„უიგანის“ მეპატრონე დეივ უილანი ამბობს, რომ „გლაზგო რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერლიგაში უნდა დაეტიოს, რადგან ინგლისში არავინ მიიღებს
ვერ გეტყვით „უიგანის“ მეპატრონე დეივ უილანს ვინ ეკითხებოდა, მაგრამ ის ამბობს, რომ „გლაზგო რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერლიგაში უნდა დაეტიოს, რადგან ინგლისში არავინ მიიღებს.

„რეინჯერსს“ შოტლანდიის ქალაქ მოზერუელში დაბადებულ-გაზრდილი თავმჯდომარე, კრეიგ უაიტი უდგას სათავეში. მან სქოთთა ჩემპიონი სერ დევიდ მიურეისგან მაისში იყიდა და აღმოაჩინა, რომ ფინანსური კოლაპსის პირასაა. თუ ნოემბრამდე კლუბმა ჩვენთვის უინტერესო, მაგრამ მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ვალები არ დაფარა, შესაძლოა საქმეში ადმინისტრატორები ჩაერიონ.

სხვა სიტყვებით, „რეინჯერსი“ გაკოტრებულად გამოცხადდება და მას გადააბარებენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ადმინისტრატორთა ჯგუფს, რომლებიც მდგომარეობის დალაგებასა და ახალი პატრონის მოძიებას შეეცდებიან.

როგორც ირკვევა, გამოსავლის ძიებაში უაიტი ბევრ სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი კლუბის ინგლისის პრემიერლიგაში გადაყვანაა. მეტიც, თურმე „რეინჯერსის“ თავმჯდომარე უფრო შორსაც წასულა და გამოსავალს ბრიტანეთის გარეთ, ევროპის კონტინენტზეც ეძებს. ის მზად არის კლუბი რომელიმე სხვა შეჯიბრებაში გადასვას და აქტიურად უჭერს მხარს ეგრეთწოდებული „ატლანტიკური ლიგის“ ჩამოყალიბებას.

„ატლანტიკური ლიგის“ ამბავი „უიგანის“ მეპატრონე უილანს, რასაკვირველია არ აწუხებს, მაგრამ პრემიერლიგას მკერდით გადაეფარა. ის ამტკიცებს, რომ პრემიერშიფის კლუბების თავმჯდომარეთა უმეტესობა, ისევე როგორც ორი წლის წინ, ახლაც დაბლოკავს „აიბროქს პარკის“ ბინადართა ინგლისში გადაბარგების მცდელობას.

„ვფიქრობ, „რეინჯერსის“ ახალმა მეპატრონემ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოს, - ბრძანა უილანმა, - მისი გუნდი შოტლანდიის პრემიერლიგაში გამოდის, ისინი შოტლანდიელები არიან, ბინა იქ აქვთ. გარდა ამისა, ეს კლუბი მხოლოდ ლოცვებით არსებობს. დამიჯერეთ, „რეინჯერსი“ და „სელტიკი“ ინგლისური პრემიერლიგის წევრები ვერასდროს გახდებიან. სწორად გამიგეთ, ინგლისში გადმობარგების იდეა საკუთრივ „რეინჯერსისთვის“ მართლაც დიდებულია და მე ამას ვხედავ. ასევე ვხედავ, რომ ეს იდეა ზოგადად ბრიტანულ ფეხბურთს ძალიან წაადგება, მაგრამ ჩვენს, ინგლისურ ფეხბურთს დააკნინებს. გლაზგოური გუნდების ჩვენთან გადმოსვლის წინააღმდეგ ბოლო ამოსუნთქვამდე, კბილებითა და ფრჩხილებით ვიბრძოლებთ“.

ზემოთ ორი წლის წინანდელი ამბავი ვახსენეთ. ორი წლის წინ, „ბოლტონის“ თავმჯდომარე ფილ გერთსაიდმა ორსაფეხურიანი პრემიერლიგის შექმის იდეა წამოაყენა. მან თქვა, რომ პრემიერლიგაში გუნდების რაოდენობა 36-მდე ან 40-მდე უნდა გაიზარდოს, ოღონდ ისინი ორ დონეზე უნდა გადანაწილდნენ და ქვედა დონეზე „რეინჯერსმა“ და „სელტიკმაც“ უნდა ითამაშონ. როგორი რეაქცია მოჰყვა ინგლისში ამ წინადადებას? პრემიერლიგაში მას კენჭიც კი არ უყარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა