მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - იქამდე უელსთან (24:25) და სამხრეთ აფრიკასთან (5:33) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

თბილისი. “ავჭალა”.

საქართველო - ურუგვაი 56:3 (28:3)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

8 ლელო: რაზმაძე, ძოძუაშვილი, ტაბატაძე, ნარსია (3), ნოზაძე, ახვლედიანი

8 გარდასახვა: ხალვაში

დასაწყისში კიდევ ჰგავდა რაგბის,მაგრამ შემდეგ,ეს უკვე სპორტის საწყლოსნო სახეობად გადაიქცა და რაიმე კომენტარის გაკეთება,საკმაოდ ძნელია.თავიდანვე ვიცოდით,რომ მათზე საგრძნობლად ძლიერები ვიყავით და ასეც გამოვიდა.ჩვენი ჯგუფის მეორე თამაში,სამხრეთ აფრიკასა და უელსს შორის,გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა.უელსელებმა შემტევი რაგბი ითამაშეს და დამარცხების მიუხედავად,ძალიან ღირსეული თამაშიც გვაჩვენეს.მათ ისე ითამაშეს აფრიკელებთან და ჩვენ ისე ვითამაშეთ,უელსთან,რომ ახლა უფრო გულდასაწყვეტია ჩვენი მათთან დამარცხება.უკვე მერამდენე ჩემპიონატია,გადამწყვეტ მატჩებში,მეტოქე კი არ გვამარცხებს,არამედ ჩვენ ვაგებთ მოსაგებ თამაშებს და მათთანაც ასე მოხდა.ყოველთვის რაღაცა წვრილმანების გამო ვმარცხდებით,რაღაცა ნიუანსებს არ ვითვალისწინებთ და ეს ალბათ,იმ ძლიერ მეტოქეებთან დაძაბულ ბრძოლებში თამაშის გამოცდილების ნაკლებობაა.მოსამზადებელ პერიოდში მათთან ჩატარებული რამდენიმე თამაში,სრულიად მომზადებისათვის არასოდეს გვკმარა და მერე,ეს ძვირად გვიჯდება.რა თქმა უნდა ჩვენი სათამაშო უნარები,დიდ გაუმჯობესებას მოითხოვს,როგორც ფეხით თამაშში,ისე აუტში და ხელდახელ თამაშში.სათამაშო დისციპლინაც,მეორე,მესამე კლასელების დონეზე გვქონდა.არ ვიცი,მომდევნო თამაშებში რას ვიზამთ,იმედი მაქვს,რომ გავიმარჯვებთ,თუმცა გამარჯვება,კარგი ადგილი ერთია და პერსპექტიული მორაგბის კარგ მორაგბედ გაზრდა,სულ სხვა.ძალიან კარგი ბიჭები არიან და მათ ისიც თუ ვასწავლეთ,რაც დღეს ძალიან სუსტად იციან,მართლაც მაგარ მორაგბეებად მივლენ დიდ ნაკრებში.რამდენიმე დღის წინ,ჩვენი 7 კაცა რაგბის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მიუხედავად იმისა,რომ ეს ნაკრები ბოლო წლებში რაც მინახია,მათზე მეტად მომეწონა,ხელით თამაშის ნაკლოვანებები,იქაც ხმამაღლა ყვიროდა.მორჩება ეს ჩემპიონატი,გუნდი დაიშლება,ჩვენი ლეგიონერები თავის კლუბებში წავლენ,მაგრამ საქართველოშიც ხომ რჩებიან მომავალი ჩემპიონატის კანდიდატი ბიჭები?მივუჩინოთ მათ ხელით თამაშის კვალიფიციური მწვრთნელი,თუნდაც უცხოელი,დიდი რაგბის პარალელურად,ვათამაშოთ 7 კაცა რაგბიც და შედეგებზე კი არა,მათ ტექნიკურ სრულყოფაზე ვიმუშაოთ.დარწმუნებული ვარ იქ მიღებული სრულყოფა,პირადად მათაც და ნაკრებსაც ძალიან გამოადგება.იქ ნასწავლს,თავის კლუბებშიც მიიტანენ თანატოლებთან და როცა ხედავენ განსხვავებული ტექნიკის უპირატესობას და მისი სწავლის,გადაღების საშუალებაც გაუჩნდებათ,დარწმუნებული ვარ,მოკლე ხანში საგრძნობ გაუმჯობესებას მივაღწევთ.ბიჭები თავს და ძალღონეს არ ზოგავენ,მაგრამ რაღაცების არცოდნით ყველაფერს ვკარგავთ და თუ ამის გამოსასწორებელი სწორი გზა დაინახეს,თავს მოიკლავენ და ყველაფერს სწრაფად ისწავლიან.შავ ლომში კუნძულელი პიტერსი მიიყვანეს და ვნახეთ,რადენად განსხვავდება მისი ხელის ტექნიკა,ჩვენი ბიჭებისაგან.ისიც ვნახეთ,რომ მის გვერდით,უკვე ჩვენებიც ცდილობდნენ მსგავსი ტექნიკით თამაშს და ეპიზოდებში,რაღაცა დონეზე გამოსდიოდათ კიდეც.ასე რომ შეუძლებელი არაფერია და კარგი მასწავლეწბელი თუ გვეყოლება,ჩვენი ბიჭები,ყველაფერს ისწავლიან.რაღაცა პერიოდი,შედეგებზე შესაძლოა თვალიც დავხუჭოთ და მხოლოდ სასწავლის სწავლა მოვითხოვოთ ბიჭებისაგან.დიდი სხვაობა არ არის,ერთ ჩემპიონატზე 8 საუკეთესოსო შორის მოვხვდებით თუ 12-ში,მაგრამ ამის ფასად,ხელით კარგა მოთამაშე მორაგბეებს თუ გავზრდით,ეს გაცილებით დიდი მოგებას მოგვცემს.არ დავივიწყოთ,რომ ესპანლებმა და პორტუგალიელებმა,უკვე რამდენიმე წელია სწრაფ,ტექნიკური რაგბის თამაშზე აიღეს და ჩვენ კი არა,ჩვენზე უკეთესი ნაკრებების წინააღმდეგაც სერიოზულ მეტოქეებად გადაქიცნენ და ჩვენც მოგვიგეს.ესეც დამატებითი არგუმენტია,რატომ უნდა აღმოვფხვრათ ეს ჩამორჩენა.დასაკარგი დრო არა გვაქვს,რადგან უკვე გასწრების ციმციმა ჩაგვირთეს.
თოკო
გილოცავთ! იმედი მაქვს ფინალში ირლანდიას შევხვდებით და არა ფიჯის, ახლა იტალიას რომ მოვუგებთ მჯერა თქვენი.
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან