ცხრილში მაღლა ვერ ავიწევთ.დღეს ავად თუ კარგად,მოედნები გვაქვს და ალბათ დროა,აქცენტი მწვრთნელების გადამზადებაზე გადავიტანოთ.შესაძლოა ხელის ტექნიკით ძლიერი ქვეყნებიდან რამდენიმე კარგი სპეციალისტი მოვიწვიოთ და მათ გვერდით დავუყენოთ,ქართველი მწვრთნელები.ალბათ კლუბებში სამხრეთელების მოყვანაც სასარგებლო იქნება.ყოველ შემთხვევაში,შავ ლომში იმ ბიჭის მოყვანამ,საგრძნობლად გააძლიერა კლუბი და მის გვერდით სხვებიც,უკვე ქართველები ცდილობენ,მსგავსად ითამაშონ.ცდილობენ და ზოგჯერ გამოსდით კიდეც.ინგლისელებმა იკადრეს,სამხრეთელი ფეხბურთელების დამატება და მათი სათამაშო სტილის გადაღება.ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია რაგბში იგივეს გამეორება.კი,აქამდეც იყო,მაგრამ კლუბების დაფინანსების ახალ სისტემის შემოტანას,როგორც ვიცი,ლეგიონერების გაქცევა გამოიწვია და კვლავ საკუთარი თავის ამარა დავრჩით.ამ სისტემამ ფეხბურთის კლუბებს დიდი ვერაფერი უშველა და ლიგა უფსკრულში გადააგდო და იგივეს რაგბში შეტანა,იქ რატომ მოგვიტანს უკეთეს შედეგებს?რა თქმა უნდა ამ სისტემას დადებითიც ექნება,მაგრამ დადებითი უნდა შეინარჩუნო და ცუდი რაც აქვს,ის გამოასწორო.შესაძლოა ძველი და ახალი სისტემის ჰიბრიდი გახდეს გამოსავალი,როცა ცენტრალიზებული დაფინასებაც იქნება და ადგილობრივიც დარჩება.მათი სინთეზი რატომ არ შეიძლება?მე არ ვიცი,ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ და ერთმანეთთან შეჯერდეს.
ლოგიკა ? რაგბი სპორტული თამაშია, თუ ომი ?
ბიჭების უდისციპლინობას აბრალებთ წაგებას და "ბიჭებო ყოჩაღ, მაგრა იომეთ"-ო, ჰოდა, "რა ვი, აბა" ? :(
ვანჩოპე
მსაჯს ხელი არ ჩამოუწევია, მეტოქეს ძალიან ეხმარებოდა თითქოს მის გარეშე გაუჭირდებოდა მოგება. ჩვენი მორაგბეების თვალებში ცეცხლის ჟინი ენთო და მერე სასოწარკ ეთილება როდესაც მოგებულ ბრძოლას მეტოქეს უბრუნებდა. სად ნახეს ეს მიუკერძოებელი მსაჯი. ამ თამაშს მაინც მოიგებდნენ სამხრეთ აფრიკელები.
1981
9,10 ის გარეშე ეგეთ გუნდებთან ძნელია. ნაკრებს ღერძი არ ყავს
კონტეს მამა
დისციპლინა რომ თავის სიმაღლეზე გვქონოდა, შეიძლება აქეთ მოგვეგო. ყოჩაღ ბიჭებო, მაგრად იომეთ, მადლობა ყველას!!
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა