ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა
2011 წლის 10 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანს" უმასპინძლა.

"ზესტაფონისა" და "მერანის" დაპირისპირება ერთბაშად რამდენიმე დებიუტისა და მინდორზე დაბრუნების გამო გახლდათ საინტერესო. პირველი - მარგველთა ახალი დამრიგებლის გიორგი ჭიაბრიშვილისათვის ეს მატჩი სადებიუტო გახლდათ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მეორე- საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ზესტაფონელთა თავდამსხმელი გოგა ფიფია დაუბრუნდა. და მესამეც - იმერელთა რიგებში უმაღლესი ლიგის ერთბაშად ორმა დებიუტანტმა (მალხაზ გაგოშიძე და მიხეილ სარდალიშვილი) იასპარეზა.

თავად იმერულ-მეგრული დუელი, მოლოდინისამებრ, მასპინძლების შეტევებით კი დაიწყო. მაგრამ, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი საკუთარი საჯარიმოს მისადგომების უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ იფარგლებოდნენ და სახიფათო კონტრაქციების ორგანიზებას ცდილობდნენ და მაინც, შეხვედრის 31-ე წუთზე მარგველებმა მოახერხეს მარტვილელთა კარის აღება - გაგოშიძე-წინამძღვრიშვილი-დვალის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის შოთა გრიგალაშვილზე გაკეთებული გადაცემითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მარტვილელთა გოლკიპერ ჯონი შეროზიას დამწუხრება - 44-ე წუთზე კახა ალადაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა ჯაბა დვალი, რომელმაც თავის საქმე ცივსისხლიანად გააკეთა ...

მეორე ნახევრის პირველი წუთები სტუმართა კართან წარმოებული შტურმითა და მასპინძელთა ძალიან შთამბეჭდავი თამაშით იყო დასამახსოვრებელი - მარტვილელები ვერაფრით ახერხებდნენ თამაშის თავის კარის სიახლოვიდან მეტოქის ნახევარზე გადატანას.

მით უფრო ალოგიკურად გამოჩნდა ის, რაც იმერელთა სასტარტო აქტიურობას მოჰყვა - მარტვილელებმა ზესტაფონელებს ორი სახიფათო კონტრიერიშით უპასუხეს, რომელთაგანაც პირველი გიგა ამბროლაძის მიერ 58-ე წუთზე გატანილი ერთი საპასუხო გოლით დასრულდა, ხოლო მეორეს შედეგად ანგარიში ნამდვილად გათანაბრდებოდა, რომ არა როინ კვასხვაძის დიდოსტატური თამაში.

მასპინძლები გონს მალევე მოვიდნენ და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარ შეკითხვას შოთა გრიგალაშვილის გადაცემის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილის მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს. დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშის შეცვლა კიდევ შეეძლოთ, თუმცა ის უცვლელი დარჩა. საბოლოოდ, მატჩი მარტვილელთა ძალიან სიმპატიურ და მებრძოლ გუნდთან ზესტაფონელებმა 3-1 მოიგეს.

fczestafoni.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა