„სანდერლენდის“ 30 წლის ცენტრალური მცველი ქალაქ მიდლსბროს პოლიციაში დაკითხეს და დილის 6 საათზე თავდებით გამოუშვეს
ჩვენში წლობით ტიტუს ბრამბლად ცნობილი „სანდერლენდის“ 30 წლის ცენტრალური მცველი, ტაიტუს ბრემბლი ოთხშაბათს ღამით ქალაქ მიდლსბროს პოლიციაში დაკითხეს და დილის 6 საათზე თავდებით გამოუშვეს.

მას სექსუალურ ძალადობასა და ეგრეთწოდებული „ა“ კლასის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ფეხბურთელი, რომელმაც ორშაბათს „სანდერლენდისა“ და „ნორვიჩის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ნორვიჩელებმა გაიმარჯვეს 2:1) ოთხშაბათს ტისაიდში, იარმის მახლობლად დააკავეს.

ფეხბურთელის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, რასაკვირველია, „სანდერლენდის“ შეფობაც შეაშფოთა და ისინი ბრემბლს გუშინ საგანგებოდ შეხვდნენ. კერძოდ, ლაპარაკია მწვრთნელ სტივ ბრუსსა და თავმჯდომარე ნილ ქუინზე. კლუბის პრეს-მდივანმა განაცხადა: „ჩვენი კლუბი ცდილობს ბრემბლთან დაკავშირებული საქმის ყველა წვრილმანი გამოიკვლიოს. ამ წუთას მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“.

ფაქტია, რომ ტაიტუს ბრემბლი შაბათს, სანდერლენდში, „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ადგილს სასტარტო შემადგენლობაში დაიკავებს მაიკლ ტერნერი, ფეხბურთელი, რომელიც აპრილის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა