ინგლისის ნაკრებს ევრო 2012-ის შესარჩევ ტურში ბრიტანული დაპირისპირება ელის, სადაც უელსის გუნდს ხვდება
ინგლისის ნაკრებს ევრო 2012-ის შესარჩევ ტურში ბრიტანული დაპირისპირება ელის, უელსის გუნდს ხვდება. ამ შეხვედრისთვის ფაბიო კაპელო ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს, ტრავმები მიიღეს "ასტონ ვილას" ფორვარდმა დარენ ბენტმა და "მანჩესტერ სიტის" მცველმა მიკა რიჩარდსმა.

რიჩარდსმა ტრავმა შაბათის ვარჯიშზე მიიღო და "სიტის" ექიმების განკარგულებაშია, რაც შეეხება ბენტს - მან ვარჯიში ჯერ კიდევ ბულგარელებთან თამაშამდე ვერ შეძლო, ისიც კლუბს დაუბრუნდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად 3:0 დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები და უელსელთა მოულოდნელი გამარჯვების წყალობით, ჩერნოგორია უკან მოიტოვა. კაპელომ გადაწყვიტა, რომ ტრავმირებუელბის შემცვლელები არ სჭირდება.

ჰენდერსონი ლივერპულს დაუბრუნეს

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი "ლივერპულს" დაუბრუნდა. მას ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ, ნაკრებმა კლუბთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება შეასრულა.

ინგლისელმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 6:0 მოუგეს აზერბაიჯანელებს, ჰენდერსონმა ერთ-ერთი გოლი გაიტანა. დღეს ინგლისელები ამხანაგურად ებრაელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, თუმცა ჰენდერსონი კლუბში გამოცხადდება "ნორვიჩ სიტისთან" მატჩისთვის უკეთ მოსამზადებლად. ნაკრები დატოვა ჯოშ მაკიჩრენმაც (ჩელსი), მან ტრავმა მიიღო. სტიუარტ პირსმა მაკიჩრენის ნაცვლად "ტოტენჰემის" ადამ სმითი გამოიძახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა