ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ფრანსუა სტეინი: ბოკესთვის მოედანზე მოვკვდები

ფრანსუა სტეინი: ბოკესთვის მოედანზე მოვკვდები

სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრას სოვეტოში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა ოცდაოთხამდე შეამცირა...

სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრას სოვეტოში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა ოცდაოთხამდე შეამცირა. დისკვალიფიკაციის გამო "ოლ ბლექსთან" ვერ ითამაშებს შუამარბი ჟაკ ფური, ტრავმირებულია მესამეხაზელი რაიან კანკოვსკი, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს მოაკლდებიან მორკინალები ბი ჯეი ბოთა და ტენდაი მთავარირა.

სამხრეთაფრიკელთა საწვრთნელ ბანაკში უნდა ყოფილიყო პარიზული "მეტრო რასინგის" ფულბეკი ფრანსუა სტეინიც, რომელმაც ტრავმის გამო საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩიც გამოტოვა. სამხრეთ აფრიკაში მის არჩასვლას კი ნაკრების მწვრთნელის არცთუ კორექტული რეაქცია მოჰყვა. დე ფილიერსის აზრით, ტრავმა მიზეზია, სტეინს, უბრალოდ, "ბოკეს" შემადგენლობაში თამაში არ სურს.

ბოლოს და ბოლოს, ხმა სტეინმაც ამოიღო:

"რას ჰქვია, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში არ მსურს. "ბოკესთვის" შემიძლია მოედანზე მოვკვდე" - უთხრა სამხრეთ აფრიკის 23 წლის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ გაზეთ "აფრიკანს რიპორტს" - "ძალიან მინდა, 2011 წლის მსოფლიო თასზე ვითამაშო და ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.

გავოცდი, როცა ნაკრებში სამი ერის მატჩისთვის გამომიძახეს, რადგან ჩემთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ "ბოკეში" თამაშის საშუალებას ნოემბრის ტესტებისთვის მომცემდნენ. ახლა კი მესმის, რომ თურმე გული არ მქონია და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში არ მინდა.

დე ფილიერსს ვერაფრით დავუკავშირდი და მობილიურ ტელეფონზე შეტყობინება დავუტოვე, ავუხსენი, რომ ტრავმა მაქვს და ნაკრებს ვერაფრით დავეხმარებოდი.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ იმ გუნდისთვის, რომელშიც ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები. "მეტრო რასინგი" ჯამაგირს მიხდის, მასთან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. კლუბის ხელმძღვანელობამ ნება არ დამრთო, სამხრეთ აფრიკაში გავმგზავრებულიყავი. არ შემეძლო, ავმდგარიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა, მით უფრო, რომ დაშავებული ვარ და ვმკურნალობ.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ "მეტრო რასინგი" ნაკრებში თამაშის ნებას დამრთავს, თვითმფრინავამდე ვერავინ მიმასწრებს."

2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული აღშფოთებას ვერ მალავს დე ფილიერსის უპასუხისმგებლო განცხადების გამო. ივნისის ტესტებისას უელსის ნაკრებთან სათამაშოდ ის საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა, თანაც კლუბს ნაკრებში მის გამოძახებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია სრულად არ მიუღია.

"უელსიდან რომ დავბრუნდი - განაგრძობს ფრანსუა სტეინი - "მეტრო რასინგის" მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ მითხრა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშს არ გიშლი, მაგრამ სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ გუნდიდან გასანთავისუფლებლად საჭირო ყველა დოკუმენტი დროულად გამოაგზავნინეო. დე ფილიერსმა სიტყვა მომცა, რომ საფრანგეთში ჩამოვიდოდა და კლუბის ხელმძღვანელებთან ჩემს თაობაზე მოილაპარაკებდა. ის საფრანგეთში არ ჩამოსულა და უელსთან მატჩის შემდეგ ერთხელაც არ შემხმიანებია.

მეტიც, თამაშის შემდეგ მან თქვა, რომ იმ მორაგბეებს, ევროპულ კლუბებში რომ თამაშობენ, "ბოკესთვის" სარგებლობა ვერ მოაქვთ, ვინაიდან სამხრეთ ნახევარსფეროში თამაშის ტემპი ბევრად უფრო მაღალია. ევროპაში მოთამაშეები კი დიდი დატვირთვისთვის მზად არ არიანო.

ახლა, როცა ტრავმირებული ვარ, თურმე საჭირო გავხდი. ვერ ვხვდები, დე ფილიერსს რაში სჭირდება ყოველივე ეს."

ერთი სიტყვით, სამხრეთაფრიკულ რაგბიში დიდი გაწევ-გამოწევაა. აურზაური სამი ერის პირველ ორ მატჩში ახალ ზელანდიასთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაიწყო. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა "ბოკეს" თავკაცს მხარი დაუჭირა მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, მეტიც, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირები "სარაგბო ომის" წამოწყებაში დაადანაშაულა.

ყველაფერი კი, შესაძლოა, იმით დასრულდეს, რომ სამხრეთ აფრიკა სანზარ-ს გამოეყოს.

"2015 წლამდე არაფერი მოხდება, რადგან კონტრაქტი ამ ორგანიზაციასთან და ტელეკომპანიებთან სწორედ ამ დრომდე გვაქვს გაფორმებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანზარ-იდან გამოყოფის შესაძლებლობა განვიხილოთ. უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ, რა შეჯიბრებებში მივიღოთ მონაწილეობა. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, დეტალურად გავაანალიზოთ, რათა სამხრეთაფრიკული რაგბი არ დაზარალდეს" - განაცხადა ორეგონ ჰოსკინსმა.

სამხრეთ აფრიკა

შერკინება: სხალკ ბურხერი, ფრანსუა ლავი (ორივე-სთორმერზი), იანი დუ პლესი, ჯონ სმიტი (ორივე-ნატალ შარქსი), სი ჯეი ფან დერ ლინდე, ჟუან სმიტი (ორივე-ჩიტაზი), ვიქტორ მეტფილდი, დიუვალ პოთხიტერი, ჩილიბოი რელეპელე, დენი როსუ, პიერ სპისი, ხუთრო სტენკამპი, ფილიპ ფან დერ მერვე (ყველა-ბლუ ბულზი).

უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, იუან დე იონგი, ბრაიან ჰაბანა, რიკი იანუარი (ყველა-სთორმერზი), იან დე ფილიერსი (ვესტერნ პროვანსი), ბუჩ ჯეიმზი (ბასი), ჯეი პი პიტერსენი (ნატალ შარქსი), ფრანსუა ჰუგარი, ზან კირშნერი, ვინანდ ულიფიე, მორნი სტეინი (ყველა-ბლუ ბულზი).

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება