27 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა დაუფარავად გამოხატა თავისი გრძნობები „ჩელსიში“ გატარებული უიღბლო პერიოდთან დაკავშირებით
27 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა, ფერნანდო ტორესმა დაუფარავად გამოხატა თავისი გრძნობები „ჩელსიში“ გატარებული უიღბლო პერიოდთან დაკავშირებით - მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში, 50 მილიონ ფუნტად ნაყიდი თავდამსხმელი დიდხანს გოლის გატანას ვერ ახერხებდა.

„ელ ნინიომ“, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში, „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ გოლიც გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდანაც გააგდეს, თქვა:

„ლივერპულიდან ლონდონში გადმოსვლის შემდეგ პირველი ნახევარი წელიწადი ძალიან ძნელი მქონდა. ამასთან, გულშემატკივართა თანადგომა ერთი წუთით არ მომკლებია. „ჩელსისთან“ კონტრაქტის გაფორმების პირველი დღიდან დღემდე, საკმარისია ფანებს შევხვდე ქუჩაში ან კაფეში, რომ ვხედავ, მხარში რამხელა ძალა მიდგას“.

„სტემფორდ ბრიჯზე“, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ტორესმა მხოლოდ ერთი გოლის შეგდება მოახერხა, თუმცა ბოლო დროს, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდის - ესპანელმა ზედიზედ ორ თამაშში გაიტანა. ტორესმა დასძინა:

„ძალიან მიხარია გოლების გატანა რომ დავიწყე. ეს, უპირველეს ყოვლისა ფანების გულს ახარებს. როდესაც პირველივე დღიდან ყველაფერი კარგად მიდის, გოლები გაგაქვს და წარმატებას აღწევ, გულშემატკივრისთვის შენი შეყვარება და მხარდაჭერა ძალიან ადვილია. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. ქომაგებმა დიდსულოვნება გამოამჟღავნეს“.

ტორესი ამბობს, რომ ის მხარდაჭერას განსაკუთრებით მაშინ გრძნობს, როდესაც შინიდან სტადიონისკენ მიდის ან პირიქით, სტემფორდ ბრიჯიდან“ შინ ბრუნდება. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანელმა, ლონდონში, სახლი „ჩელსის“ სტადიონთან ახლოს შეიძინა. ის ამბობს:

„ინგლისში, განსაკუთრებით კი „ჩელსიში“ თამაში ესპანეთში თამაშისგან ძალიან განსხვავდება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხისთვის თამაშობ და გრძნობ, რომ ისინი ამას გიფასებენ. მე სტადიონთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ ელოდებიან გულშემატკივრები ფეხბურთელების გამოჩენას. ვფიქრობ, მომავალში ჩემი სახლიდან გამოსვლა უფრო და უფრო ძნელი იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა