"ლივერპულისა" და "არსენალის" შეხვედრაში მსაჯმა მარტინ ატკინსონმა ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან - პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელი ჯო კოული, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს არსენალელი ლორან კოშელნი.

"ლივერპულისა" და "არსენალის" შეხვედრაში მსაჯმა მარტინ ატკინსონმა ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან - პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელი ჯო კოული, ხოლო მეორე ტაიმის მიწურულს არსენალელი ლორან კოშელნი. აქ, გვინდა ერთი უზუსტობა გამოვასწოროთ. გუშინ, ტურის მიმოხილვაში გვეწერა, რომ ატკინსონმა კოული ჯეკ უილშერის წინააღმდეგ უხეშობის გამო გააძევა, მაგრამ ასე არ იყო. კოული სწორედ ხსენებულ კოშელნის ეუხეშა, რომელიც თამაშის ბოლოს, როგორც მოგახსენეთ, მისავე გზას გაუყენეს. ატკინსონის მკაცრ გადაწყვეტილებებზე "დეილი მეილში" თავისი აზრი ფიფას ყოფლიმა არბიტრმა გრემ პოლმა გამოთქვა. მან კერძოდ ბრძანა:

"ჯო კოული ის ფეხბურთელი არ არის, მოწინააღმდეგეებს განზრახ რომ ეუხეშება. სწორედ ამიტომ, გუშინდლამდე არასდროს გაეძევებინათ. თუმცა, კვირას, ლორან კოშელნის წინააღმდეგ მან სახიფათოდ ითამაშა. იმ ეპიზოდში იგი სწრაფად მოქმედებდა და მისი ეს მოქმედება ლონდონის გუნდის ფეხბურთელისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომაც, მსაჯი სწორად მოიქცა, როდესაც კოულს წითელი ბარათი ამოუღო.

მოგვიანებით, როდესაც მომენტი ნელა გაიმეორეს გამოჩნდა, რომ ლივერპულელს სინამდვილეში, თურმე, არც ისე მტკივნეულად მიურტყამს მეტოქისთვის. ის კი არა, იმ ხალხმა, ვინც ტელეგამეორება ნახა, შეიძლება იფიქროს, რომ ატკინსონი "არსენალის" ქომაგთა გავლენის ქვეშ მოექცა - ლონდონელ ფანებს კი თავიანთი თვალით უნახავთ ედუარდოსა და აარონ რემსის საშინელი ტრავები. თუმცა, ტრავმის ხარისხი მსაჯის გადაწყვეტილებაზე არ უნდა მოქმედებდეს. შესაძლოა ერთმა მეორეს ტრავმა სულ არ მიაყენოს, მაგრამ სახიფათოდ ითამაშოს და მოედნიდან გაძევებას იმსახურებდეს. ამიტომაც, ატკინსონი ცამდე მართალი იყო კოულს რომ აძევებდა. ღვთის მადლით კოშელნი დაშავებას გადარჩა, კოული კი სამ შეხვედრას გამოსტოვებს.

აი, შეხვედრის ბოლოს თავად კოშელნის გაძევება კი ცოტა გადამეტებული მგონია. ძალიან მეეჭვება, რომ სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა განზრახ ითამაშა ხელით. თან, წესით, მეტოქის შეტევის განზრახ ხელით ჩაშლისთვის ფეხბურთელი ყვითელი ბარათით უსჯება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა