ბოლო დროს დიდი ხმაური გამოიწვია ვან პერსის განცხადებამ, რომ "მეთოფეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს
ბოლო დროს დიდი ხმაური გამოიწვია "არსენალის" ჰოლანდიელი თავდამსხმელის, 28 წლის რობინ ვან პერსის განცხადებამ, რომ "მეთოფეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

მოგეხსენებათ, ფორვარდს, რომელმაც ბოლო ტურში, ჩრდილოლონდონელთა შემადგენლობაში თავისი მეასე გოლი გაიტანა და ამ სეზონში გუნდის კაპიტნადაც დანიშნეს, მოქმედი ხელშეკრულების თანახმად "ემირეით სთედიუმზე" კიდევ ორი წელიწადის გატარება მართებს.

ეს ამბავი "არსენალის" ფრანგ თავკაც არსენ ვენგერს ამშვიდებს, თუმცა ფეხბურთელი პირობას არ დებს, რომ მომავალშიც "მეთოფე" იქნება. ასეთი რამ კი კლუბს, რომელმაც გასულ ზაფხულს ორი წამყვანი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი გაუშვა, ძალიან აშინებს და აფორიაქებს.

"მოდი, პატივი ვცეთ ვან პერსის კონტრაქტს, სადაც წერია, რომ ის "არსენალში" კიდევ ორ წელიწადს დარჩება. ორი წელიწადი ფეხბურთში ძალიან, ძალიან დიდი დროა - თქვა ვენგერმა - ჩვენი მხრივ, კლუბის წარმომადგენლებს ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, ასე რომ საპანიკო არაფერია. დღეს, ხმაურის ატეხვა იმის გამო, რომ ვან პერსი ორი წლის შემდგომ გეგმაზე ვერაფერს ამბობს, სწორი არ არის.

რაც შეეხება ჰოლანდიელის თამაშს, გეტყვით, რომ მე მისგან ყოველთვის მაღალი დონის ფეხბურთს ველოდები და ისიც იმედს მიმართლებს. რობინი თანაგუნდელებს შესანიშნავად უგებს, მათთან მოედანზეც შეწყობილია და მოედნის მიღმაც.

დახედეთ სტატისტიკურ მონაცემებს: ვან პერსიმ 26 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. არ დაგიმალავთ, მე რობინ ვან პერსისგან ძალიან ბევრს ვითხოვ და მიხარია, რომ ის ჩემს მოთხოვნას გაგებით ეკიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა