„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ თანამფლობელმა, ამიტ ბატიამ განაცხადა, რომ „რეინჯერსს“ დევიდ ბექჰემის დამატება სურს და ნოემბრისთვის კონტრაქტსაც ამზადებს
პრემიერლიგაში ახალაღზევებული დასავლეთლონდონური კლუბის, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ თანამფლობელმა, ამიტ ბატიამ განაცხადა, რომ „რეინჯერსს“ მართლა სურს 36 წლის ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის დამატება და ნოემბრისთვის კონტრაქტსაც ამზადებს.

საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის ხელშეკრულება ამერიკულ კლუბ „ლოს ანჯელეს გელექსისთან“ სწორედ ნოემბერში დაკარგავს ძალას და ლონდონელთა ახალმა მეპატრონემ, ტონი ფერნანდესმა და მისმა ამფსონმა ბატიამაც გადაწყვიტეს „დიდ სახელს“ გაეთამაშონ. სხვათა შორის, ბატია თავიდან უარყოფდა, რომ „რეინჯერსს“ ბექჰემთან დაკავშირება უნდოდა, მაგრამ ახლა „ფირფიტა ამოატრიალა“:

„თქვენ გაინტერესებთ ბექჰემისთვის წინადადების შესათავაზებლად მზად თუ ვართ? ამ კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ: დიახ! ჩვენ დევიდ ბექჰემს „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადმოსვლას შევთავაზებთ. მე და ტონი ამ საკითხზე ხშირად ვლაპარაკობთ და მას ან მისი კალიბრის რომელიმე სხვა ფეხბურთელს აშკარად მოვიზიდავთ.

კარგი იქნება თუ ბექჰემი დაგვთანხმდება, თუმცა, არც სხვა დიდ სახელზე ვიტყვით უარს. რასაკვირველია, უნდათ თუ არა „ქუინზ პარკში“ თამაში, მათი გადასაწყვეტი იქნება. კერძოდ ბექჰემს პრემიერლიგაში ახალგადასულ კლუბში თამაში შესაძლოა არ უნდოდეს და თუ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს, უფრო, ალბათ „ტოტენჰემს“ აირჩევს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის