"ლივერპულის" ესპანელი მეკარე პეპე რეინა კვირას, "არსენალთან" შეხვედრის 90-ე წუთზე შეცდა და თავის გუნდს ერთი შეხედვით უეჭველი მოგება ამოაცალა ჯიბიდან.

"ლივერპულის" ესპანელი მეკარე პეპე რეინა კვირას, "არსენალთან" შეხვედრის 90-ე წუთზე შეცდა და თავის გუნდს ერთი შეხედვით უეჭველი მოგება ამოაცალა ჯიბიდან. არადა, მერსისაიდელები სასახელო საქმეს სჩადიოდნენ: მეორე ტაიმში ათი კაცით დარჩენილნი ჩრდილო ლონდონელებს უგებდნენ. როგორც მოგახსენეთ, შეხვედრის დასრულებამდე მსაჯის წამატებული წუთებიღა რჩებოდა და მომენტიც, რომელიც "არსენალმა" მასპინძელთა კართან შექმნა თითქოსდა ჩაფარცხული ჩანდა: მორუან შამახის დარტყმული ბურთი ზელს მოხვდა და რეინას პირდაპირ ხელებში მიუვიდა. აი, სწორედ აქ მოხდა საცოდაობა: მსოფლიოს ჩემპიონს (თუმც, სამხრეთ აფრიკაში ერთხელაც არ გასულა მოედანზე) ხელებში მიბრძანებული ბურთი მკერდსქვეშიან გამოუხტა და კარში შევარდა. ვინც ნახა დაგვეთანხმება, რომ ძალიან უცხო სანახაობა იყო. ამასთან შედარებით ის გოლი, რომელიც ინგლისის ნაკრების მეკარე რობერტ გრინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელებთან შეხვედრაში გაუშვა, უხეშ, მაგრამ არცთუ ძალიან იშვიათ შეცდომათა კატეგორიიდან იყო.

მატჩის შემდეგ "ლივერპულის" გაწბილებულმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მაინც დაიცვა თავისი გოლკიპერი: "მომხდარი პეპემ ძალიან განიცადა. ის ძალიან სერიოზული პროფესიონალია, რომელსაც საკუთარი თავისა სწამს. მართალია, "არსენალთან" შეხვედრაში მას მაინც და მაინც ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რამდენჯერაც ჩაერთო თამაშში, თავისი საქმე კარგად შეასრულა.

პეპეს მხრის ტრავმა აწუხებდა და წესით მოედანზე ასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო. ეს მხრის ტკივილი რომ არა რეინა ამ გოლს რასაკვირველია არ გაუშვებდა".

ზემოთ ვთქვით, რომ "ლივერპული" უმცირესობაში იყო და მაინც იგებდა. "წითლებმა" გოლიც კი მას მერე გაიტანეს (დავიდ ნგოგმა ბოლო სამ შეხვედრაში მეოთხედ გამოიჩინა თავი), რაც მსაჯმა მოედნიდან ჯო კოული გაუძევა. ერთი სიტყვით, ისეთ მოგებამდე, რომელიც აღტაცებას გამოიწვევდა და სეზონის ჩინებულ სტარტად ჩაითვლებოდა ხელის ერთი გაწვდენა, უფრო სწორედ კი ბურთის ერთი შემაგრებაღა იყო დარჩენილი, მაგრამ ვაგლახ. "ლივერპულის" ვეტერანი ჯეიმი კარაგერი:

"ასეთი რამ მაშინაც შეიძლებოდა მომხდარიყო თერთმეტი თერტმეტზეც რომ ვყოფილიყავით დარჩენილი. ეს პირდაპირ კბილებში დარტყმას ჰგავს. რას იზამ, ჩვენ ყველანი ვცდებით. პეპე გასულ სეზონში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მე თუ მკითხავთ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ერთი სიტყვით, ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი მოხდა, მაგრამ ჩვენთვის შესვენებისას რომ გეკითხათ ფრეზე ყაბულს ვიქნებოდით".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა