ნაკრების კორეელი მწვრთნელი ან ჰიუნ სანი გუნდის წაყვანას მშობლიურ კორეაში ორთვიან შეკრებაზე გეგმავს
მართლაც რომ უმძიმესი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მშვილდოსნები ისვენებენ, თუმცა ამაში დამნაშავე, დიდწილად, უფულობაცაა.

ამ დღეებში ჩინურ შანხაიში მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, ამ რანგის სეზონის ბოლო შეჯიბრება მიმდინარეობს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო იქ ჩვენი ნაკრების გაგზავნა ვერ მოხერხდა.

ქართველი მშვილდოსნებისთვის პირველი უახლოესი შეჯიბრება სექტემბრის ბოლო დეკადაში ბათუმში საერთაშორისო ტურნირია, სადაც ქვეყნის უძლიერესი მშვილდოსნებიც გამოვლენ. თუმცა მათი უმეტესობა ისედაც ბათუმელია, თბილისიდან კი ხუთი მსროლელიც დაემატებათ.

ბათუმი ამ რანგის შეჯიბრებას რამდენიმე წელიწადია, ატარებს, მაგრამ აქამდე თუ მასში ძირითადად სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდები მონაწილეობდნენ, ამჯერად მონაწილეობის სურვილი განაცხადების გამოგზავნით ყაზახეთმა და ირანმაც დაადასტურეს.

თვის ბოლოს ჩვენი ქალთა ნაკრები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე ლონდონში გაემგზავრება, სადაც 2-10 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში მიიღებს მონაწილეობას.

აი, მოგვიანებით კი ბევრად სერიოზული პროექტი იგეგმება - ნაკრების კორეელი მწვრთნელი ან ჰიუნ სანი, რომელსაც უკვე გაუგრძელეს კონტრაქტი ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით, გუნდის წაყვანას მშობლიურ კორეაში გეგმავს ორთვიან შეკრებაზე.

დეტალები ჯერ ბოლომდე არაა დაზუსტებული, სხვა თუ არაფერი, თანხაც არაა გადაწყვეტილი, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი დაფინანსებას კი ჰპირდებათ, მაგრამ გარკვეული მონახაზი არსებობს. სანის სურვილია, ჩვენებმა იქაურებთან რამდენიმე სატესტო შეხვედრაც გამართონ, ვარჯიშებს კი სეულში, მისსავე მშობლიურ კლუბში ჩაატარებენ, სადაც გარკვეულწილად ადგილობრივი მწვრთნელებიც დაეხმარებიან. ეს პროექტი თუ მართლაც განხორციელდა, ვფიქრობთ, ქართული მშვილდოსნობისთვის კარგი საქმე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა