დემიენ კომოლი "ლივერპული" ტრანსფერების გარდა მრავალ საინტერესო თემაზე ლაპარაკობს
დემიენ კომოლი არის ადამიანი, ვინც სპორტულ ვებგვერდებზე იშვიათად ჩანს. ის უმთავრესად მუშაობს და მერე შედეგებს იმკის.

ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა და "ლივერპულის" ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა, რომელიც მერე კლუბის ვებგვერდმა ბეჭდური სახით გამოაქვეყნა. კომოლი კლუბის ტრანსფერების გარდა მრავალ საინტერესო თემაზე ლაპარაკობს.

- როგორ შეაფასებდით "ლივერპულის" მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს?

- ჩატარებული სამუშაოებით მოხარულები ვართ, მაგრამ შეფასება მხოლოდ სეზონის ბოლოს იქნება შესაძლებელი. მოდი, ვნახოთ, რომელ ადგილზე იქნება გუნდი მაისში და რა შედეგებს მიიღებს თასის გათამაშებებში. ამას გარდა, ეს არ არის სამუშაო ერთი სეზონისთვის.

ესაა გათვლა მომდევნო წლებზე, მით უფრო, რომ ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები შევიძინეთ. 2011 წლის ზაფხულზე რაც გავაკეთეთ ამის შედეგს რამდენიმე წელიწადში მოვიმკით. იმ მოთამაშეთა უმრავლესობა, ვინც კი მოვიყვანეთ, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტები იყვნენ. ამ ფეხბურთელებმა სწორედ ის პოზიციები გაამაგრეს, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. პრობლემა იყო მარცხენა მცველის მოძებნა, მაგრამ ენრიკე დავიბევეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ.

- რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სატრანსფერო საქმიანობაში?

- მუშაობას იწყებენ სკაუტები. ისინი სასურველ ფეხბურთელს 1-2 წლის განმავლობაში აკვირდებიან, ხანდახან ეს პროცესი მეტიც გრძელდება. შემდეგ ისინი მოდიან კლუბში. მე და კენი დალგლიში კი საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ.

ამის შემდეგ მივმართავ კლუბის მესაკუთრეებს და ვუსაბუთებ, რატომ მინდა ამა თუ იმ ფეხბურთელის ყიდვა. ისინი კი გვაძლევენ ფულს. ბოლოს იწყება მოლაპარაკებები ფეხბურთელის კლუბთან. იშვიათად, რომ მოლაპარაკების პროცესი იოლი აღმოჩნდეს. ძალიან რთულად წარიმართა ეს ამბები სუარესის შემთხვევაში, გაჭიანურდა კოატესის ტრანსფერიც.

- ამას წინათ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სწორედ თქვენ დააჯერეთ მესაკუთრეები, რომ ფეხბურთელები ჯერ გეყიდათ და შემდეგ გამოთხოვებოდით არასასურველებს. როგორ მოახერხეთ ეს?

- დარწმუნება აქ არ გამოდის, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მიეჩვივნენ ყველაფერში გამარჯვებას, რისთვისაც ოდესმე ხელი მოუკიდიათ. მათ თქვეს, რომ "ლივერპულის" წარმატებები სურდათ, ამისთვის კი კლუბში ყველაფერი თავდაყირა უნდა დამდგარიყო.

არ გვქონდა უფლება გაგვერისკა და სხვებისთვის მიგვეცა ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელების ყიდვის შანსი. მათ მითხრეს, რომ თუკი შეგვეძლო გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება, მართლა ასე მოვიქცეთო. ისინი გვენდობოდნენ მე და კენი დალგლიშს.

- ტრანსფერებში კენის როლი როგორია?

- უდიდესი! იმიტომ, რომ მას რამე თუ ფეხბურთელში არ მოსწონს, ჩვენ მას არ ვიყიდით. მისი აზრი ფეხბურთელზე ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდში. სიტუაციას ყოველთვის ვიხილავთ სტივ კლარკთან ერთადაც, რადგან მას დიდი დრო გაუტარებია სხვა უმაღლესი დონის კლუბებში, სტივის გუნდებს უთამაშიათ ჩემპიონთა ლიგაშიც.

ასე რომ, მასაც სოლიდური წილი შეაქვს საერთო საქმეში. როცა სათადარიგო მეკარეს ვეძებდით, აქ უდიდესი როლი ითამაშა ჯონ ახტენბერგმა, მეკარეთა მწვრთნელმა. ჩვენ მის გემოვნებას ვენდეთ, რადგან მას შეუძლია ყოველთვის შეამჩნიოს ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს შევნიშნავთ. მეკარეები ხომ თავის განსაკუთრებულ ენაზე ლაპარაკობენ.

- ფეხბურთელებთან ერთად თუ იხილავთ სატრანსფერი გეგმებს?

- დიახ, ფეხბურთელებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგალითად ჯერარდს ჰენდერსონთან ერთად ნათამაშები ჰქონდა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და აზრი ვკითხეთ. სტივის იანვარში დავეკითხეთ სხვა ინგლისელ ფეხბურთელებზეც, მაგალითად ენდი კეროლზე. ასევე დავინტერესდით კუიტის აზრით, რადგან ის სუარესს კარგად იცნობდა.

- ბევრს აინტერესებს, რატომ დაუთმეთ მეირელეში "ჩელსის"?

- ჩვენ არ ვაპირებდით რაულის გაყიდვას, მაგრამ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ სხვა კლუბში თამაში უნდოდა. აზრი არ აქვს შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელის ყოლას, ვისაც თამაში არ სურს. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავდა ტორესის მდგომარეობას, რომელმაც ჩვენ სწორედ ამიტომ დაგვტოვა. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. ასეთ დროს ჯობია მოთამაშეს შეელიო და მასში კარგი ფული აიღო.

- კითხვები ჩნდება ალბერტო აკვილანის იჯარასთან დაკავშირებითაც.

- ის ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი მონაცემებით, მაგრამ ალბათ გესმით, რომ ჩვენ მის პოზიციაზე სტივენ ჯერარდი გვყავს. სწორედ ამიტომ ალბერტოს გაუჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკის მიღება.

ამისთვის კიდევ რამდენიმე მიზეზი იყო. მისთვის კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რთული იყო. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული დავრჩი იმით, როგორ იქცეოდა ალბერტო მოლაპარაკებების დროს. ის მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ფიქრობდა და ფულს მეორეხარისხოვან რამედ მიიჩნევდა.

- მართალია, რომ "ლილისგან" თქვენ უარი მიიღეთ ედენ აზარის ტრანსფერის შესახებ?

- მეც წავიკითხე მსგავსი ინფორმაციები და გარწმუნებთ, რომ ტყუილია. აზარი მართლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისით ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ.

- რატომ გაუშვით იჯარით პაჩეკო?

- მისი გაშვება იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ გაგვეგო, შეძლებდა თუ არა რომელიმე გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. შარშან ჩემპიონატში "ნორვიჩის" შემადგენლობაში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. კარგად ითამაშა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც და მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობაზეც. ჩვენ ვაკვირდებოდით მის თამაშებს ამ ტურნირებზე. ასეთივე სიტუაციაა პეტრ გულაშის შემთხვევაშიც. ის საკმაოდ პერსპექტიული მეკარეა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ მას განვითარება სჭირდებოდა.

- აშკარაა, რომ გუნდში სიტუაცია გამოსწორდა. არსებობს თუ არა რომელიმე ხაზი, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს?

- ამ შეკითხვას საკუთარ თავსაც ვუსვამდი და მგონია, რომ ამ წუთას არა. ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს კარგად ვიმუშავეთ. საერთო ჯამში, გუნდში 9 ახალი ფეხბურთელი მოვიყვანეთ, რითაც გუნდს სახე შევუცვალეთ. ვნახავთ, როგორ იმუშავებენ ფეხბურთელები და მივხვდებით, გვჭირდება თუ არა ახალი ფეხბურთელები.

- მოგვიყევით თქვენი და კენი დალგლიშის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

- ყველაფერი კარგად არის და არა მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული, არამედ მას მერე, რაც ის გუნდში მოვიდა. გაზაფხულზე ხანდახან განსხვავებულად ვფიქრობდით იმაზე, ვინ უნდა მოსულიყო ჩვენთან და ვის უნდა დაეტოვებინა გუნდი, მაგრამ ტრანსფერების პერიოდის მოახლოებასთან ერთად ჩვენ კარგად მოვემზადეთ, რადგან ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩვენ ერთ ხმაში ვამბობდით, რომ გვჭირდებოდა ეს და ეს ფეხბურთელი და ვცდილობდით მის ხელში ჩაგდებას. კენიმ ყოველთვის იცოდა, სად, როდის და რას ვაკეთებდი. მე მას საქმის ყურში ვაყენებდი, როგორ მიდიოდა ტრანსფერების ამბები. ვიმეორებ, ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს და არამხოლოდ პროფესიული ინტერესის გამო, ზოგადადაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა