„გუდისონ პარკზე“ „ევერტონი“ „ლივერპულს“ მასპინძლობს და ამ შეხვედრაში "წითლების" ლიდერი და კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში კვლავ არ იქნება
შაბათს პრემიერლიგაში მერსისაიდური დერბია, „გუდისონ პარკზე“ „ევერტონი“ „ლივერპულს“ მასპინძლობს და როგორც „წითლების“ ბანაკიდან გახდა ცნობილი, ამ შეხვედრაში მათი ლიდერი და კაპიტანი, 31 წლის სტივენ ჯერარდი სასტარტო შემადგენლობაში კვლავ არ იქნება - კენი დალგლიში მას სათადარიგოთა სკამზე უპირებს დასმას.

მოგეხსენებათ, ჯერარდი საზარდულის ტრავმამ დიდი ხნით გამოთიშა საქმეს. მან ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდიც გაურთულდა. საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აშკარად აკლია.

„ევერტონთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ჰოლანდიელი დირკ კუიტი ითამაშებს, რომელსაც „წითლების“ ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ სამში აქვს მონაწილეობა მიღებული. კუიტს 24 წლის ურუგვაელ ლუის სუარესთან მოუწევს პარტნიორობა. სუარესზე ლაპარაკისას ის ამტკიცებს, რომ ურუგვაელი თანდათანობით კიდევ უკეთ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ სუარესი „ლივერპულში“ იანვარში, 24 მილიონ ფუნტად „აიაქსიდან“ გადავიდა.

რვა წლის წინ ჰოლანდიის ლიგიდან პრემიერლიგაში „ისკუპა“ კუიტმაც - ის „ფეიენოორდის“ ფეხბურთელი იყო - და მან ყველაზე კარგად იცის თუ რამხელა ნაბიჯის გადადგმა უწევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გზას გადიან.

„ვატყობ ხალხს დაავიწყდა, რომ ლუისი ერედივიზიედან გადმოვიდა, ეს კი ძალიან დიდი ნახტომია. ინგლისში სულ სხვა სისწრაფით თამაშობენ და ტაქტიკურადაც სულ სხვანაირი ფეხბურთია. სუარესი ძალიან მოკლე დროში დიდებულად ათამაშდა და „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მაგრამ, მერწმუნეთ, მომავალში ის კიდევ უკეთ ითამაშებს. მას პრემიერლიგასთან ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა