მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 19:43 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმრების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვებით, 43:14 დასრულდა. შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ანგარიში შეამცირა, თუმცა საბოლოოდ მძიმე მარცხი განიცადა.

საქართველო ნაკრები 18 ივლისს, მე-11 ადგილისთვის, ირლანდიასა და ფიჯის შორის წაგებულს შეხვდება.

ქუთაისი. “აია არენა”

საქართველო - იტალია 19:43

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე; 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.

ლელო: ძოძუაშვილი, რაზმაძე, აღნიაშვილი

გარდასახვა: ხალვაში (2)

ყურადღება არ მიმიქცევია და ახლაღა შევამჩნიე:როდის იყო საქართველოს ნაკრები რეიტინგში მერვე ადგილზე?ჩვენი საუკეთესო რეიტინგი 11 ადგილია ორჯერ ვიყავით მაგ პოზიციაზე.სწორედ 2019 და 2023 წელს,მსოფლიოს თასის წინ.ამიტომ იყო ორივეჯერ,ჯგუფიდან გასვლა რომ დაისახეს მიზნად და ამის გამო აქცენტები ყველა თამაშზე გააკეთეს,მაგრამ ძალები ვერ გათვალეს და ორივეჯერ პირიქით,მდგომარეობა და ადგილი გაიუარესეს.თუ 20 წლამდელების ადგილს გულისხმობ,კი,ერთხელ იყვნენ 8 ადგილზე,მაგრამ ეგ რეიტინგი არ არის.იმის შემდეგ ჩვენი შედარებითი წარუმატებლობა,სარაგბო წესების ჩვენთვის არახელსაყრელმა ცვლილებებაც განაპირობა და მხოლოდ ეს ნაკრებია,აშკარად სუსტი რომ არის.წლები იყო ლადო კილასონია ნაკრებში და ნაკრების მომზადებაში ყველაფერი ალბათ მისი შეხედულებებით იყო ნაკრებში დალაგებული.როცა დიდხანს ნამუშვარი მწვრთნელი მიდის და ახალი მოდის,ახალი გემოვნებით იდეებით,ხსირად ხდება ხოლმე,როცა გუნდი ირევა და ახალ მოთხოვნებზე შეგუება უჭირს.შესაძლოა ეს ამბავია,შესაძლოა საფრანგეთში ნათამაშებ და ნამუშევარ ვიტო კოლელიშვილს,ჩვენი ბიჭების მენტალიტეტთაბ შეგუება გაუჭირდა.იქ სხვა მოთხოვნებია,საქართველოში ახლანდელი ბიჭები სხვანაირად ფიქრობენ და პირდაპირ ნაკრების ჩაბარება,ისე,რომ ადგილზე აქაურ ბავშვებთან არ უმუშავია,შესაძლოა შეცდომა იყო.არ ვიცი,და ვინც იცის,ვისაც ინფორმაცია აქვს,მათ უნდა გააკეთონ ანალიზი,რა გახდა ასეთი ჩავარდნის მიზეზი და ვიღაცაზე ჯოხი კი არ გადავამტვრიოთ,არამედ მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი.ბევრი სპეციალისტი წერს,რომ ჩვენი თამაშის სტილი აუცილებლად შესაცვლელია და ამაზე სერიოზულად თუ წავალთ,არც ეგ ჩაგვივლის დანაკარგების გარეშე.ნეტავი შევცვალოთ და კიდევ ერთ ჩემპიონატს სიხარულით გავწირავდი.სამწუხაროდ რაშიც ძლიერები ვართ იმას ვაუარესებთ და რაშიც გვიჭირს,იქ ისევ იქ ვართ.მგონია,რომ საკმაოდ ძლიერი ვეტერანი მორაგბეების დიდი რაოდენობა გვყავს და ეს ხალხი,სერიოზულად თუ იმუშავებს,წინსვლის გზებს აუცილებლად მოძებნიან.

ლადო პირველ ნაკრებსა და შავ ლომში გადაიყვანეს.
რეზო
კოლელიშვილის მოყვანა კილასონიას მაგივრად რაც იყო, ყველას გვესმის, მსგრამ თვიტონ ამათ თავმოყვარეობა არა აქვთ. ე-4 კაცის გარდა. გინმებზე რო იგლიჯებიან, ვის წირდება ეს სიყალბე? გაბრაზდი მაინც შე კაიდედმამიშვილო მოედანზე! ფუ რა. ან ეს ქათმური პრიცოსკები და მოკლედ.. რეგბუსტებჯს გარდა ყველაფერი არიან
რეზო
ვიტოს დანისვნა სად ეწერა საერთოდ? რა გამოცდილება აწვს და ლადოს რითი ჯობდა? ესეთი სამარცხვინო თამაში ამ ტურნირზე სრ გვითამაშია
გაიოზი
მაგრამ ნებისმიერი პენსიაზე გასული მორაგბე ან გნებავთ სპორტცმენი არ უნდა იყოს მწვრთნელი. ეს ყველასთვის ცნობილა
გიზოგ
მინდა ისეთ თემაზე დავწერო, რომელიც ძალიან არ მიყვრს, მაგრამ უკვე ზღვარს გადასულია. ნეპოტიზმი. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ახალგაზრდა მორაგბეა, რომ ასეთ არენაზე გამოსვლაზე ჭკუა ეკეტება და მოედანზე გვყავს, რომლებმაც სწორი ბოჭვა, გარკვეულ სპეციფიკურ მომენტებში როგორ გააკეთონ წარმოდგენა არ აქვთ. რას გავდა ცენტრიდან აჭრილი ბურთი? ჩვენ 22-იანში დაჯარიმდა მეტოქე, ეს დიდი უპირატესობაა ბურთის მეტოქის 22-იანში, თუ არა ცენტრის იქი გადასატანად. ჩვენი ე.წ. მორაგბე კი სასწრაფოდ ათამაშებს ჯარიმას და იქვე კარგავს ბურთს. ან ჯარიმის კიდეზე გადატანა არ უნდა შეეძლოს 20 წლის კაცს, თუ ის მართლა ბორჯღალოს მაისურის ჩაცმის ღირსია? მოკლედ თუ მაყურებელი, მით უმეტეს გულშემატკივარი გინდათ ბოლომდე, თუ არა ასე ნუ გააჯეჯილებთ ნეპოტიზმს. პიროვნებამ ათეულობით მილიონები დახარჯა რაგბის განსავითარებლად და ვიღაცეები საძმაკაცოს სასიამოვნოდ იყენებენ ამას ყველაფერს. დიდი, დიდი ცვლილებებია რაგბიში საჭირო, თორემ ათეული კი არა ოცეულიც უახლოეს პერიოდში სანატრელი გაგვიხდება.
გიზოგ
ანდაზა „ბავში სახლში ტიროდაო და გარეთ ნანას რაუნდაო“? თუ გარეთ იციან ჩვენი ფასი, სახლში რა ჯანდაბა გვჭირს?
გიზოგ
სწორი შენიშვნაა.

ნებისმიერი მწვრთნელი,პენსიაში გასული ყოფილი სპორტსმენია და მაგდენიც თუ არ გესმის,მართლაც აღარ ვიცი,რა გითხრა.მაშინ შენ სცადე მწვრთნელობა,იქნებ გამოგივიდეს.

რაგბის მსოფლიო ორგანიზაციაში თანამდებობაზე დანიშვნას,გაგდებას უძახი?!
ერეკლე
ასეთი ცუდად მომზადებული გუნდი რაც მსოფლიოზე ვთამაშობთ, არ გვყოლია. ცალ ცალკე კაი ბიჭები არიან მაგრამ მწვრთნელის ფანტაზია და კლასი ამათ არ ეტყობათ. ამ ასაკის ბიჭებს მაინც ჩამოუყვანეთ ერთი წესიერი მწვრთნელი რომ გვასწავლოს ვინმემ რაქში თამაში და მიყოლა. გუშინდელი თამაშის შემხედვარე მგონი შერკინების სწავლაც დაგვჭირდება
ramaz martali
რა ტაატ-ტაატის ტემპითაც ამათი მწვრთვნელი კოლელიშვილი საუბრობს, ისეთი შედეგი აქვთ. აბა, ვინმეს ეგონა რომ ნეპოტიზმით დაკომპლექტებული გუნდი მართლაც ნაკრები იქნებოდა?
საქართველოს რაგბის კავშირს
გაიღვიძეთ გრიშა ბიძიებო, დეპოში ვართ!
zaza
წინა თამაშებზე დავწერე, რომ სტაფი არ ვარგა და უარესი წინ გველოდება მეთქი. ერთი ამბავი ამიტეხეს, ძირითადად იმათ, ვინც რაგბის აზრზე არ არის და ერთი დაბალი დონის გუნდთან მოგებული თამაშით მსჯელობს. ახლა ვაკომენტარებ ,,ყოჩაღ ბიჭებო, სტაფიც მაგარია და გუნდიც სელექციურად კარგადაა შერჩეული!!!!!,, ..... მოვიგეეეთ???? ვაი ჩვენს პატრონს. მსოფლიოზე საქართველოს ნაკრების თამაშს თუ არ ვუყურებდი ბოლომდე და სხვა თამაშს ვარჩევდი მაგას ვერ წარმივიდგენდი. მერე არ იწუწუნოთ გულშემატკივარი არ მოდის სტადიონზეო.რას ერჩოდნენ კილასონიას???? ისე ძირითადი ნაკრებიც ამ გზით მიდის
Zuras
სურიკ, და სომხეთში რაგბი იციან, რა არის?
ბს
შარში ვართ! (რბილად რომ ვთქვათ)
Ასეა ეს
12 წუთში 3 ლელოს რო გაუშვებ ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყო და შენ ვინც არ უნდა იყო ხო დაიხურე ქუდი და წადი ბიძია სახლში
zura222
სამარცხვინოები @@ ქართულ რეგბში უკვე დიდი ხანია დიდი კრიზისია@ ზუსტად 10 წლის წი კავშირის თავმჯდომარეობიდა ნიჟარაძე რომ გააგდეს და ვიღაცეების ნათესავი სვანიძე რომ დანიშნეს აი მაშინ დაიწყო კრიზისი 2017-ში სამარცხვინოდ წავაგეთ ევროპის ჩემპიონატი მერე მსოფლიოზეც "ვისახელეთ თავი" 2019 ერთიკინკილა თამაში მოვიგეთ ისიც ძლივს ჩემპიონატის უსუსტეს გუნდს ურუგვაის @ და 2023-ში საერთოდ ვერ მოვიგეთ თამაში @ და ეს კრიზისი გრძელდება და ერთ დროს მსოფლიოს რეიტინგში მერვე რომ ვიყავით ეხლა მეცამეტეზე მივჩანჩალებთ @@

აქამდე დისციპლინის ნაკლებობაზე ვლაპარაკობდით.ახლა უკვე უპასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი.მოედანზე რამდენიმე მოზვერი იბრძოდა,დანარჩენები კი,ბალახს ძოვდნენ და სხვა არაფერი აინტერესებდათ.უკვე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ეს შემადგენლობა,ნაკრებად ვერ იქცა და გუნდად ვერ შეიკრა.ერთადერთი, რაც დღეს კარგად გამოსდიოდათ, ყველაფრის გაფუჭება იყო.იმასაც კი ვფიქრობ,შეგნებულად უარი ხომ არ თქვესო,ბრძოლაზე.რაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალურ ეტაპებზე გამოვსულვართ,ეს ყველაზე უპასუხისმგებლო ნაკრები გამოდგა და ბედის მადლიერები უნდა ვიყოთ,რომ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაზარდეს,თორემ ლიგიდან გამოვვარდებოდით.გამოდის,რომ მხოლოდ სტადიონების და ბაზების მშენებლობა არაფერს გვაძლევს,მწვრთნელების კვალიფიკაცია თუ არ გავზარდეთ და ბავშვებს რას ნიშნავს ქვეყნის სახელით გამოსვლა,არ ვასწავლეთ.აქამდე უნარებიც დაგვკლებია და წაგვიგია,ძალაც არ გვყოფნია და წაგვიგია,უჭკუობითაც ბევრჯერ წაგვიგია,მაგრამ გამარჯვებისათვის ბრძოლა რომ არ გსურდეს და ისე გამოხვიდე,პირველად მოხდა.ვიტო კოლელიშვილი ყველაზე უკომპრომისო და ემოციური მორაგბე იყო,დღეს კი ყველაზე უემოციო და დანებებული ნაკრები ვნახეთ,მისი ხელმძღვანელობით. უკვე დამტკიცებულად ჩანს,რომ იტალიამ მოზრდილებშიც და ასაკობრივებშიც შორს გაგვისწრო,ესპანეთი უკვე ფეხს გვადგავს,ქუსლებზე და პორტუგალიის სუნთქვაც იქვე გვესმის.ორიოდე წელიწადში,ისინიც გადაგვასწრებენ და ამდენ წლიან ბრძოლას,6 ერთან გასაერთიანებლად,ჩვენივე ხელით დაესმება წერტილი.ახლა,11 ადგილისათვის ფიჯის ნაკრებთან მოგვიწევს შებრძოლება და ამ ჩასვრილ ნაკრებს,ან მათთან რაღა შანსი ექნება,არ ვიცი.

ეროვნულ ფედერაციაში უცხოელს რა უნდა?
რაგბი
ეს ოცწლამდელები წინაზე შედარებით სუსტები არიან იტალიასიკი პირიქით ამიტომ ტრაგედიის და ვაივიშის შექმნა საჭირო არარის.
giga
აბა 3 ცდიდან სცადეთ გამოიცნოთ ....
gzp
აბა რა უნდა დაეკრათ? წადი რა გაგრილდი.
გამწარებული ქომაგი
ძირს ეგ თქვენი რაგბი! ეზოში ითამაშეთ
გიო
მთავარია პენსიაში გასული ყოფილი მორაგბეები ხო დავასაქმეთ
ნიკა
მაისაშვილი რა შუაშია!!
პაატა
ამ ასაკობრივ ნაკრებებს რაღას ერჩით?! ამ უვიც მწვრთნელებს რატომ ტენით?!😡, გასაგებია ფედერაციები სიპებად “გადაკეთდა” და მხოლოდ საძმაკაცო ინიშნება, ეგ უკვე გავიგეთ. თქვე კაი დედმამის შვილებო საძმაკაცოში ერთი-ორი ცოტა მეტად მცოდნე როგორ არ მოგეძებნებად?! კალათბურთია და ოცწლამდელები მინიმუმ 17 ქულით აგებენ (ლუქსემბურგთანაც კი…), და ეხლა რაგბის ჯერი იყო ხო?! მოკლედ რა, სანამდეც მაისაშვილი იქნება რაგბის ფედერაციაში ყველაზე ჭკვიანი ტიპი, საუბედუროდ მანამდე ქართული რაგბის დეგრადაცია არ გაჩერდება, თანაც ყველა დონეზე! ფედერაციაში დააბრუნეთ უცხოელები, განსაკუთრებით მაღალი მიღწევების მიმართულებით!
ვაჟა
რა უბედურებაა 25-წუთში ექვსი ლელო როგორუნდა დაადებინო მოწინააღმდეგეს, მართლა არ მოველოდი ამას ჩვენი ნაკრებისგან, თან იტალიასთან რომელთანაც ესეთ კონკურენციაში ვართ, თან სახლში.
გიორგი
კოლელიშვილს ბ ლიგის გუნდი! მისი მფარველი მაისაშვილი კი პენსიაში!
არმანას რაა?
10-15 წელი 6 ერზე ხმაც არ ამოგვეღება. მადლობა ფედერაციას და ორგანიზატორებს. ძალიან სასიამოვნო იყო გამწარებული გულშემატკივრისთვის იტალიელების ყოველ დადებულ ლელოზე იტალიური მუსიკის მოსმენა. ამასაც ხომ მოფიქრება უნდოდა? აფერუმ თქვენ!
დდდ
აი, ძალიან მაგარ მოლს რო დააყენებ, კარგადაც რო მიაწვები და ლელომდე რო აღარაფერი გრჩება და ამ დროს რო გვერდიდან მოგაწვებიან და მთელ გუნდს რო აუტისკენ გაგათრევენ - აი ეგრე ვითარდება ჩვენი რაგბი, ვერ იქნა, წინ ვეღარ წავდგით ნაბიჯი...
ივერიელი
გუნდს რომელიც დერეფანს ვერ ასრულებს,ნორმალურად ბურთს ვერ ურტყავს და მხოლოდ ჟინისა და ძალის ხარჯზე უნდა გაიმარჯვოს, მსოფლიოზე ვერაფერს მიაწევს,ეხლა საფრანგეთი ზელანდიას ვუყურე და მეგონა ჩვენებზე ტელევიზორი შენელებულად ანახებდა,ხელით თამაშზე და სისწრაფეზე აღარაფერს ვამბობ. კაცნაკლულ იტალიას მიმიჯდარი სამიდან სამ ლელოს რომ ვერ გაუტან მწვრთნელმა უნდა გააკეთოს კომენტარი. კიდევ ერთხელ დერეფანი, დაჯექით და ივარჯიშეთ ეგრებ ოდესმე ისწავლოთ, დიდი ნაკრების აქილევსის ქუსლიც ეგაა. წყალში იყრება ამდენი ახარჯული ძალა და ჟინი
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
პსჟ "კვარას" პოზიციაზე 21 წლის ტალანტს ყიდულობს
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა
[VIDEO] "აუცილებლად უნდა გაიყიდოს" - "ლივერპულის" ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც ქომაგები მოთამაშის გაყიდვას ითხოვენ
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]