საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა და A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო და C ჯგუფში ხუთიდან ხუთი გამარჯვება მოიპოვა. ცხადია, ეს იყო უხერხული მეტოქე და მისი მეოთხედფინალში არიდების გზა ჯგუფის ბოლო ტურში უნგრეთის დამარცხება გახლდათ, თუმცა, როგორც გახსოვთ, საქართველო ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ნიდერლანდებთან საბოლოოდ დიდი სხვაობით დავმარცხდით — 50:79, თუმცა პირველი ნახევრის შემდეგ მეტოქე მხოლოდ ორ ქულას იგებდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეორე პერიოდში დაწინაურდა კიდეც.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა საქართველომ კატასტროფული 10-წუთეული ჩაატარა — მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო მეტოქის 22-ის წინააღმდეგ და დასკვნითი პერიოდის წინ 21 ქულით ჩამორჩა.საბოლოოდ საქართველომ უშანსოდ წააგო და A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.ჩვენი გუნდის რიგებში ოთხი საუკეთესო მექულე გახლდათ:

მათე ხატიაშვილი** — 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი

დავით ფაჩულია** — 12 ქულა, 8 მოხსნა

მათე კავლაშვილი** — 11 ქულა, 4 მოხსნა

გიორგი დოხნაძე** — 8 ქულა, 3 მოხსნა

ჩვენს ნაკრებს ახლა მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს და პირველ მეტოქედ რუმინეთი ეყოლება.

GBF

შეხვედრა პირველ აგვისტოს გაიმართება.

alexandre
სამწუხაროდ, მთელ ქართულ სპორტში, განსაკუთრებით კალათბურთში და განსაკუთრებით ბავშთა კალათბურთში ნეპოტიზმი ბატონობს. ეხლა არ ვიცი და ზუროსის დროს ის სერბი, მისი დამხმარე, რომელიც ბავშვთა ნაკრებებს წვრთნიდა - ნეპოტიზმს კი არა, მექრთამეობას თესავდა. მთლად საგიჟეთი იყო.
გულშემატკივარი
Რაც ჩამოთვალეთ ნახევარში გეთანხმებით მაგრამ თამაშებს თუ უყურე მთავარი გამოგრჩენია: სტატის დადებაზე გადასული ეგოისტი მოთამაშეები და არაფრისმაქნისი სამწვრთნელო შტაბი, ერთი სქემა ყველა შეტევაში, უაზრო და მოუმზადებელი სროლები, ტაქტიკას ძინავს, ფანტაზია შეზღუდული და რა ვიცი... კიდევ კარგად გადავრჩით.
კარგით რაა
ბოისა კალათბურთელიც არ ექნა ღმერთს ძმისგან განსხვავებით და მწვრთნელობისგანაც შორსაა ჯერჯერობით. Მარა ნაკრებში სიბერემდე ირიცხებოდა მაინც და აქაც ასე იქნება.
ბუჯანგა
ს არის ქართულ კალათბურთში .. ზოგადად ასაკობრივ ნაკრებებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ნაცნობი პრობლემა, რომელსაც სპორტულ ენაზე რამდენიმე სახელი ჰქვია: 1. მოკლე როტაცია... როდესაც მწვრთნელი ენდობა მხოლოდ 4-5 ძირითად მოთამაშეს, ხოლო დანარჩენები მოედანზე მხოლოდ იმისთვის შედიან, რომ ლიდერებმა სული მოითქვან. 2,სკამის სიღრმის არქონა ,,, როდესაც ძირითად და სათადარიგო მოთამაშეებს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა. მწვრთნელს ეშინია მეორეხარისხოვანი კალათბურთელების შეყვანა, რადგან ჰგონია, რომ თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცემა. 3, ლიდერების გადაწვა ,,, 17-18 წლის ბიჭებისთვის ევროპის ჩემპიონატის ინტენსიურ გრაფიკში ,,სადაც მატჩები თითქმის ყოველდღეა 30-35 წუთის თამაში ფიზიკურად არის დამანგრეველი.. სწორედ ამიტომ დავარდნენ მესამე მეოთხედი ნიდერლანდებთან .. ბიჭები უბრალოდ ფიზიკურად დაიცალნენ...ასაკობრივ ნაკრებებში ეს მიდგომა ორმაგად საზიანო...პირველი უს რომ ტურნირის ბოლოს გუნდი ენერგიისგან იცლება და მეორე სათადარიგო 8 ბიჭი ვერ იღებს საერთაშორისო გამოცდილებას და მათი განვითარება ფერხდება.,,ნახეთ და შეადარეთ ერთი თუ რამდენ წუთს თამაშობდა ნიდერლანდების სკამი ჩვენთან შედარებით...30 წუთი და მეტი არცერტ ნიდერლანდელ ბიჭს არ უტაამშია 25 წუთზე მეტი..ხოდა სათადარიგოებმა ყველამ 10-14 წუთი მიიღეს..სათანადოდ შეცვალეს ლიდერები...ჩვენთან კიდევ ყავლაშვილმა ფაჩულიამ ხატიაშვილმა სულაძემ ლამის მთელი სატამაშო დრო ითამაშეს..ვინ გაუძლებს ასეთ დატვირთვას?..ესაა ან რესურსის ნაკლებობა..ან კიდევ ხათრით წაყვანილი შედეგი...აქ ტაქტიკის შერჩევაზე ლაპარაკი ზედმეტია...ბიჭები უკვე პირველ თამაშებში დაიხოცნენ ისე რომ ფინიშამდე ძალა არ მიჰყვათ...და კიდევ სათადარიგოთა სტატისტიკა შეადარეთ სხვა გუნდების სათადარიგოების სტატისტიკას.. ბოლო ადგილზე ვართ!! ბოლოზე!!..რის გამოჩ ჩავარდნები გვავქს მუდამ მეორე ტაიმებში.....იმიტომ რომ არასრულფასოვანი და უშედეგოა შესაბამისად.და ფაქტიურად გუნდს არ წადგომია..
ყველა ასაკობრივებს ჭირდება
ხარისხიანი მწვრთნელები მაგრამ, ყავთკი არამგონია.და მთავარი აკადემიებში ეტყობა ხარისხზე მეტად რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს რაც სამწუხაროა,ბავშვების სწორად გაზრდასაც ხო ცოდნა უნდა.
არა მარტო ამ გუნდს ...
და არა მარტო კალათბურთში და არა მარტო ბავშვთა ასაკში ! P.S. სპორტის რომელ სახეობაში გვყავს სათანადო დონის მწვრთნელები ? P.P.S. !!! ე.წ. კემპების ჩატარება ცალკეულ სახეობებში კარგია და თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ - სცვადასვა მიზეზთა გამო, ნაკლებად შედეგიანია . ჰოდა, ხომ შეიძლება ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მომუშავე ჩვენი მწვრთნელების გაგზავნა ე.წ. სტაჟირებებისა, თუ გადამზადების მიზნით სპორტის სახეობების მიხედვით, შესაბამის წამყვან ქვეყნებში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით (შეიძლება, სპეციალური დანაყოფიც, სტრუქტურული ერთეულიც კი შეიქმნას !) ოღონდ, "ბლატების", "პარტიული დატვირთვისა" და მამიკოების გავლენების გარეშე!
დათო
მაგას განადგურება ქვია ....წაგება არა... ფაჩულიები და სანაძეების შვილები წამოიზრდებიან მარკოიშვილის და შენგელიას შვილები და თაობები შეიცვლება დიდი გუნდის გვარები არა და არა სირცხვილი სად არის სანაძის 3 შვილი ნაკრებში და ფაჩულიას 2 შვილი....დოხნაძეს ვინ ყავს კიდო 20 ბში და 18 ბშიც რა გააკეთა საერთოდ...... ნეპოტიზმი სანამ არ მოისპობა ბ ლიგიდან და ვერც მსოფლიოზე გავალთ.....ეს სპორტული არხი კიდო რას აკეთებს ხმას რატო არ იმაღლებს....კალათბურთში რა სიდამპლეც არის გაგანათლებთ კარგად ვიცი.რა თქმა უნდა თუ დაინტერესდებით
Sani
ეეჰ, ჩავრჩენილვათ ისევ ბ დივიზიონში.
პაატა
გუნდს მწვრთნელი ჭირდება…
სამართალი
ვფიქრობ, რომ გუნდს კარგი ფსიქოლოგი სჭირდება, ბოისამაც დონე უნდა აიმაღლოს
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი