საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ასევე დაუმარცხებელ უნგრეთს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 62:68 დათმო და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

ჩვენს ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლა მანამდეც გარანტირებული ჰქონდა, თუმცა ამ მატჩში გამარჯვება პირველ ადგილს და შედარებით ხელსაყრელ მეტოქეს ნიშნავდა. მარცხის გამო, პლეი-ოფის პირველ რაუნდში საქართველოს მეტოქე C ჯგუფის გამარჯვებული — ნიდერლანდები იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე შეხვედრა (ბელგიასთან, ფინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და კვიპროსთან) დამაჯერებლად მოიგო. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი C ჯგუფის მეორეადგილოსან ბელგიას შეხვდებოდა.

დრამატული მატჩის ქრონიკა

უნგრეთთან შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა დიდი ხასიათი გამოავლინეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 12 ქულით აგებდა (36:48), თუმცა შესანიშნავად ჩატარებული მესამე მეოთხედის წყალობით, ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა ლიდერობის მოპოვება მოახერხა და 5 ქულით დაწინაურდა — 62:57. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, მეტოქემ კი ზუსტი სამქულიანებითა და საჯარიმოებით თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო დავით ფაჩულია, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა — 17 ქულა (4/8 სამქულიანი) და 10 მოხსნა მოაგროვა. ორნიშნა ქულიან ზღვარს კიდევ სამი კალათბურთელი გადასცდა: მათე ხატიაშვილმა 12 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მიითვალა, მათე ყავლიაშვილი 11 ქულითა და 2 ასისტით გამოირჩა, ხოლო გიორგი დოხნაძემ 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ილია ქურდაძე გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარებით შეეწია.

რა ელის საქართველოს ნაკრებს?შეგახსენებთ, რომ A დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს ტურნირის საუკეთესო 3 გუნდში მოხვედრა სჭირდება. თუკი ანატოლი ბოისას შეგირდები 31 ივლისს ნიდერლანდების ძლიერ ბარიერს გადალახავენ, ნახევარფინალში ჩეხეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

გადამწყვეტი მეოთხედფინალური მატჩი საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის 31 ივლისს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

GBF

100%
ნომინალური მწვრთნელი, არც კომბინაცია, არც სათამაშო დისციპლინა, არც გეგმა ბ.
დოქსოპულო
ნამუსი გაქვთ? რა უნდა ამ მეორე ფაჩულიას ნაკრებში, რამდენი შემოიყვანეს ტიპი იმდენი უაზრო სამიანს ისვრის და მეტოქე მინიმუმ 10 ქულიანი გაქცევას აკეთებს, ან ეს ქურდაძე რა მოვლენაა საერთოდ, პარტიული ნიშნით არჩევთ ბავშვებს? ან ბოისა ჯერ კალათბურთელი რა იყო და ეხლა მწვრთნელი ხომ ხატავს რა. გაასხით ბიჭო, ვონა ხართ რას უშლით ამ დამშეულ ხალხს ნერვებს.
ქომაგი
ვინმე ხომ არ კითხულობს კალათბურთის ფედერაციიდან (ან მათთან დაახლოებული ხალხიდან) აქ კომენტარებს, რათა დაწეროთ რაც მსურს დავაზუსტო? ვინმემ ხომ არ იცით ჩვენი U18 ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ილია სულაძე შეძლებს დღეს ნიდერლანდებთან თამაშს? წინა მატჩში უნგრეთთან ბოლო წუთებზე ფეხი იტკინა და თამაშის ბოლომდე აღარ გამოჩენილა
გიგა
საკმაოდ კარგი თაობა მოდის, თუ იმუშავეს კარგი უნდივიდუალიატები დადფება რამდენიმე მათგანი. სამწუხაროდ მწვრთნის ხელი არ იგრძნობა. თამაშის წარმართვაც არ იციან. წუთშესვსნებს აგვიანებენ.
ბუ
ერთი დიდი წუნი რაც შევამჩნიე, მაღლებმა თუ ბურთი მიიღეს ფართან ყოველთვის ძალისმიერად აწვებიან და ცდილობენ ჩაგდებას, რაც ხშირად არ გამოდისდით, ამ დროს პეტიმეტრზე ჩვენი მსროლელები მარტონი დგანან. მოკლედ 4 და 5 ნომრები ხანდახან ბურთს პეტიმეტრზე თუ ამოუტანენ მსროლელებს კარგი იქნება
პაატა
გუნდი ფაქტიურად უმწვრთნელოდ თამაშობს:(((( საერთოდ რაში ჩანს მწვრთნელის ნამუშევარი????? 20 წლამდელების გუნდის ტუღუშთან შედარებით, ბოისას გაუმართლა რომ გუნდში რამოდენიმე მართლაც კარგი მონაცემის ბავშვი ყავს და რაც მოიგეს მხოლოდ ინდივიდუალიზმის ხარჯზე, თორემ დანარჩენად არა დისციპლინა, არავითარი მწყობრი თამაში, არავითარი ტემპის კონტროლი, კომბინაციებზე საერთოდ არაა საუბარი…მწვრთნელების კუთხით ყველა ასაკობრივში კატასტროფაა, ამოვიდა ყელში ეს ნაცნობ-ძმაკაცობით დანიშვნები!!!

თავიდან თანაბარი ბრძოლა წავიდა,მერე უნგრელები საგრძნობლად დაწინაურდნენ,თუმცა მატჩის ბოლომდე 3-4 წუთით ადრე,59-54 დავწინაურდით და თითქის გამარჯვება ახლოს იყო,მაგრამ როგორც ძალიან ხშირად გვიხდება,ბოლო წუთებში ყველაფერი აგვერია და ყველაფერი გავაფუჭეთ.უაზრო ჯარიმა,მეტოქისათვის პასი,სროლის თუ პასისი ვერ გადაწყვეტა და შესაბამისად გარბენი,ბურთის თამაშში ვერ შემოტანა,გაფუჭებული საჯარიმო ტყორცნა...არც უნგრელები ბრწყინავდნენ,მაგრამ შიგადაშიგ,სამქულიანებს ჰყრიდნენ,არც ჯარიმები გააფუჭეს და წინ გავიდნენ.ბოლო წუთზე კიდევ გვქონდა წარმატებული ტყორცნით ანგარიშის გათანაბრების შანსი,მაგრამ ზედიზედ ორჯერ ნასროლი სამქულიანი,ნასროლ ქვას უფრო ჰგავდა და რა თქმა უნდა ვერ ჩავაგდეთ,ლიტველები კი,ჯარიმებს არ აფუჭებდნენ.მოკლედ გაიმარჯვა იმან,ვინც უფრო სტაბილური ნერვების პატრონი იყო.ჰო,კიდევ,ლიტველებმა ჩვენგან ბურთის შემოტანისას ისე დაგვაპრესინგეს,ბურთის შემოტანა ვერ მოვახერხეთ,ჩვენ პრესინგი კი,სრულიად ფორმალური იყო და მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა,რომ მეტოქის თავისუფალი კაცი ბურთს რომ მიიღებდა,იმავე წამს მასზე ჯარიმას ვიღებდით.პირდაპირ ვთქვათ,მეტოქის მხრიდან ბურთის შემოტანისათვის ხელის შეშლაზე და ბურთის ართმევაზე ნამუშევარი,საერთოდ არ ჰქონდათ.არ მეცალა და მხოლოდ ბოლო 6 წუთის რეპორტაჟი ვნახე,წინა მსვლელობას კი,გადარბენით,ანგარიშების ცვლილება დავაკონტროლე.ამიტომ ვლაპარაკობ,დაწვრილებით ბოლო წუთებზე.იცით რა არის?თითქმის ყველა სახეობაში,საერთო პრობლემა გვაქვს,გამარჯვებისათვის საჭირო გამარჯვებულის ფსიქოლოგია აღარ გვიჩანს და გადამწყვეტ მომენტებში,უმეტესად ვტყდებით.ადრე,სწორედ გამარჯვებისაკენ დაუოკებელი სწრაფვით გამოვირჩეოდით და ამ თვისების დაკარგვა,კარგს არაფერს გვპირდება.მხოლოდ წინაპრების ხსენებით და გულზე მჯიღის ცემით,არავინ არაფერს მოგვცემს,მათ მსგავსად ჩვენც შრომით,ბრძოლით,ოფლით,ჭკუით და თავგანწირვით უნდა შევინარჩუნოთ ის,რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რაც მათაც ზუსტად ასეთივე ძალისხმევით დაიტოვეს მათი წინაპრებიდან.
Თაზო
სად ᲨეიᲫლება Ყურება?
ნიდერლანდებს
თუვერ მოუგებს მაშვინ არ ჯგუფშიც არაფერი გვესახება.იმედია მოიგებენ.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია