სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს თავის მემკვიდრედ ჟოზე მოურინიოს შესთავაზებს
საქმე საქმეზე რომ მიდგება სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს თავის მემკვიდრედ ჟოზე მოურინიოს შესთავაზებსო, დაბეჯითებით წერს "დეილი მეილი".

გაზეთი იქვე დასძენს, რომ დიდი მწვრთნელის გადაწყვეტილება, "იუნაიტედი" ყოფილ მთავარ კონკურენტს გადააბაროს, უდიდესი გამოცდა იქნება "განსაკუთრებულისთვის", რომელმაც "პორტუში", "ჩელსიში", "ინტერსა" და "რეალში" მუშაობის დროს მრავალი მტერი და მოძულე შეიძინა.

"იუნაიტედის" შეფები სერ ალექსის ამ გადაწყვეტილებამ, თურმე, გვარიანად დაძაბა. მათ ეშინიათ, რომ მოურინიოს თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში "მსოფლიოში ყველაზე დიდ" კლუბს სახელი შეებღალება. მათი შიში ძნელი გასაგები ნამდვილად არ არის.

"განსაკუთრებული" თავისებური ქცევისა და ზნის კაცია და დღენიადაგ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც კამათსა და აღშფოთებას იწვევს. ასე მაგალითად, "რეალისა" და "ბარსელონას" ბოლო დაპირისპირების დროს მოუმ კატალონიელთა ერთ-ერთ მწვრთნელ ტიტო ვილიანოვას უკნიდან ყური აუწია, უფრო სწორად კი ეს ვერ მოახერხა და თვალში თითის ტაკება გამოუვიდა.

თუმცა, ფერგიუსონი ასეთ ამბებს არას დაგიდევთ და დარწმუნებულია, რომ მოურინიო, რომელთანაც 2007 წლის (პორტუგალიელის ინგლისიდან წასვლის) შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, სწორედ ის კაცია, ვინც "იუნაიტედს" სჭირდება.

"ალექსსა და ჟოზეს მეგობრული ურთიერთობა აქვთ - უთხრა "დეილი მეილს" ადამიანმა, რომელიც ორივე მწვრთნელთან ახლობლობს - გარწმუნებთ, რომ ფერგიუსონი ყველა ღონეს იხმარს, რათა "იუნაიტედიდან" მისი წასვლის შემდეგ "ოლდ ტრეფორდზე" მწვრთნელად მოურინიო მივიდეს.

ჟოზეს "რეალში" უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ფერგიუსონმა კარგად იცის, რომ ამ პრობლემათა მეტი წილი მისი ეროვნებითაა განპირობებული. მოურინიო პორტუგალიელია და ამით ამაყობს, ესპანელები კი პორტუგალიელებს ზემოდან უყურებენ და მათი მითითებებისა და ბრძანებების შესრულებას თაკილობენ. ინგლისში ასე არ არის. როდესაც ჟოზე თანამდებობიდან გაუშვეს, "ჩელსის" ფეხბურთელები ყურებჩამოყრილნი იყვნენ".

მოურინიოს შესახებ თავისი მოსაზრება ხმამაღლა გამოთქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ვეტერანმა და ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა, 32 წლის რიო ფერდინანდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა