საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო, თუმცა 1/4-ფინალი ერთი გარდასახვით დათმო და დასკვნით დღეს მე-5-მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებს.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, პირველ დღეს ბელგიის 14:12 და იტალიის 26:19 დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ლიეტუვას ვძლიეთ. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ ნოქარაშვილი მბოჭავს ამოუხტა და ლელო გაიტანა. ეს მატჩის ერთადერთი ლელო აღმოჩნდა და 5:0 გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

1/4-ფინალში ნაცნობ იტალიას შევხვდით, პირველსავე წუთზე მეტოქეს ბურთი ავართვით, გაგა ქევხიშვილი ორ მბოჭავს გაექცა და ანგარიში გახსნა. ქევხიშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ მეორე ლელოც გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი შერკინებიდან მატიას მოდებაძემ შეუტია და მესამე ლელო გაიტანა, რომელსაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა და ტაიმი 17:0 მოვიგეთ.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სამი ლელო მივიღეთ, საიდანაც ორს ზუსტი გარდასახვა მოყვა და იტალიამ 19:17 გაიმარჯვა. შედეგად, მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადავინაცვლეთ, რომელშიც 12:36 საათზე ესპანეთს შევხვდებით. მეორე ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთი პორტუგალიას შეხვდება.

თასის ნახევარფინალში ბელგია, გერმანია, საფრანგეთი და იტალია გავიდნენ.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.

Rugby.ge

ორი წუთის წინ,ბოლო თამაშიც წავაგეთ,ინგლისთან.მათთანაც ვიგებდით 12-5,მაგრამ ჯერ ძირითად დროში კაცნაკლულ ინგლისელებს ძელებს შორის გავატანინეთ ლელო და ფრედ დამთავრდა,ძირითადი დრო.მერე კი,უკვე დამატებით დროში ჯერ ჩვენი გაასინბინა,შერკინებიდან გამოტანილ ბურთზე კი,არც მორკინალებს უცდიათ დროზე უკან დახევა და დარჩენილმა სამმა კაცმაც ისე გაატარა ინგლისელი,მხოლოდ მზერით გააცილეს.სოსო მათიაშვილი,მეორე ტაიმში შევიდა და ფაქტობრივად ვერაფერი მოასწრო.ჩვენგან დადებული მეორე ლელოს გარდასახვის მცდელობისას მუხლის ტრავმა ისევ ეტკინა და შეცვალეს.ორ ტაიმზე ძალები არ გვკმაროდა.მეორე ტაიმის დაახლოებით 3 წუთის შემდეგ,უკვე არაქათი გვეცლება და თამაში გვიფუჭდება.მოგებულ თამაშებში,თავიდან ვუშვებდით ელემენტარულ ლელოებს და ბოლოსკენ ვასწორებდით მდგომარეობას,ბოლო თამაშებში კი კი,თავიდანვე ვერთვებოდით ბრძოლაში და უკვე მეორე ტაიმის შუადან ვაგებდით თამაშებს.

ეეჰ,ესეც წავაგეთ 12-14!არადა ვიგებდით,12-7 და მეორე ტაიმში,მეტოქეც გაასინბინეს.არ ვიცი ეს რა გვჭირს.ჯერ იყო და სინბინის დროს,საერთოდ ვერაფერი შევქმენით,მერე,ჩვენი შერკინებიდან ბურთის გამოტანისას,ხელიდან გაუვარდა,როგორც იქნა ბურთი დავიბრუნეთ,მაგრამ მარაოს გაშლისას ყოველი პასი რატომღაც ხელიდან გავარდნილი,მიწაზე დაცემით მიდიოდა პარტნიორთან და ბოლოს დავკარგეთ.მოკლედ,სულ ავირიეთ და ბოლოს, ძელებთან ლელოც მივიღეთ.ბოლოს, ბოლო შეტევაშიც მიყოლა დავაგვიანეთ,ბურთი დავკარგეთ და თამაშიც დამთავრდა.წინა თამაშშიც მეორე ტაიმი 17-0 დან წავაგეთ.არ ვიცი,ფიზიკა აღარ გვკმარა თუ ფსიქოლოგიური მდგრადობა,მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი წაგებები კი იყო,ორივე.ახლა საუკეთესო შემთხვევაში,7 ადგილზე თუ გავალთ,არადა ოთხეულში თავისუფლად შეგვეძლო,შესვლა.ფაქტია,რომ ანგარიშს ვერ ვინარჩუნებთ და მიზეზი რაც არის,იმაზე გვაქვს სამუშაო.სოსო მათიაშვილიც სრული სიმძლავრით ვერ გვეხმარება,აშკარაა რომ მუხლი ისევ აწუხებს.ჩვენი 7 კაცას თამაშების ნახვა,ხშირად არ მიხერხდება,მაგრამ რაც მინახია,ეს ნაკრები სხვებზე მეტად მომწონს,რადგან საკმაოდ დალაგებულად და ნაკლები შეცდომით თამაშობს.ჩანს,რომ მეტიც შეუძლიათ და რაღაცა დეტალები გვიშლის.მათ შორის ბოჭვიდან ბურთის ამოგდებაცაა.ჩვენებიც ახერხებენ,მაგრამ აშკარად ჩანს,რომ სამხრეთული ამოგდებები,გაცილებით უფრო ეფექტური და შეტევის დამაჩქარებელია,ვიდრე ჩვენგან გაკეთებული.თუ კარგად ავითვისებთ,საგრძნობ უკეთესობას მოგვცემს.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,7 ადგილისთვის ბრძოლაში.თუ ეს ბოლო თამაში მაინც მოვიგეთ და მეშვიდე ადგილი ავიღეთ,ჩვენთვის ეგეც საუკეთესო შედეგი იქნება.არადა,ორი წაგებულიდან,არც ერთი არ იყო წასაგები.სამ კვირაში მეორე რაუნდი გაიმართება და იქ,ნამდვილად შეგვიძლია უკეთესი გამოსვლა.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა