"ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ ფრენკ ლემპარდი მომდევნო წლებში ვარსკვლავურ ფეხბურთს ითამაშებს
"ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ ფრენკ ლემპარდი მომდევნო წლებში ვარსკვლავურ ფეხბურთს ითამაშებს.

საინტერესო ფაქტია: ვილაშ-ბოაში და ლემპარდი ტოლები არიან. რაც შეეხება პორტუგალიელი თავკაცის ნათქვამს, მისი ლაიტმოტივი გასაგებია - ვილაშ-ბოაში გუნდში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. ბოლო ხანს დაირხა ხმები, რომ ის ლემპარდს განზრახ ავიწროვებს და მიზნად მისი გუნდიდან გაგდება აქვს დასახული.

"ფრენკი დიდებული ფეხბურთელია, - თქვა მწვრთნელმა "ვალენსიასთან" გუშინდელი შეხვედრის წინ, - ის ფასდაუდებელია, როგორც "ჩელსისთვის" ასევე ინგლისის ნაკრებისთვის და სანამ მე "სტემფორდ ბრიჯზე" ვმუშაობ, ითამაშებს და გაიბრწყენს კიდეც. უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალაც იქნება".

ინგლისში ხმები დაირხა, რომ გასულ შაბათს, "ჩელსის" მიერ "სუონსის" 4:1 ძლევის დღეს, ლემპარდი "ლურჯების" სათადარიგოთა სკამიდან გაბრაზებული გაიქცა. ამ ხმებს ვილაშ-ბოაში კატეგორიულად უარყოფს:

"წარმოუდგენელი ზღაპრები გაავრცელეს. ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რადგან სიმართლის მარცვალსაც კი არ შეიცავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა