ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველო საკმაოდ ძლიერ, მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. ხორვატია A დივიზიონში გადასასვლელ ბრძოლას მეოთხედფინალიდან ბოლო წამზე, სენსაციურად მიღებული სამქულიანით გამოეთიშა (როცა შეხვედრა პოლონეთთან 66:68 დათმო). პოლონეთი დღეს ფინალს თამაშობს (საქართველოს მომგებ ნიდერლანდებთან), ხორვატია კი მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 81:83.

შეხვედრა, როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 20:19 მოიგო, თუმცა მეორე 10-წუთეულში მასპინძლებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს: პერიოდი 14 ქულის სხვაობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ — 45:32. საქართველომ პასუხი მალევე დააბრუნა. მესამე პერიოდის დამაჯერებელი მოგებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შედეგადაც, ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები მხოლოდ ქულას იგებდნენ.

გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ დასკვნით მეოთხედში გაიმართა. ჩვენს ნაკრებს დირიჟორობდა მათე ხატიაშვილი, რომელმაც საბოლოოდ ტურნირის სარეკორდო, 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მათე მხოლოდ პასებით არ ყოფილა დაკავებული — გადამწყვეტ მომენტში, შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მან უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში გაათანაბრა (79:79). ჩვენებმა დაცვაში ბურთი მოიპოვეს და სანდრო შერვაშიძემ ქართველები დააწინაურა.

ბოლო წუთზე, როცა ანგარიში კვლავ თანაბარი იყო, გამარჯვების ქულები ისევ მათე ხატიაშვილმა ჩააგდო: მან ორი საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და საქართველო 83:81 დააწინაურა. ხორვატებს მატჩის გადარჩენის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე ორივე საჯარიმო გააცუდეს და გამარჯვებაც ქართველებმა იზეიმეს.

ეს იყო პრინციპული გამარჯვება მასპინძლების ძლიერ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ბევრი არაფერი შეიცვლებოდა (მეშვიდე ადგილს დაიკავებდა თუ მერვეს), ეს გახლდათ პრინციპული ბრძოლა იმ ამბიციურ გუნდებს შორის, რომელთაც A დივიზიონის საგზურის მოპოვება სურდათ და ფეხი პლეი-ოფის პირველივე რაუნდში — მეოთხედფინალში დაუცდათ.

საქართველოს ნაკრებს მათე ხატიაშვილმა 13 ქულითა და 14 შედეგიანი გადაცემით ულიდერა. დავით ფაჩულიამ 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო მათე ყავლაშვილის ანგარიშზე 16 ქულა (4 ზუსტი სამქულიანი) ჩაიწერა. ასევე აღსანიშნავია გიორგი დოხნაძის მორიგი სტაბილური თამაში — ამჯერად ჩვენი ნაკრების ცენტრმა 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ხორვატიიდან მე-7 ადგილით ბრუნდება.

GBF.GE

რომა
ძაან ტყლარწი ტიპი ჩანს ეს ხატიაშვილი.
ვერის პარკი . -ს
კარგია გარჩევა და ანალიზი მარა მაგისთვის კაცი კალათბურთში უნდა ერკვეოდეს და გარტყმაში მაინც უნდა იყოს რა ხდება მოედანზე, მარტო თამაშის ყურება არ შველის. მაგ განხილვებშიც როგორც აღინიშნა ავტორიტეტული და კომპეტენტური ხალხი ლაპარაკობდა სპორტზე, სხვები უსმენდნენ და ყველა არ ექსპერტობდა. ჰოდა, ერთ კომენტარში ახლა კალათბურთის ფილოსოფიის ახსნა არ გამოვა და ამიტომ ვწერთ პირდაპირ დისლაიქს. დდ ბიჭებს წარმატება, შემდეგ ჯერზე უკეთ გამოგივათ!

კაცმა ყველა თამაში ნახა და შეფასებას აკეთებს.მე ორი თამაში ვნახე და მის მიხედვით,სრულად ვეთანხმები,მის შეფასებებს.ვისაც საერთოდ არ უნახია თამაშები,რაში უწერთ დისლაიქებს,ხოლო თუ ნახეთ და მაინც დისლაიქებს უწერთ,რაში არ ეთანხმებით მის კომენტარს?-მაშინ დაწერეთ!ეს საიტი,წესით სპორტის მოყვარულთა საიტი უნდა იყოს,მაგრამ ძალიან ბევრისათვის უარყოფითი ემოციების ამონთხევის არენად გადაიქცა და სიყვარულისა აღარაფერი დარჩა.ათეული წლების წინ,სპორტის გულშემატკივრები იკრიბებოდნენ ბაღებში და ისეთი გარჩევები,ისეთი ანალიზი კეთდებოდა,მწვრთნელები და ფეხბურთელებიც კი ცდილობდნენ იქ მოხვედრილიყვნენ.რატომ?ჯერ ერთი თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ,მეორე,მართლაც ჭკვიანი და ავტორიტეტული ხალხი იკრიბებოდა,რომლებმაც ფეხბურთზე(არამხოლოდ)თითქმის ყველაფერი იცოდნენ და იქ,ვიღაცა არაფრისმცოდნეს,ცხვირსაც არავინ შეაყოფინებდა.სამწუხაროდ,დღეს ჭკვიან კაცს კი არა,ხმამაღლა მყვირალს და ბინძურად მწერალს დარჩა სივრცე და იმათაც სპეციალისტებზე უფრო ჭკვიანებად ჰგონიათ თავი.არადა რატომ არ შეიძლება საიტის გვერდი,მართლაც სპორტის მოყვარულთა გვერდად გადავაქციოთ?!
Sani
გუნდმა ითამაშა ერთი თამაში ბოსნიასთან, დანარჩენი იყო ანტიკალათბურთი. წერტილი. ტელევიზორთან შემრცხვა.თქვენ თითონ დიდი კალათბურთი გაქვთ ნათამაშევი და რამ შეგაძულათ ეს კალათბურთი ვაა!
ქომაგი
ჩვენი ბიჭების ყველა თამაშს ვუყურე და სრული უფლება მაქვს, წამყვანი მოთამაშეები ინდივიდუალურად შევაფასო (დანარჩენების შეფასება არც ღირს იმდენად დაბალი დონეა): 1) ხატიაშვილი - გუნდის გამოკვეთილი ლიდერი, თუ ვინმეს აქვს შანსები ნაკრებში ითამაშოს, სწორედ ისაა. უბრალოდ, ზოგჯერ კარგ გადაცემებს უაზრო პასებსა თუ დაკარგვებს მოაყოლებს, რის გამოსწორებაზეც უნდა იმუშაოს; 2) ყავლაშვილი - ამ ბიჭს სტაბილური სროლა თუ ექნა, ნაკრებს კარგი მსროლელი შეემატება. იყო თამაშები სადაც ჩინებულად გაისარჯა (ბოსნიასთან და ხორვატიასთან) და მისმა 3-ქულიანებმა დიდი როლი ითამაშა. ასევე ჰქონდა ჩავარდნილი მატჩებიც (ჰოლანდია-რუმინეთთან) სადაც ბევრი სროლები გააფუჭა; 3) ფაჩულია (უფროსი) - გარკვეული პლიუსები გააჩნია (ბრგე სხეული, კოორდინაცია), თუმცა ხშირად ახასიათებს უაზრო, ბავშვური დაკარგვები. სროლაც საშუალოზე დაბალი აქვს, რასაც ზოგჯერ დაცვაში ბრძოლით აკომპენსირებს. ბევრი უნდა ივარჯიშოს რათა ნაკრების კანდიდატი გახდეს; 4) ფაჩულია (უმცროსი) - დაბალი დონეა, ნაადრევია მისთვის ნაკრებში თამაში; 5) დოხნაძე - რამდენადაც კარგია ფარქვეშ, იმდენად ცუდია საჯარიმო სროლებში (საშუალოდ აგდებს 5-6 ჯარიმიდან მხოლოდ 1-ს). მოძრაობას და მოქნილობას უნდა მოუმატოს რათა კარგ ცენტრად იქცეს; 6) სულაძე - ძალიან მომწონდა მსუბუქი/მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ ტრავმამ ბოლო თამაშები გამოატოვებინა. ქულებს ბევრს ვერ იღებს, მაგრამ მრავალმხრივია (მოხსნები, პასები, დაცვაში თამაში). თუ ბევრს ივარჯიშებს და მოუმატებს, აქვს პერსპექტივები. არის კიდევ 2-3 მოთამაშე, ვინც რაღაცეებს აკეთებდა - ხოლო დარჩენილები კი 0-თან ახლოს იყვნენ

მთელ თამაშს ვუყურე.თამაშში საკმაოდ ბევრი ჯარიმები ვისროლეთ,მაგრამ პირველად თამაშის დამთავრებამდე 3.22 წუთი რომ იყო დარჩენილი და მეორედ,1.20 ,ესე იგი ბოლო ორ ჯერზე ჩავაგდეთ ორივე ჯარიმა,მანამდე კი,საუკეთესო შემთხვევაში,მხოლოდ თითო ჯარიმას ვაგდებდით და რამდენჯერმე კი ორივეც გავაფუჭეთ.მთლიანობაში 50% სიზუსტით ვყრიდით ჯარიმებს,ძალიან ცუდად ვისროდით ფარქვეშიდანაც,სადაც თავისუფალი პოზიციებიდან რამდენიმე შესვლა ვერ ჩავაგდეთ და პერიოდულად კარგად ვისროდით სამქულიანებს.ჩვენებმა სწორედ ბოლო,ყველაზე დაძაბულ წუთებში ისროლეს ზუსტად ჯარიმები,ხორვატებს კი ბოლო სროლები გაუფუჭდათ და ამან გვაჩუქა გამარჯვება.ჯარიმების ზუსტად სროლასაც ალბათ მწვრთნელი სჭირდება,მაგრამ სულ მარტოც რომ ვარჯიშობდე,ჩემი აზრით სოფლის „კარობკები“ მოთამაშე ბიჭებიც კი უფრო კარგად უნდა ესროდნენ საჯარიმოს ხაზიდან,არათუ ნაკრების მოთამაშეებმა.50-% სამარცხვინოა!და კიდევ,შეხედავ ჩვენ კალათბურთელებს და აშკარად ზედმეტი წონით თამაშობენ.ეს პირდაპირ თვალებში გაჭყეტავს.18 წლამდელები ჯერ ისევ მოზარდები არიან და შესაძლოა ამ ასაკისთვის ეს დაშვებულია,მაგრამ დიდ კალათბურთში ასე არაფერი გამოუვათ.ასეა თუ ისე,ეს თამაში მოვიგეთ და ხორვატიის ნაკრების დამარცხება კალათბურთში ყოველთვის სასიამოვნოა.ვულოცავ ბიჭებს და სამომავლოდ მეტ ძალისხმევას და პროფესიონალიზმს ვუსურვებ.
Აბა რაა
პლეი ოფის რვა გუნდში მეშვიდე ადგილი ყოფილა პრინციპული ისიც ბ ლიგაში! Ხო არ ღადაობთ თქვენ ხალხო?
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"სტუდენტობიდან ოსტატად იქცა" - ნევილმა არტეტა შეაქო
ფლიკმა ლევანდოვსკის შემცვლელს ლიგა 1-ში მიაგნო
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 დინამო (ბთ). დრო, რომელიც იწურება...
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
დისკვალიფიკაციამოხდილი მუდრიკის იჯარით აყვანა "ლიდსს" სურს
ითამაშებს "ქოჩო" "ატლეტიკთან"? - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
WU19 | საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი "სევილიას" ფეხბურთელია
[VIDEO] პსჟ-ს ახალწვეულმა ვარჯიშზე თანაგუნდელები აღაფრთოვანა
კვარაცხელია იწყებს! - მთავარი ინტერესი და ბევრი ქართველი
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს
"ატლეტიკოს" ალვარესის "არსენალში" გაყიდვა სურს, არგენტინელი უარზეა და მხოლოდ "ბარსელონას" ელოდება
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
BBC: "არსენალმა" ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა
საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - კაცნაკლულმა "ხეტაფემ" "პარტიზანს" სძლია
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი