"დაჩიადან" წამოსულმა ფეხბურთელმა მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ქუთაისის "ტორპედოში" მნიშვნელოვანი ცვლილებებია, თუმცა ჯერ გავეცნოთ გუნდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ კომენტარს, რომელიც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესო აბაშიძემ გააკეთა.

"ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, თითქოს გუნდი მწვრთნელებმა დატოვეს, საჭიროდ მივიჩნიეთ ამ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფა, რათა მას ფეხბურთელებზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოეხდინა და მზადების პროცესი არ შეფერხებულიყო. ვხვდებით, რომ ქუთაისის "ტორპედოს" სეზონის სტარტი კრიტიკას იმსახურებს. მწვრთნელები მდგომარეობის გამოსასწორებლად დროულად გააკეთებენ სათანადო დასკვნებს.. გამცნობთ სიახლესაც: თითქმის გადაწყვეტილია, რომ დღეს კლუბს ახალი ფეხბურთელი შეემატება", - თქვა აბაშიძემ.

"ტორპედოს" პრესსამსახურმა კი დაპირებული სიახლეების გავრცელება არ დაახნა: კლუბი და გუნდის მცველი რევაზ ქემოკლიძე შეთანხმდნენ მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტაზე და ფეხბურთელი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

დანაპირები "ახალი ფეხბურთელი" კი ძველი ტორპედოელი აღმოჩნდა - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი დავით გამეზარდაშვილმა გააფორმა.

"ქუთაისის "ტორპედომ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ახალწვეული ყველასთვის კარგად ნაცნობი და ქუთაისელი გულშემატკივრისთვის არაერთხელ სიხარულის მომტანი 29 წლის ქუთაისელი, 196 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილია.

"ბაიანომ" (როგორც მას ქუთაისში შეარქვეს) კარიერა "ტორპედოში" დაიწყო, 5 წელი ლატვიის "სკონტოს" უკაპიტნა, "ზესტაფონში" სეზონი ითამაშა და ერთი წლით მოლდოვურ "დაჩიაშიც" გამოდიოდა. მან ქომაგებს უკანა ხაზში საიმედო მოქმედების გარდა, მისი ამპლუის მოთამაშისთვის უჩვეულო შედეგიანობით დაამახსოვრა თავი.

ფეხბურთელმა მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წარმატებებს ვუსურვებთ დავითს, იმედი გვაქვს, მისი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება ფეხბედნიერი იქნება და გუნდთან ერთად დიდ გამარჯვებებს იზეიმებს" - იუწყება "ტორპედოს" პრესსამსახური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi1991
როგორციქნა დაიწყეს ქუთაისელი ფეხბურთელების დაბრუნება და ეს მართლაც კარგია და კიდევ უნდა მოძებნინ უცხოეთში ბევრი ახალგაზრდა არის წასული
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა