კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ სახლში „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა კლასში უპირატესობა, განსაკუთრებით ტექნიკაში თავიდანვე თვალნათელი შეიქნა - ნინუამ ბურთი ძელს გაარტყა, კვარაცხელიას ლამაზი დრიბლინგის შედეგად კარგი მომენტი მისმა პარტნიორმა ვერ გამოიყენა, პირისპირ გასულ სანტოსს მეკარე სარკაუსკასმა არ გაატანინა, შემდეგ კი მეტოქის კარი კურდიჩმა დალაშქრა. აქტიურმა სანტოსმა მალე ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში საჯარიმოდან ნინუას დარტყმული ბურთი მეკარისგან ხარიხას მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას უგრეხელიძემ დაასწრო. ერთი სიამოვნება იყო კვარაცხელიას თამაშის ყურება, რომლის შეჩერება მეურვეებს ძალიან უჭირდათ, ერთ ეპიზოდში მეურვეს გაექცა, ლუპანომ მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების მერე თორნიკე მცველს ისევ დაუსხლტა, განივი გადაცემა გააკეთა, ბოსანჩიჩმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარი კარის ძელს გაარტყა. კვარაცხელია 78-ე წუთზე ხარაბაძემ შეცვალა. ტეიშეირას დარტყმული ბურთი სარკაუსკასმა მოიგერია. 79-ე წუთზე სტუმართა რიგებში მოედანზე ქართველი ლეგიონერი მამაცაშვილი შევიდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს ვილნიუსში ჩატარდება.

“ჟალგირისის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგე მესამე რაუნდში ხორვატიის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის წაგებული იქნება, რომლებიც ერთმანეთს ევროპა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

დინამო (თბ) - ჟალგირისი 3:0

გოლები: 1:0 კურდიჩი (14), 2:0 სანტოსი (26), 3:0 უგრეხელიძე (30)

დინამო (თბ): ლორია, კალანდაძე (ვაწაძე 80), უგრეხელიძე, კურდიჩი, სანტოსი, ტეიშეირა (ტკალია 80), ფსალტისი (ციკოლია 80), კვარაცხელია (ხარაბაძე 68), ნინუა, ოსეი (კაკაშვილი 63), ბა

კოტე,შეხედე გოლებს.ორი გოლი მეკარის ძალიან უხეშ შცდომას მოჰყვა,ერთი კი,მცველისას,რომელიც გაშტერდა და ბურთის დროზე მოშორება ვერ მოიფიქრა.დინამოს დამსახურება ის არის,რომ ბურთის კარში გადაგზავნა შეძლეს და სწორი ფეხბურთის თამაში,რომ აღვნიშნე,სწორედ ეგ არის.სამივე გოლი დაცვის ფეხბურთელებმა გაიტანეს და განმეორებით მატჩში,შესატევად ალბათ ნაკლებად ეცლებათ.შემტევებმა უნდა მეტად იაქტიურონ და თვითონ დააგვირგვინონ კონტრშეტევები.ვფიქრობ პატარა კვარასაც დაავალებს კარში დარტყმებს,თემურ ქეცბაია და სხვებიც უფრო გადამწყვეტები იქნებიან,შეტევის დასკვნით ფაზაში.დაცვაში თუ ჩავჯექით,აუცილებლად დაგვბომბავენ,მაღალ ჩაწოდებებზე.
tngh-ს
რომან რურუა ჭიდაობას ასწავლისო,დინამოში!

თუ დააცალეს და გვერდით დაუდგნენ,ქეცბაია თანდათან დააკომპლექტებს გუნდს და მომდევნო სეზონში,უკვე გაცილებით უკეთესად დაკომპლექტებული დინამო გვეყოლება.ჩვენ გუნდებს,ფეხბურთელების პირველივე ხელის დაქნევაზე უცხოეთში გაქცევა ღუპავს.
tngh-ს
რა რურუა, ფიფიას.დდდ
tngh
მადლობა ქეცბას და რომან რურუას!!!
მანანა
სახელს ამართლებ
ბედნიერი ირინე (კლდიააშვილის 'ირინეს ბედნიერებიდან')
ძალიან უცნაურია როდესაც 1 მოგება ასეთ აღტკინებას, ოპტიმიზმს და გრძელ 'ანალიზებს' იწვევს. ჩვენს ლეგიონერებში გადახდილი ფასი შეიცვადა ამ 1 დღეში? გეპარდივით კი დარბის ბა, მაგრამ როგორც წესი სირაქლემას საფეხბურთი ინტელექტს ავლენს. თანამედროვე ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა ბიზნესია და როდესაც ბიზნესი ისეა მოწყობილი, როგორც ჩვენი ფეხბურთი, პრინციპში შეუძლებელია რაიმე გრძელვადიან წარმატებაზე ლაპარაკი. არცერთი მხარე რომ არ გავანაწყენო, 2 მაგალითი საპირისპირო მხარიდან: 1. რუსებს რომ ბოიკოტო გამოუცხადეს აბიამწარმოებლებმა, გეგმა გააშანშალეს, 2028 წელს უნდა ყოფილიყო გამოშვებული 1000 ცალი, აი დღეს 300 ცალი. რამდენია გამოშვებული? 3 (სა-მი, ს-ა-მ-ი) იმაზეც მწარმოებელი საცდელ ფრენებს ატარებს, დანარჩენი ჩაიხრჩო (297) კორუფციაში. 2. აშშ-ში აკრძალილია სხვა ქვეყნიდან ავტობუსების და კიდევ ნევრი დიდი ზომის ტრანსპორტის შემოყვანა. შედეგად, ევროპის ქვეყნებს 300 000 ევრო უჯდებათ დაახლოებით 1 ცალი, აშშ-ში საშუალოდ მილიონი, თან 2 კომპანია უშვებს, სულ გაკოტრების პირასაა, არცერთ ვადებში არ ეტევა და სულ დამატებით სუბსიდიებს ითხოვს. ხოდა როდის გავალთ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფში (არცა კონფერენც-ლიგას ვეზომებით) და, როდესაც რუსეთი მე-1000 თვითმფრინავს ჩააბარებს შემკვეთს, ზუსტად იმ დღეს. ქართულიად 'როდინობის კვირეში', ინგლისურად 'when pigs fly', რუსულად 'после дождичка в четверг' ....
ბოროტი ბეჰემოტი
ერთი მოგება და "ხბოს აღტაცება" ერისგან - ადრე თუ გვიან, "დინამო" მაინც გავარდება, ხით-ხით-ხით...
ამატაკი
ყოჩაღ, სიტყვები არ მყოფნის! ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ, რომ არ მჯეროდა ქეცბაიას მაღალი კვალიფიკაციის, საბედნიეროდ ვცდებოდი. მიუხედავად შემდგომი შედეგებისა, მისი სამწვრთნელო შესაძლებლობების დემონსტრირება უკვე მოახდინა. ესეც სრულიად საკმარისია იმაზე დასაფიქრებლად მაინც, იქნება და ნაკრების შინაურ ტრენერობის ალტერნარივის მხრივ არ ვართ მთლად წამხდარი?! ყველაზე უფრო ის მომწონს , რომ ფეხბურთელების მენტალურ მხარეს დიდ ყურედღებას უთმობს და ამ მხრივ მუშაობს. ეტყობა რომ შეუძლია ბიჭების მოტივირება და მატჩისადმი სათანადოდ განწყობა. ეს კი სწორედ ის დეტალებია, რაც ჩვენს ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის ყურადსაღები.პატარა კვარაზე შეგნებულად არაფერს ვამბობ ( მეც თქვენსავით გულისყურით კი ვაკვირდები), რადგან ჯერ მართლაც მცირე ასაკისაა და ყველასაგან (განსაკუთრებით ქართველი გულშემატკივრისაგან) მოსაფრთხილებელია. მოლოდინები კი იცოცხლე, ისეთი გვაქვს, გამხელასაც რომ ვერ გაბედავ: დიდი და პატარა კვარა, ბართიშვილი და ჩაკვე, ახალგაზრდულიდან წამოსული ბიჭები და ძველები! ვნახოთ, მთავარია ყველანი ჯანმრთელებად გვიმყოფოს უფალმა!
კოტე
"აჩუქა" თუ "ათხოვა", ეგ მხოლოდ "დინამოს" დამსახურებაა, რომლის თამაშის შედეგად "ჟალგირისი" შეცდომებს უშვებდა. ეგ არის ფეხბურთი, სხვაგვარად არ არსებობს.
უკრაინული დრონი
დინამო მაინც დინამოა. მადლობა ბიჭებო! თემო მადლობა! ხო მართლა: ზელენსკი კლოუნია და ენერგეტიკის ხემძღვანელობა მაესტროები? კიევი ომშია და დენი აქვთ. ჩვენ მშვიდობის დროს მთელი ქვეყანა ჩაგვაბნელეს🫣

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები,ჟალგირისმა სამივე გოლი,თვითონ გვაჩუქა და მართლაც საშინლად ითამაშა,მაგრამ სამი გოლის იქით,სამჯერ ძელზე გარტყმული ბურთი და კიდევ რამდენიმე მომენტი იყო,როცა დინამო ვალდებული იყო,გოლი გაეტანა.ქეცბამ გუნდს სწორი ფებურთი ათამაშა და უამრავი ტექნიკური წუნის თუ ერთმანეთის ვერ გაგების მიუხედავად,ეს მაინც ფეხბურთი იყო.საკმაოდ კარგი ფეხბურთი.დინამო ცდილობს ტემპიანი,აგრესიული პრესინგით თამაშს და როცა გამოსდის,საფრთხეებსაც ქმნის.ერთია,რომ რამდენჯერმე,აშკარად კარგი ჩანაფიქრი,ერთმანეთს ვერ გაუგეს ბიჭებმა,მაგრამ ის ჩანაფიქრიც ხომ კარგია და თუ შემადგენლობა შენარჩუნდა,ის გაგებაც მოვა.ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა ნინუამ და ამის არდანახვა არ შეიძლება.რა პასები დახატა!რამდენიმე ლეგიონერმაც გამოავლინა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები,მაგრამ ზოგჯერ შეუთამაშებლობა იგრძნობოდა და თუ დაგვცალდა,ესეც მალე გამოსწორდება.ამ საიტზე ძალიან ახალგჰაზრდებიც შემოდიან და მათ შეიძლება არა,მაგრამ სხვებს აუცილებლად ემახსოვრებათ,როგორ იწყებდა ხვიჩა კვარაცხელია!მიიღებდა ბურთს და მიდიოდა მოტყუებაზე.მნიშვნელობა არ ჰქონდა,რამდენი კაცი ედგა,მიდიოდა და მეტწილად ატყუებდა კიდეც,რამდენიმეს.თუმცა დაკარგვის შემთხვევაში,გუნდს უხდებოდა უკან სირბილი და ამის გამო,თანაგუნდელები ხშირად უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ,მის მიმართ.მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელის გამოცვლის,გაზრდის და ფიზიკურადაც მომაგრების შემდეგ დაიწყო,ხვიჩამ პასით თამაში და დაცვის დახმარება.თორნიკე ჯერ 16 წლისაა და ძმის გამოცდილების გათვალისწინებით,უკვე მხოლოდ მოტყუებაზე კი არ ფიქრობს,არამედ როცა შეუძლია,მცველის გაცდენას,პარტნიორთან კედლის გათამაშებით ახერხებს და წუხელაც იყო მომენტი,როცა დაცვაში,ძალიან სახიფათო პოზიციაში მყოფი მეტოქე,დაბლოკა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.ძმის გამოცდილებამ მასაც ასწავლა,რომ ასე თამაში უფრო პროდუქტიულია,ძალაც ნაკლები ეხარჯება და ფეხებშიც ნაკლებად ურტყამენ.თემურ ქეცბაია თამამად ენდობა ძალიან ახალგაზრდა ბიჭებს,თანდათან აჩვევს დატვირთვებს და ბოლომდე თუ მიჰყვნენ და კვლავ სწრაფ ფულს არ გამოეკიდნენ,დინამოც გუნდად იქცევა და ეს ბიჭებიც ისეთ დონეზე ავლენ,რომელზეც უცხოეთში ადრევე გაქცევით ვერ მიაღწევდნენ.ვფიქრობ,მათ შეუძლიათ ენდონ,თემურ ქეცბაიას და როცა დრო იქნება,ის თვითონვე გაუხსნის გზას,უფრო ძლიერ კლუბში გადასასვლელად.ჯაბა კანკავაც გამოჯანმრთელდა და ველოდი,რომ მატჩის მიწურულს,მწვრთნელი მას გამოუშვებდა,დაცვის გასამაგრებლად,მაგრამ არა,თემური ახალგაზრდებს ენდო და მათ ჩაამთავრებინა თამაში.აჩვევს,მატჩის შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას.კი,ბოლოსკენ ჩვენ დაცვაში თითქოს იგრძნობოდა დაძაბულობა,პანიკის ნიშნები,მაგრამ საბოლოო ჯამში,ბიჭებმა გაუძლეს წნეხს და მშრალად შევინახეთ კარი.მათ ფსიქოლოგიურ მდგარდობაზე და თავდაჯერებულობაზე,ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება.მოკლედ,ვულოცავ დინამოს,ამ კარგად ჩატარებულ მატჩს,თუმცა განმეორებითი მატჩი,ასე ადვილი აღარ იქნება და იქ ნამდვილი ბრძოლა მოგვიწევს,თანაც ხელოვნურ საფარზე.რა ძნელია და როგორ ტრავმასაშიში,ეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თამაშმაც გვაჩვენა,როცა ჩილეში,პირველივე ხუთ წუთში,ორი მორაგბე დავკარგეთ,ტრავმების გამო,უხარისხო ხელოვნურმა საფარმა რომ გამოიწვია.გორს და იბერიას,გასვლით თამაშებში ალბათ შანსები აღარ აქვთ,არც სლოვანს მოუკლავს თავი,მაგრამ იბერიას დაცვაა საშინელი,თორემ გასვლაზე იქნებ როგორმე ფრე მაინც გაეგორებინათ და 0,125 ქულა შეემატებინათ საქართველოს რეიტინგისათვის.დინამოს გამარჯვებამ,0,25 ქულა მოგვცა და ახლა,1,250 ქულაა,ჩვენი წლიური მონაგარი.დინამომ ვილნიუსშიც თუ ივაჟკაცა და რაღაცა შემატა ჩვენს ყულაბას,რა თქმა უნდა კარგი იქნება.ჟალგირისი ის გუნდი არ ჩანს,ვისი გასვლაზე დამარცხების ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს,ამ დინამოს.ამის მერე კი,თუ რა თქმა უნდა გავედით და ამათაც თავი არ მოგვჭრეს,გაცილებით სერიოზული მეტოქეები გვეყოლება,ვისთანაც შეუდარებლად ძნელი იქნება,მონაგარის შევსება.შეუძლებელიო,არ ვიტყვი,მაგრამ გაცილებით უფრო ძნელი.იმედია,იქ მხოლოდ დამცველები კი არ დაემუქრებიან კარს,არამედ თავდამსხმელებიც გამოიღებენ ხელს.
გიორგი
ჟილგირისზე ვინც წერთ ეგ რა გუნდი იყო ხალხო ისიც გაითვალისწინეთ დინამო რა დონეზეა ახლა და რაც შეეხება ჟილგირის ჟილგირისი იყო კონფერენც ლიგაზე ჯგუფში და რომ გადახედოთ სატრანსფერო ფასებზე დინამოს ფეხბურთელების ჯამურ ღირებულებაზე მეტია ჟიმგირისის ფეხბურთელების ჯამური ჟირებულება ასე რომ არც ისე ხელწამოსაკრავი გუნდია ჟილგირისი კი მესმის რომ გრანდი არაა და ტოპ გუნდი არაა მაგრამ კონფერენც ლიგაზე 1–2 ეტაპზე არც შეგხვდება ეგეთი გუნდი აი მე 3 ეტაპზე და პლეიოფში თუ არ გაგიმართა მერე მართლა მოგიწევს საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის გუნდთან დაპირისპრება და ასეც მოხდება დინამო რომ გაივლის ჟილგირის მერე პაფოს ან სპლიტის ჰაიდუკს დაუპირისპიდება და იქ უკვე მართაც სერიოზული გამოცდა ელის დინამო თბილისს და მანდ ნამდვილად დაჭირდება გუნდს მხარდაჭერა და სრული ძალებით და კონცეტრაციით თამაში.
გიორგი
ჩემი აზრით ეს იყო დინამოს საუკეთესო მატჩი ამ სეზონში იმედი მაქვს ასეთი მატჩები მომავალში იქნება ქეცბაიამ გუნდს დატყო ხელი მართლა ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო გუნდის პროგრესი ქეცბას მოსვლის შემდგომ 90% ამ ეტაპს დინამო გაივლის მაგრამ აი შემდგომ უკვე მართლაც ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება ან პაფოსი რომელიც შარშან ლიგაზე იყო და ძალიან კარგი გუნდია კარგი ლეგიონერებით დაკოპლექტებული ბოლო ბოლო დავიდ ლუიზი თამაშობს ამ გუნდში გასაგებია რომ 40 წლის არის მაგრამ დავიდ ლუისი იყო თავის დროზე ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თავის პოზიციაზე ან შეგხვდება სპლიტის ჰაიდუკი რომელიც ასევე ძალიან კარგი გუნდია ასე რომ მესამე ეტაპის გავლა იქნება ძალიან რთული რაც შეეხება თორნიკეს აშკარად ეტყობა მას რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს მადლობა ქეცბაიას რომ მისცა შანსი ათამაშა დაწინაურა და სანამ დრო გვაქვს მივიდეთ სტადიონზე და ვუყუროთ პატარა კვარას თორემ 1–2 წელში მაქსიმუმ თუ ამ ბიჭმა ასე გაგრძელა ის დინამოში აღარ იქნება ასევე ძალიან მომეწონა უგრეხელიძე ნინუა ტეიშეირაც კარგი დანამატია ჯერ ჯერობით ბა ვერ ამართლებს მაგრამ იმედი მაქვს მალე მოერგება გუნდს წარმატებები დინამოს წინ დიდი გამოცდა ელის გუნდს და იმედი მაქვს ბევრი ხალხი მივალთ სტადიონზე და დავეხმარებით გუნდს უკვე საკმაოდ ძლიერ სავარაუდო მეტოქესთან.
მეგობრული რჩევა
ძვირფასო ჟურნალისტებო, „ნოლი“ არ არის ქართული სიტყვა! უნდა იხმაროთ ნ უ ლ ი, ნ უ ლ ო ვ ა ნ ი! გადაამოწმეთ ხოლმე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში!
semi
ხვიჩას ყველა მატჩი ნანახი მაქვს, იგივეს აკეთებდა ზუსტა უბრალოდ ბრიყვი მწვრთნელები არ ათამაშებდნენ დინამოში და რუსთავში, დაცვაში აყენებდნე ხოლმე. რუსეთში თამაშებს გადახედეთ როგორ ფინტებს და დრიბლინგებს აკეთებდა ხვიჩა. ეხლა აკრძალული აქვს პსჯ-ში
რიგითი
ყოჩაღ დინამო.. შემდეგი ეტაპიც მოგველოცოს.. ისე ნაკრებში ერთ პოზიციაზე ორი ძმის კონკურენცია გვაკლდა…. ე ბიჯო რაღაც ისე ქენით ორ სხვადასხვა პოზიციაზე შეეძლოს პატარა კვარას თამაში..
ალფა
ფეხბურთს ნუ აწვალებ, შეეშვი.
qedo (ქეთო)-ს
როცა ,,ხროვა"-ს წერ, უკვე ნათელია, რომ გულშემატკივრის კი არა, ცხოვრებისგან გაბოროტებულის პოზიციიდან იგესლები. რამე უკურნებელი გაწუხებს ჩემო თანამემამულევ?
საჩინო
კარგი იყო პირველი ტაიმი.მოსალოდნელი იყო,რომ ლიტველები მეორე ტაიმში შეეცდებოდნენ გოლის გატანას,მეტი ძალებით შემოგვიტევდნენ ,მეტად გაიხსნებოდნენ და დინამოს კონტრშეტევებზე მეტი შანსი ექნებოდა.კიდევ ერთი გოლი მაინც და ვილნიუსში თამაში ფიქციად იქცეოდა.დინამომ ეს ვერ მოახერხა ,რაც ძალიან სამწუხაროა,პირიქით,მეტოქემ მეორე ტაიმში ,განსაკუთრებით ბოლოსაკენ,გვაჯობა.ბევრი დარტყმა გააკეთეს ჩვენი კარის მიმართულებით ( ლორიაც აგვინერვიულეს) ,ჩვენები კი ხელს ვერ უშლიდნენ.ერთიც ,რომ გაეტანათ,ეს უკვე ეჭვის ქვეშ დააყენებდა ამ ეტაპის გავლას.ქეცბაიას ამ მხრივ ნამდვილად აქვს სამუშაო. რაც შეეხება თავად მოთამაშეებს,___ ლეგიონერები დიდად ვერ ბრწყინავდნენ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა,რომ ბევრად უკეთესია აქცენტი ქართველ ახალგაზრდებზე გაკეთდეს.შესანიშნავი იყო თორნიკე კვარაცხელია.კარგი იყო ნინუა,თუმცა ზოგჯერ ზედმეტად პროფესორობს და გამწვავების მაგივრად შეტევას აფერხებს.თუ ის ამ დამოკიდებულებას გამოასწორებს ,მისგან კარგ ნახევარმცველს მივიღებთ .
აფხაზეთი-საქართველოა
პატარა კვარაც მაგარია..წარმატებები ვისურვებდი მან იუნაიტედში მის ყოფნას....
გენა
Თავდასხმაში ბა აშკარად სუსტია. Უაზროდ და ბევრს დარბის, ბურთით კი სულ ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს
გიორგიპირველი
ნინუამ ძელს კი არა ხარიხას გაარტყა.
გიო
პირველი ტაიმი კაი იყო, რასაც მეორეზე ვერ ვიტყოდი. მეორე ტაიმი სრულად გაუაზრებელი ფეხბურთი ითამაშეს,და არც ისაა საჭირო 80 წუთის მერე ბურთის მოგერიებაზე რო გადადის ყველა ქართული კლუბი.
Jordan beli
იქნებ ვინმე ხართ ქეცბაიას სცნობდეთ.მაიტა უთხარით ხარაბაძე აღარ გამოიყვანოს. და კიდევ-იქნებ გამოუსადეგარი ბალასტი ხალხი მოაშოროს გუნდს და აკადემიის ბიჭები ათამაშოს
ტოტალიზატორი
არაა პრობლემა, იქ რო ჩავლენ 4:0 მოიგებს ჟალგირისი:)
gurgu
marTla ixvi xar
პატარა კვარას
ეს რა მაგარი ბიჭი ყოფილა. დარწმუნებული ვარ ხვიჩა 16 წლისა თორნიკეს ნახევარ ვერ აკეთებდა ეხლა მჯერა რომ ბარსა, ბაიერნი, მანჩესტერი, და იტალიური გრანდები მართლა რო ინტერესდებიან. წარმატებები თოკოს და მთელ ქართულ სპორტს
იხვი
არ მოტყუვდეთ, სანმარინოელებთან გამოჩნდა დინამოს "დონე". ეგ ლიტველები უარესები აღმოჩნდნენ, მაგრამ ჩვენ რა შვება მაგით?
Beto
იმ მიზეზით რომ ასე ჩათვალა მწვრთნელმა. პატაკით მოგმართოს?
თამაზი
თორნიკეს სახით საქართველოს ბრილიანტი ჰყავს. ყოჩაღ, ასე გააგრძელე. წარმოიდგინეთ, ხალხო, სულ რაღაც 1-2 წელში ნაკრებში ორი კვარა გვეყოლება, ბართიშვილი, ხარებაშვილი, ჩაკვე და ასე შემდეგ... აბა თქვენ იცით ბიჭებო, გაგვახარეთ მთელი საქართველო. თემოს კი უდიდესი მადლობა, ამ მართლა გამორჩეულად მაგარ ადამიანს, რომ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ითამაშონ სწორი ფეხბურთი.
დათო
ბრავო დინამო!!! გილოცავთ ყველას!!! მართლა კარგი თამაში იყო, ყოველ ჩვენს შეტევაზე გოლს ველოდებოდი, ესეთი თამაში არ მახსოვს. კი ერთ დროს კარგი იყო გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ზესთაფონი, ისიც კარგად გამოიყურებოდა მაგ პერიოდში, მაგრამ ეს თამაში უფრო სხვა დონის იყო, არ მიწყენენ ზესთაფონის გულშემატკივრები. ესეთი თამაშით იმედი მაქვს ჯგუფში მოხვედრის. ხოლო ფეხბურთის მოყვარულებს მოუწოდებ რომ მომდევნო თამაშზე გაავსონ სტადიონი. და დავტკბეთ დინამოს თამაშით
დავითი
ვულოცავ ქეცბაიას, მთელ გუნდს ქება, თუმცა კვარა ფანტასტიკაა! კომენტატორიც კარგია დადებით მუხტს იძლევა მაგრამ აი ამ სტატიას ვინც დისლაიკებს უწერს და ვინც ისევ ნეგატივს ეძებს, გულითადი "მოკითხვა" მინდა გადავცე მაგ აკაცუკის გაგდებულებს!
ვოოტ
მაჩაიძეები, არველაძეები... თავისთავად კირხოფები, ლაუდრუპები, დე ბურები, შესაძლოა, ბელინგემებიც... გააგრძელეთ საქართველოს ისტორია...
qedo-ს
ნაწილობრივ გეთანხმები. რამდენიმე ფეხბურთელი სასწრაფოდ მოსაცილებელია. მხოლოდ ცხენივით სირბილი არ კმარა, აზროვნებაცაა საჭირო.
უკანპასა ნაკრების გულშემატკივარი
იქნებ პრესკონფერენციაზე ჰკითხოს ვინმემ მწვრთნელს რა მიზეზით შეცვალეს პატარა კვარა? დაიღალა?
მეზღვაური
ყოჩაღ დინამოს.მარტო კვარამ არა მთლიანმა გუნდმა კარგად ითამაშა.ვფიქრობ გუნდი დაკომპლექტებულია უკვე და ნელ-ნელა კიდევ უფრო შეთამაშდებიან ერთმანეთში,განსაკუთრებით ახალწვეულები. ზოგადად კარგი დაცვის ხაზი ჩამოყალიბდა + კარებში ზეგამოცდილი ლორია.ძირითადი შემადგენლობა ვფიქრობ უკვე ჩამოყალიბებულია.ამას დამატებული ხარაიშვილი,გვასალია,დოლტმურდიევიც დაუბრუნდებიან ტრავმის შემდეგ გუნდს. ხარებაშვილი და იორო რომ არ წაეყვანა ბაშაკშეჰირს საერთოდ მაგარი იქნებოდა. ჩემი აზრით გავალთ მესამე ეტაპზე და იქ უფრო ჰაიდუკთან თამაში იქნება ადვილი ვიდრე პაფოსთან ჩემი აზრით,მაგრამ პაფოსს კარგად იცნობს ქეცბაია,პლუს ჩვენი რამოდენიმე ლეგიონერი,ასე რომ ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში იმედი არის. პ.ს მეკარე და დაცვა დინამოს იბერიაზე უკეთესი ჰყავს აშკარად.
ალფა
ვილნიუსში ხელოვნური მოედანი ექნებათ და არ გაგიკვირდეთ თუ ცუდად ვითამაშებთ. ეს უპირატესობა ექნებათ იმათ. იმედია ამდენს ხვდებიან დინამოში და ხელოვნურ საფარიან მოედანზე მოემზადებიან.
გიგო პაპა
30 წელია სტადიონზე არ ვყოფილვარ. ვიფიქრე, ა ძმაო, ამ გუნდის ქომაგობა უკვე ღირს-მეთქი, ძველი დინამო გამახსენა თორნიკემ. მიუხედავად ანგარიშისა, ყოველთვის შემტევ და ლაღ ფეხბურთს რომ თამაშობდა. ჯერ დიდი დინამო რას უბერავდა, მერე გუცაევის ხათრით(უკვე კარიერის ბილოსკენ), შემდეგ მესხი-უმცროსის, ცაავას, ჟვანიას, შოთას, ქინქლაძის, თავად ქეცბაიას გამოც. მაგრამ რად გინდა, როცა ვიფიქრე უეჭველი 5-6 ბურთიანი უპირატესობით უნდა მოვიგოთ მეთქი მკვდარ ჟალგირისთან, მაშინ გამოუსვა ცელი თემურამ გუნდს. მოკლა თამაში, პირველი კვარა გაიყვანა მოედნიდან. ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში. არა იმიტომ რომ მაგარია, არამედ როგორც ხვიჩას, მასაც უნიკალური მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება აქვს. ჯანდაბას, ვიფიქრე, იქნებ ხარაბაძემ ქნას მეთქი რამე. თქვენც არ მომიკდეთ, აქეთ შეგვაჯდა მოწინააღმდეგე. არადა, პირველს ბას გაყვანას და ვაწაძის შემოყვანას ვვარაუდობდი, დაგლიჯავდნენ თორნიკე და მათე ერთად. მერე ქეცბას მატარებლებიც გამახსენდა ნაკრების სათავეში ყოფნისას და სულ ჩავიქნიე ხელი. გახარებული კომენტატორებიც აღნიშნავდნენ ბოლოს, შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარესო. და ვინ დაუშალა რომ მეორე კიდევ უკეთესი ყოფილიყო? ბოლო-ბოლო რეალს ხო არ ეთამაშები, ნახევრად გატეხილი მკვდარი ჟალგირისია რა. იტყოდა ხოლმე მესები არა მყავსო. მესიც გყავს და რონალდოც, მაგრამ შიში ოხერია. ამ ბიჭს შესაცვლელი არაფერი ჭირდა, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაში ხომ საერთოდ საოცრება იყო. გაიყვანენ ხოლმე ხვიჩას მოულოდნელად მინდვრიდან და გუნდი დარჩენილ დროს უფანტაზიო ხდება და ფაფხურს იწყებს. იგივე მოხდა თორნიკეს შემთხვევაშიც. მე პირადად არასოდეს ვისურვებდი თემურის ნაკრების მწვრთნელობას. როგორც ფეხბურთელი მაგარი შემტევი და ჯიგრიანი იყო, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვერ გამოდგა ძლიერი. სხვათა შორის ისევე როგორც შოთა. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი აზალგაზრდა ქართველი ამ უსახური აფრიკელი ფეხბურთელების ნაცვლად. აგერ, კი გამოჩნდა დღეს გორის დილას მაგალითზე რასაც წარმოადგენენ ეს უცხოტომელები. კარგს და ძლიერს აქ არავინ ჩამოიყვანს. იმედია, გავა დინამო შემდეგ ეტაპზე.
გგ
ბოლოს როდის წამოვედი სტადიონიდან ასეთი ნასიამოვნები, აღარც მახსოვს. განსაკუთრებით, პირველი ტაიმი იყო უნაკლო. და ძალიან კარგი ჟესტი ორივე გუნდის ფან-კლუბებისგან, ლიეტუველები “საქართველოს” და ჩვენები “ლიეტუვას” რომ სკანდირებდნენ! ❤️ წარმატებები ბიჭებს!
პეპე
დიდება უფალს გაიხარეტ ჯიგრებო ბრავო ქეც ქეც ქეც ქეც ქეც....................
ლევანი
ასეთი გამართული ფეხბურთი, მართლა აღარ მახსოვს დინამოს შესრულებით როდის ვნახე. მადლობა ბიჭებო, მადლობა თემურ, დიდი ხანია ვიცით, ქეცბაია რა დიდი ქართველია, დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ. ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!

კვარა ძალიან მაგარია, მაგრამ სექტანტები ნუ გახდებით ახლა. უგრეხელიძემ თავისი კარიერის მატჩი დადო, სანტოსმა ხარისხიანად ითამაშა, ნინუამ კლასი დადო. ნეტა სწრაფი იყოს ნინუა და კანფეტი იქნებოდა.
დდდ
დინამოს წინა თამაშზე ვიღაცამ დაწერა კომენტარში- რა დღეშია ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ( ანუ, სანაკრებო დონეზე ქვას არ ვტოვებთ ქვაზე) 16 წლის ბიჭის გადასარჩენები გავხდითო... ჩვენი ფეხბურთი რა დღეშიც არის, ამის თაობაზე, არამგონია, ვინმეს ილუზიები ჰქონდეს, მაგრამ თუ თავებს არ მოვიტყუებთ, იმ პატარა ბიჭის გარეშე ვერც დინამოა დიდი ვერაფერი კონფერენსლიგის ღირსი გუნდი, გინდ ქეცბაია ჩაუყენე და გინდ ლობანოვსკი... პატარა კვარას გარეშე დარჩენილი დინამო ისევ იმ უნდილ გუნდს დაემსგავსა, როგორსაც მიგვაჩვია და ეს ქეცბაიას დაგეგმილს ნაკლებად ჰგავდა... გაგვიმართლა, რომ გოლი არ გავუშვით და პირდაპირ ჯეკ პოტი დაგვეცა, რომ ვარ-ი არაა ამ ეტაპზე - ხარაბაძეზე პენალტი აშკარა იყო... არ ვიცი, საპასუხო შეხვედრაში რა დროს მიიღებს თორნიკე, ფაქტია, რომ ქეცბაია ვერ რისკავს მის დატვირთვას 90 წუთით და მის გარეშე კი 15 წუთიც გაუჭირდება დინამოს, მითუმეტეს, რომ რატომღაც მგონია, ჩვენი ერთ დროს მოძმე ლიეტუველები დაუფარავად ინადირებენ ქართველ ვუნდერკინდზე...
კახი
ეს იყო პატარა კვარას ეფექტი, სწორედ ის ქმნიდა განსვავავებას თამაში, მისი შეტევების და ტექნიკის გამო გამო მოვიგეტ, ბრილიანტი გვეზრდება, უდიდესი ტალანტია , დინამომ თუ მოახერხა და მინიმუმ 2 წელი დაიტოვა მასში 50 მილიონს გადაიხდიან. დიდ კვარაზე ნაკლები არაფრით არ იქნება. ხო ისე რა მსხვილი ფეხები აქვს, საღოლ ძმაო.
100%
მადლობა! წარმატებები.
ნელსონ მანდელა
ფაქტოვრივად სამივე გოლი ნინუამ შექმნა და სამწუხაროა არავინ რომ ახსენებს, კვარა ჟუნიორი სასწაული ფეხბურთელია მიხარია რომ კიდევ წელიწად ნახევარი გუნდში იქნება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ გუნდში მთავარი მწვრთნელია და თუ ის არ ვარგა ვინც გინდა მოიყვანო ვერაფერს მიაღწევს გუნდი
qedo
რა თამაში? ხუმრობთ? გარდა კვარაცხელიასი ყველა ერთიანად სამარცხვინოა!!! ძალიან ცუდია, რომ შემთხვევით მოიგეს, რაც შემდეგში ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევს ამ ხროვას!
ტიტე
ძალიან გამიხარდა, მომეჩვენა თუ რაღავნაირად ძალიან გავდა 1992-1993 წლების დინამოს თამაშს აი ლინფილდს რომ ეთამაშნენ იმ პერიოდისას, მაშინაც ახალი სახეები, საზოგადოებისთვის უცნობი ახალგაზრდები და ძალიან, ძალიან ლამაზი თამაში. ძალიან მომეწონა ფრანგი ლეგიონერი 14 ნომერი, გვარი აღარ მახსოვს (იმედია ისე ითამაშებს მალე აღარ დამავიწყდება), შთამბეჭდავად ითამაშა ნინუამ, რაც შეეხება კვარაცხელიას, მასზე ვფიქრობ ნადირობა დიდი კლუბების მხრიდან ჯერ თუ არ დაწყებულა დღეის შემდეგ დაიწყება.
მერაბი ჩხოროწყუ
ქართველებო ძმებო გილოცავთ აიდა დინამო თბილისი აიდა ქეცბაია გენაცვალე ჯიგარი კაცი ხართ ,ასე წარმატებები , მადლობა კარგი ფეხბურთისთვის,
რაბუ
მადლობა ქართული ფეხბურთის გადამრჩენ ბატონ ბადრი კვარაცხელიას
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა