ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-11 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 10:30 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:17 დათმო, შესვენების შემდეგ შტურმზე გადავიდა, ორი ლელოთი ანგარიში შეამცირა (გარდასახვები ვერ გამოიყენეს), თუმცა სტუმრებმა ლელო - გარდასახვით გვიპასუხეს, საჯარიმოც გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ტურნირზე „უმცროსმა ბურჯღალოსნებმა“ მხოლოდ ურუგვაის მოუგეს (56:3), უელსთან (24:25), სამხრეთ აფრიკასთან (5:33) და იტალიასთან (19:43) კი მარცხი განიცადეს და დღესაც წააგეს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა, რაც ისტორიაში მისი ყველაზე უარყოფითი შედეგია.

ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო - ფიჯი 10:30

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. დათა არობელიძე, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

ლელო: შიოშვილი, სალდაძე

.-ს-ს.კახეთიდან გასახდელში რა ხდება იმას კი არ ვხედავ,ტელევიზორში ვუყურებ,მოედანზე რა ხდება და დასკვნებს იქიდან ვაკეთებ.ჩემ პირველ პოსტშიც არსად ვამტკიცებ,გინდა თუ არა,ზუსტად ასეაო,ვამბობ,ჩემიო აზრით მეთქი.შენი აზრი რომ გქონდეს,შენ მხრებზე შენი თავი უნდა გებას და სხვისგან თავში ჩადებული კი არ გაიმეორო,არამედ იმ თავით იფიქრო.ძალიან გამწარებულმა,შევძელი და კორექტული სიტყვებით გავაკეთე პატარა ანალიზი,რაღაცაში დაზუსტება მომთხოვე და ისიც ნორმალური ენით განგიმარტე და მაინც უზრდელური ენით მპასუხობ.ვერც აზრი გამოიტანე ჩემი დაწერილიდან და ვერც შენი შინაგანი არსი დამალე.არ ხარ შენ,რაგბის გულშემატკივარი,სხვა მიზნით,ბოღმის ამოსანთხევად ხარ შენ ამ საიტზე შემოსული და რაკი გულშემატკივარი არ ხარ,სჯობია იქ წახვიდე,რაზეც გული მართლაც შეგტკივა.

• .-ს

შენთუ კახეთიდან ხედავ თუ რა ხდება გუნდის გასახდელში, ან ნათელმხილველი ხარ, ან რაღაცა მაგარ ჰალუციოგენურს ეწევი, ჯიგარო.

გიორგის.გიორგი,ამ ნაკრების მოსამზადებელ და ჩემპიონატის თამაშებს უყურე,ნახე,როგორ დაიშალა ნაკრები და კიდევ საიდან ეს მოსაზრებაო,კითხულობ?!თუ ფიქრობ,რომ ამ ბიჭებს ამაზე მეტი არ შეუძლიათ,მაშინ როგორ მოვუგეთ ახალ ზელანდიას?კახეთში ვცხოვრობ და ძალიან შორს ვარ,ქალაქის ჭორებისაგან,მაგრამ კაცს თავი იმიტომაც აბია, რომ იფიქროს,რაღაცას მიხვდეს და მხოლოდ ემოციებით და ვიღაცის თავსმოხვეული მოსაზრებებით არ გამოიტანოს დასკვნები.

• გიორგი

კოლელიშვილის არაკომპეტენტურობა მარტო იმაში ჩანს რომ შიოშვილის გამოყენება გუნდმა ვერც ერთ თამშში ვერ შეძლო. რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ეს ბიჭები მეცოდებიან, თორე ყველა მაძღარია მანდ.

• გიორგი

100% ფედერაციუს შნირები გააქტიურდნენ კომენტატებში.

• გიორგი

რა კვალიფიკაცია? რომელი გუნდი გაწვრთნა და წარნატებას მიაღწია?

• გიორგი

რა ფაქტებს ეყდნობა ეს თქვენი მოსაზრება? "რაგბის თემის" ზესაიდუმლო ჭორებს?

• ღადაობთ?))

ჰო, ერთი სანიოლი და კობიაშვილი წავლენ და მეორე კოლელიშვილი და კაჭარავა. ელოდეთ. მაგრად დაელოდეთ....

• WTF-ს

მართლაც რომ WTF???!!! რაღაცას რომ წერ ხომ უნდა იცოდე სხვა წაიკითხავს და სირცხვილია ყველგან და ყვეკაფერში პროპაგანდონობა!!! კი ეჭვი შევიყანეთ კოლელიშვილის და ვინც გვერდით ესხდა ყველას სამწვრთნელო კომპეტენციაში! ვიტო ძალიან გვიყვარდა როგორც სპორტსმენი და ყველა პატივს სცემდა მის თავგანწირულ თამაშს, მაგრამ რისთვისაც მოუწია დროზე ადრე სპორტული კარიერის დასრულება ეგეც ბევრ რამეზე მეტყველებს, ასე რომ ნამუსზე ვერავის შეაგდებთ! და მეორე უფრო მნიშვნელოვანი: 20 წლის ბიჭებზე რომ წერ შეგნებულად ჩააგდეს თამაშებიო და ქვედა დინებიბიო, შენ მართლა WTF?! ყველას და ყველაფერს დააბრალებთ ოღონდაც თქვენი არაკომპეტენტურობა გადაფაროთ! ეს ბიჭები ჩვენ შევურჩიეთ??? თვითონ არ დააკომპლექტეს ნაკრები??? აი უვიცების ზეობა რომ იყო ფედერაციაში ვიცოდი, მაგრამ ზედ დამატებული ნაგლური დემაგოგია უკვე ამაზრზენია… ეს ბიჭები მეცოდებიან, მომავალს რომ უნგრევთ, თორემ ამასაც გადაიტანს ქართული რაგბი და ერთ დღესაც ყველა ვნახავთ ფედერაციიდან პანჩურებით როგორ გაგყრიან კორუმპირებულ უვიცებს!!!

• WTF

სასაცილოა, როცა აქ ვიტო კოლელიშვილის სამწრთვნელო კვალიფიკაციას და სარაგბო ცოდნას ზოგიერთები ეჭვის ქვეშ აყენებენ და ადვილი მისახვედრია ვისი ინტერესია ეს ყველაფერი. ფაქტია გუნდმა ტესტ მატჩები და პირველი შეხვედრები ძალიან ღირსეულად ჩაატარა, მაგრამ მოგვიანებით გუნდი 180 გრადუსით შეიცვალა. ამის მიზეზს მე უფრო ზიგიერთი მოთამაშის შეგნებულ თუ შეუგნებელ ჩაგდებულ თამაშში ვხედავ. წარმოუდგენელია გვერდზე მიყვებოდე მოწინააღმდეგეს გამცილებელივით და ბოჭვას არ აკეთებდე, როდესაც ფიზიკური მდგომარეობა და პარამეტრები შესაბამისი გაქვს. მწვრთნელი ვერ შევა მოედანზე და ბურთს კიდეზე ვერ გადაიტანს ფეხით, მოთამაშის მაგივრად. ამ ყველაფერში გარკვეული ქვედა დინებები ნათლად ჩანს. ამაზე ღიად უნდა ილაპარაკოს სამწრთვნელო შტაბმა.

რამდენიმე თამაშში,ზედიზედ,პირველივე წუთზე ლელოს რომ ადებინებ,ეგ მხოლოდ მწვრთნელის ბრალია?!ჩემი აზრით,გუნდმა მწვრთნელი არ მიიღო,მათ შორის რაღაცა მოხდა და ამათაც,დემონსტრაციულად უარი თქვეს თამაშზე.რამდენიმე კაცი იბრძოდა,სხვებს კი ფეხებზე ეკიდა ყველაფერი,მათ შორის საქართველოს სახელიც.ასეთი ფიასკოს შემდეგ,მწვრთნელი ალბათ წავა,მაგრამ ამ ბიჭებს რა ეშველებათ,უკვე 20 წლისები რომ არიან და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.ყველაზე ძალიან ქუთაისელი გულშემატკივარი მეცოდება,1 კვირაში ჯერ ამ ნაკრებმა,მერე ქუთაისის ტორპედომ და მერე ისევ ამ ნაკრებმა,სამჯერ სულში ჩააფურთხეს და აუყროლეს სტადიონი.უშუალოდ თამაშზე რაიმეს თქმას აზრი არ აქვს,უელსთან ნაბრძოლებმა,მაგრამ უამრავი შეცდომის და უჭკუობის გამო დამარცხებულებმა,ერთ მუშტად შეკვრის ნაცვლად,ბრძოლაზე უარი თქვეს და სულ უფრო დაშლილებმა,ამ ნაკრების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გამოსვლით დაგვამახსოვრეს თავი.არ ვიცი რა მოხდა,ნამდვილად რაღაცა მოხდა,მაგრამ რაც გინდა მომხდარიყო,როგორც ამათ ითამაშეს,ამას გამართლება არ მოეძებნება.ვერავინ დამარწმუნებს,რომ თუნდაც მწვრთნელის გარეშე,ამ ბიჭებს ამაზე უკეთესად თამაში არ შეუძლიათ.ეს ამ ბიჭების ნამუსზეა.

• თოკო

არადა ხაზში 15 და 9 არიან 180 სიმაღლის და ფრთებიც ცენტრებიც 185ზე მაღლები გვყავდა. პირიქით ასეთი ტანმაღალი გუნდი არ ფბყოლია არასდროს. ცენტრები და 10 190 სანტიმეტრი გვყავს. სხვაგანაა მანდ პრპბლემა სხვაგან

• გიორგი

ფაქტია, რომ ივანიშვილმა დიდი ფული დაახარჯა ქართულ რაგბს, რაც დასაფასებელია. მაგრამ ამას მოჰყვება მართვის სურვილიც, რაც თითქოს ბუნებრივია, მაგრამ ესაა პრობლემის თავიც. ივანიშვილს რაგბი არ ესმის და არასწორ ხალხს ჩააბარა ქართული რაგბი. ფედერაციის ფულსა და გავლენას ნეპოტიზმის ჭაობი ნთქავს.

• ვაი ჩვენ პატრონს

ამას ეძახით პროგრესს

• გელა

მადლობა ბიძოს რაგბის "განვითარებისთვის"

• alexandre

მართლაც დაწერეს ისტორია😭😭😭

• ბს

არ ვიცი კოლელიშვილი რა სამწვრთნელო საქმეში რა ნიჭის და გაქანების პატრონია, მაგრამ ასეთი ფიასკოს მერე პასუხი უნდა აგოს

• Kommarkos

კილასონიას რას ერჩოდნენ?????!!!!!! კოლელიშვილი რა პონტში???????????

• რაბუ

ეს იმის ბრალია რომ საძმაკაცოა დასაქმებული ქართულ რაგბიში

• გია

მე მგონი ამათ რაგბი ხელბურთში ერევათ,ხელზე წებო რომ წაგესვათ ან წებოვანი სკოჩი მიგეკრათ აჯობებდა აბა ისე ამხელა ოვალურ ბურთს ხელში ვერ იჭერთ,დერეფანი თქვენ არ იცით ხელდახელ თამაში ნოლი მიწოლაშიც აღარაფერს წარმოადგენთ და რაში ემზადებოდით საინტერესოა,ჩვენზე სუსტი გუნდი თამაშის ხარისხით ამ მსოფლიოზე არავინ არ იყო,ყოველ წელს შედეგები კატასტროფულად ქვევით მიექანება ხარისხთან ერთად

• პაატა

ფაქტიურად 2017 წლის შემდეგ მსოფლიოდან “გავარდით”… რა საკვირველია ფორმალურად დავრჩით, მაგრამ რაც დღეს მოხდა კაჭარავა/საძმაკცოს “მოღვაწეობის” კულმინაცია იყო! აბა აწი თქვენ იცი რაგბის თემი/ოჯახი, გარედან აზრის მოსმენა რომ არ გჭირდებათ, ამაზეც დახუჭეთ თვალები და ამაზეც დადუმდით, მოკლედ იმის კეთება გააგრძელეთ რაც ეს ბოლო 7-8 წელია საუკეთესოდ გამოგდით…

• რაგბის ფანი

ჯერ შეხედეთ მათ კომპლექციას და მერე შეადარეთ სხვა გუნდებს, ტანით დაბლები და არაპროპორციულები. მათგან რას უნდა ელოდეთ?

• Ardiles78

ბოლო წლებში ასეთი ცუდი შედეგი,მგონი,არც გვქონია.1 კინკილა გამარჯვება წყალწაღებულ ურუგვაიზე,3 უშანსო(აფრიკა,იტალია,ფიჯი) და 1 საბრძოლო მარცხი(უელსი).რაც მთავარია,უწინ საყურებლადაც კარგი გუნდები გვყავდა.ფანტაზია,სისწრაფე,შერკინების ძალა-თანატოლებში გამორჩეულები ვიყავით.წელს რამ აგანაპირობა ასეთი ფიასკო არ ვიცი:თაობა,მწვრთვნელი,ტრავმები?

• ივერიელი

ერთი სიტყვით---კატასტროფა, წერაც მეზარება უკვე რეალუზაცია, აუტებზე, ამოტანაზე და ელემენეტარულად ბურთის ხელში დაჭერაზე

• გიორგი

ფედერაცია, გადადექი!

• ჩემი აზრით

არ ვიცი, ვინ რას მოელოდა კოლელიშვილისგან, მაგრამ მსგავსი კატასტროფის მოლოდინი, ალბათ, ყველაზე პესიმისტებსაც (თუ რეალისტებსაც) არ ჰქონიათ... ახალგაზრდულებში მითუმეტეს არ შეიძლება ალალბედზე მწვრთნელის დანიშვნა - ამ ბიჭებს სერიოზული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდებათ, რომ კიდევ შეძლონ რაგბის თამაში...

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა

"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს

ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს

კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს

სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა

აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა

ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა

თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა

პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს

ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა

"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა

"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს

ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან პირველი ტაიმი 0:5 წააგო

U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი

20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან

20 წ. | უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ფიჯისთან