საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთთან დათმო - 63:86 (9:16, 21:22, 14:22, 19:26).

შეხვედრა ელადელთა უპირატესობით დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა სასტარტო მეოთხედში შეტევაში თამაში გაუჭირდათ და მხოლოდ 9 ქულის დაგროვება შეძლეს (9:16). მეორე პერიოდში გუნდმა თამაში გამოასწორა, თავდასხმაში ბევრად პროდუქტიულად იმოქმედა და მეტოქეს ტოლი არ დაუდო (21:22), თუმცა დიდ შესვენებაზე საბერძნეთი მაინც 8-ქულიანი უპირატესობით (38:30) გავიდა.მატჩის გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, როდესაც ბერძნებმა დაცვა გაამკაცრეს, სეგმენტი 22:14 მოიგეს და ლიდერობა ორნიშნა ნიშნულამდე გაზარდეს. დასკვნით მეოთხედშიც მეტოქემ ინიციატივა შეინარჩუნა (26:19) და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი ლუკა გაბისიანმა დააფიქსირა, რომელმაც 31 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 7 ჩაჭრა დააგროვა (საჯარიმოები 7/7). ორმაგ მაჩვენებელთან ახლოს იყვნენ ლუკა ჩაველაშვილი (8 ქულა, 7 მოხსნა) და გიგა დუმბაძე (8 ქულა, 7 მოხსნა). ნიკოლოზ მარკოიშვილმა შეხვედრა 7 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ხოლო ანდრია ჭკადუამ და ნიკოლოზ ჯანელიძემ გუნდს 6-6 ქულა შესძინეს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველო მერვედფინალში B ჯგუფის მე-4 ადგილით გავიდა, სადაც A ჯგუფის პირველადგილოსანს, საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მთავარი ამოცანა საუკეთესო 13 გუნდს შორის მოხვედრა და ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

GBF.GE

tedo
რა არის იცით , ფსიქოლოგიურად ვაკნინებთ ბავშვებს ნებსით თუ უნებლიედ. ეს ესპანეთია , ის საფრანგეთია , ,,ეგენი ისეთ ლიგებში თამაშობენ .. " , დიდი ქვეყნები არიან და ა.შ. ახლა წარმოიდგინეთ , აღმაშენებელს რომ ჯარისთვის ეთქვა , ,, ილღაზს დიდი გამოცდილება აქვს , ჩვენზე ათჯერ მეტნი არიან , მაგათ დიდი ქვეყანა ვაქვთ " და ასეთები - წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ! ამას დავამატოთ ცოტა ბავშვთა სპორტში ცოტა ნეპოტიზმი , ცოტა ,,ვერცხლის მოყვარეობა " , ცოტა ( რბილად ვამბობ ) არაპროფესიონალიზმი და შედეგიც გვაქვს ის , რაც გვაქვს . ასე მგონია მე და რა ვიცი . ხო , სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების ამოღება და ,,სპორტის " შემოღება - ,,მთელი ქვეყანა გამეცნიერდა და , ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ?"- ვაი - რეფორმები !
ა - ლიგა
IX-XIII ადგილებისთვის თამაშები ახლა იწყება და ძნელი იქნება მარა ეგება გავძვრეთ. Წარმატებები ბიჭებს!
ექსპერტი
ასაკობრივები ეს ისეთი თემაა სადაც იშვიათი გამონაკლისების გარდა ამაზე ვარეს მდგომარეობაში ვიყავით სულ.დღევანდელი მოზარდების 90% სპორტი საერთოდ არ აინტერესებს მობილური, ინგლისური, გრძელი ენა სულ ესარიან რაცარიან.თორე პირობები ძველ თაობაზე ბევრად უკეთესი აქვთ ეხლა.და ფედერაცია კიდე ძალით ვერ მიგიყვანს სპორტულ სექციაში.
ამ ასაკში ასეთი სხვაობ(ებ)ით არ უნდა აგებდნენ!
16 წლის ასაკში ყველა მატჩში 20 ქულაზე მეტით წაგება ? ფედერაცია ?!
Ნუგო
გაგვიჭირდება ა დივიზიონში დარჩენა

რავა ყველასთან და ყველაფერში ვაგებთ.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა