„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის მსაჯ მაიკლ ოლივიეს „მდუღარე კრიტიკა“ გადაავლო თავს
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის მსაჯ მაიკლ ოლივიეს „მდუღარე კრიტიკა“ გადაავლო თავს - პრემიერლიგაში წლეულს აღზევებული გუნდის თავკაცს პრეტენზია აქვს, რომ კვირას მის ფეხბურთელებს ორი პენალტი უნდა დაერტყათ, ხოლო მათ კარში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

„ასტონ ვილასთან“ მატჩში „რეინჯერსმა“ ანგარიში ბოლოწამს გაათანაბრა - ამ მომენტისთვის დასავლეთლონდონელები მოედანზე უკვე ათი კაცით იყვნენ დარჩენილი.

როგორც მოგახსენეთ, პენალტი სტუმრებმა დაარტყეს - ბარი ბენანმა სწორედ 11 მეტრიდან გახსნა ანგარიში, თუმცა შეხვედრის მიწურულს არმანდ ტრაორემ გებრიელ აგბონლაჰორს მცირე მუჯლუგუნი მიჰკრა და გაქვითა. უორნოკი მატჩის შემდეგ თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა:

„მსაჯები უნდა ჩანდნენ, მაგრამ მათი ხმა არ უნდა ისმოდეს. სამწუხაროა, ახლა მსაჯობაზე რომ მიწევს ლაპარაკი, რადგან ჩვენი და „ასტონ ვილას“ შეხვედრა ძნელი სამსაჯო ნამდვილად არ იყო. პენალტი, რომელიც არბიტრმა ჩვენს კარში დანიშნა ნამდვილად არ იყო დასანიშნი. ასეთ რაღაცებზე თუ უსტვენ, მაშინ შეხვედრის განმავლობაში 30-40 ჯარიმით მეტი უნდა დანიშნო.

კარის უკან „ასტონ ვილას“ გულშემატკივრები ისხდნენ და მათ რეაქცია არც ჰქონიათ. მსაჯმა პენალტი რომ დანიშნა, მგონი გაუკვირდათ კიდეც. მატჩის შემდეგ მსაჯს ველაპარაკე და ერთი-ორი ისეთი რამ ვუთხარი, რომ ვფიქრობ, მომავალ შეხვედრებში, როდესაც ის დღევანდელის მსგავსი სიტუაციების წინაშე აღმოჩნდება, შეცდომას აღარ დაუშვებს“.

კიდევ, უორნოკი დარწმუნებულია, რომ ბირმინგემელმა ალან ჰატონმა ორ ეპიზოდში ხელით ითამაშა, რისთვისაც არბიტრს ის ორივეჯერ პენალტით უნდა დაესაჯა. „ქუინზ პარკის“ თავკაცმა თქვა:

„ამ ორი ეპიზოდიდან პირველი საკამათოა, მეორეში კი ჰატონმა აშკარად აწია ხელები, ჩვენ კი ასე ვიცით, რომ თუ მცველი ხელებს გაშლის და ბურთი ამ დროს მოხვდება, უეჭველად უნდა დაინიშნოს პენალტი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა