ბათუმში დამთავრდა აჭარის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელსაც ქალაქმა წლეულს მეჩვიდმეტედ უმასპინძლა
კვირას ბათუმში დამთავრდა აჭარის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელსაც ავტონომიის დედაქალაქმა წლეულს მეჩვიდმეტედ უმასპინძლა. ის ადრინდელზე წარმომადგენლობითი გამოდგა - ტრადიციულ მონაწილეებთან - აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად ამჯერად პირველად გვესტუმრნენ ყაზახები და ირანელები.

ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ნაკრებებით მონაწილეობდა ქართული მხარე. წლეულს ჩამოსვლა ვერ მოახერხეს თურქებმა, იმავე პერიოდში თავად მასპინძლობდნენ მსოფლიოს თასის ფინალს და მთელი ყურადღება იქ გადაიტანეს. მით უფრო, იმ შეჯიბრებაში თურქთა ქართველი მსროლელი ნატო ნასარიძეც მონაწილეობდა, უიმისოდ კი სხვების აქ ჩამოსვლა გამორიცხული იყო.

შეჯიბრების კალენდარი მთლად მისაღები არც მასპინძელთათვის აღმოჩნდა, რადგან ეროვნული ნაკრების შეკრება დუშეთში დაემთხვა და ქვეყნის წამყვანი სპორტსმენებიც იქ იყვნენ, მათ შორის - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ნაკრების აჭარელი კანდიდატები: ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე და ნათია ცინცაძე. ნარიმანიძე მაინც გამოვიდა ტურნირში, რადგან თავი მოვალედ მიიჩნია, მშობლიურ შეჯიბრებაზე ეასპარეზა.

თურქულ-ქართული დანაკლისის მიუხედავად, ბათუმის ტურნირი მაინც წარმომადგენლობითი გამოდგა - ქალთა ტურნირში 16, ვაჟებში კი - 37 მონაწილე გამოდიოდა. მასპინძელთა შესუსტებული შემადგენლობის ფონზე უფრო სტუმრებმა იყოჩაღეს, რაც ამ პირობებში დიდად გასაკვირი არც იყო.

ჩვენთვის მთავარი მოულოდნელობა ნარიმანიძის მესამეზე დარჩენაა, თორემ ვაჟებში დიდ წარმატებას არც ველოდით. ნარიმანიძე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ სვეტლანა სიმონოვასთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, ის მოგება კი არც სიმონოვას შერჩა - ფინალში სომეხ ნუნე ვასილიანთან წააგო.

ვაჟებში ყველაზე უკეთ აზერბაიჯანელებმა ისროლეს, ჩვენები კი უმედლოდ დარჩნენ. მასპინძელთაგან ყველაზე უკეთ ბათუმელი ტარიელ ქადიძე გამოვიდა. მან ბრინჯაოსთვის იბრძოლა, მაგრამ სომეხ ვასილ შახნაზარიანთან დამარცხდა. ფინალში აზერბაიჯანელები გავიდნენ - რომან ვენგეროვმა დიმიტრი დანკოვს აჯობა.

ახლო მომავალში რამდენიმე ტურნირი კიდევ გველოდება. 1 ოქტომბერს ქალთა ეროვნული ნაკრები უცვლელი სამეულით - ესებუა, ნარიმანიძე, დიასამიძე ლონდონში მიემგზავრება, სადაც 2-10 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.

ეს შეჯიბრება ოლიმპიურ სასროლეთზე გაიმართება და უფრო მასპინძელთათვისაა განკუთვნილი - მიზნად არენის შემოწმებას ისახავს, მაგრამ სპორტსმენებსაც სურთ ადაპტაცია გაიარონ მომავალ ოლიმპიურ არენაზე. ქალთა ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა სრული, სამკაცა გუნდით მხოლოდ 16 ნაკრებია მიწვეული - საქართველო, ჩინეთი, კოლუმბია, დანია, ესპანეთი, მასპინძელი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კორეა, მალაიზია, პოლონეთი, რუსეთი, შვეიცარია, უკრაინა, აშშ.

არიან ქვეყნები, რომლებსაც 1 ან 2 მონაწილე ეყოლებათ. შემდეგ კიდევ ერთი შეჯიბრებაა - 19-24 ოქტომბერს ერევანში ტრაგიკულად დაღუპული ნუნე ბაგრამიანის სახელობის მემორიალი.

თუმცა იქ, სავარაუდოდ, უფრო აჭარის წარმომადგენლები წავლენ, ეროვნული ნაკრების კანდიდატები კი იმ დროს, ალბათ, კორეაში იქნებიან შეკრებაზე,რაც მხოლოდ ქალთა ნაკრებზეა გათვლილი და კორეელ მთავარ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს იქ ორთვიან შეკრებაზე სურს წასვლა, თუმცა ჯერჯერობით ერთი თვის სამყოფი ფულია გამოძებნილი. დაფინანსება სრული გუნდისთვის თუ ვერ მოხერხდება, ესებუას მაინც გააგრძელებინებენ ვარჯიშს და ის სეულში მზადების ორთვიან ეტაპს გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა