საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.

საქართველოს, რომელმაც შარშანდელი ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა, პირველი თამაში მე-4 ადგილოსან ბელგიასთან ჰქონდა და მეტოქე ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდა. ჩვენმა გუნდმა ბურთზე კონტროლი ტაიმის ბოლოს დაამყარა, კარგი თანმიმდევრული შეტევის შემდეგ სოსო მათიაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა და თავადვე გარდასახა - 7:12.

მეორე ტაიმის შუაში ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით დაგვაწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ მატიას მოდებაძის სინბინის გამო დასკვნითი 2 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, თავის დაცვა მოვახერხეთ და 14:12 გავიმარჯვეთ.

მეორე შეხვედრა იტალიასთან გვქონდა, რომელმაც შარშან მესამე ადგილი დაიკავა. მეტოქე აქაც 12 ქულით დაწინაურდა, რაზეც ზედ შესვენების წინ ლუკა ალიბეგაშვილის ლელოთი ვუპასუხეთ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცდომა დავუშვით, ძელებსშუა ლელო გავუშვით და 14 ქულით ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმის შუაში ლაშა კაკაურიძის კარგი თამაშის შემდეგ მატის მოდებაძემ ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით ჩამორჩენა შევამცირეთ. მე-5 წუთზე მოდებაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და მისი ლელოსა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ წონასწორობა აღვადგინეთ. გაწითლებულ დროზე ჯერ ბურთი მოვიპოვეთ, მერე კარგი შეტევა განვახორციელეთ, რაქიდან კაკაურიძემ მოკლე ფრთაზე ყველასათვის მოულოდნელად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 29:19.

საქართველოს 7-კაცას გარდა ჰამბურგშია რეფერი სულხან ჩიხლაძე, რომელმაც პირველ დღეს ორი თამაში იმსაჯა.

დღეს ჩვენი ნაკრები საქართველოს დროით 14:36 საათზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ლიეტუვასთან გამართავს, საღამოს კი თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.

Rugby.ge

მეოთხედფინალში,კვლავ იტალიელებთან მოგვიწია დაპირისპირებამ და ძალიან კარგადაც დავიწყეთ.პირველი ტაიმი,17-0 მოვიგეთ,მაგრამ უკვე პირველ ტაიმში იტალიელები ყვითელი ბარათით დაისაჯნენ და მისი გამოყენება ვერ შევძელით.მეორე ტაიმში,ჩვენმა შეტევებმა სიმწვავე დაკარგა,უფრო ბურთის დაჭერაზე გააკეთეს აქცენტი და როგორც ყოველთვის გვემართება,ახლაც დამარცხებამდე მივიყვანეთ თამაში.17-19.ახლა ალბათ 5-8 ადგილებისათვის მოგვიწევს ბრძოლა.

რამდენიმე წუთის წინ,ჯგუფში უკანასკნელ მატჩში,ლიტველებსაც მოვუგეთ,5-0 და სამიდან სამი გამარჯვებით ჯგუფში გავიმარჯვეთ!რაკი პლეი ოფი მეოთხედფინალიდან გრძელდება,გამოდის,რომ ჯგუფის ორი საუკეთესო აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისათვის და რომელიმე ჯგუფის მეორე ადგილოსანთან მოგვიწევს დაჯახება.ეს თამაში საღამოზე გაიმართება,თუმცა ვის შევხვდებით,ჯერ არ ვიცი.
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
ეფექტური ნოკაუტით - ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს