თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე "მერანთან" მატჩში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა
მარტვილის "მერანთან" მატჩი გიორგი ლორიასთვის უიღბლო გამოდგა. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე პირველივე ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

ამის გამო იგი ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრისთვის დააკლდება, თუმცა საბედნიეროდ, ლორიას დაზიანება საგანგაშო არაა და მოედანს, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაუბრუნდება. ლორიამ უკვე გამოტოვა გორის "დილასთან" სათასო მატჩი და კვირას ვერც ბოლნისში, "სიონთან" ითამაშებს. სავსებით შესაძლებელია ეს მის მიერ გაცდენილი ბოლო მატჩი იყოს.

შეგახსენებთ, "მერანთან" ლორია გამოცდილმა სოსო გრიშიკაშვილმა შეცვალა, "დილასთან" კი "დინამოს" კარში "სპარტაკიდან" დაბრუნებული თორნიკე ზარქუა იდგა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ლორია "დინამოს" გამოკვეთილი პირველი ნომერია და სანამ ტრავმას მიიღებდა, მიმდინარე სეზონის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

სამაგიეროდ, გაცილებით სერიოზულია ლევან ხმალაძის პრობლემები. შეგახსენებთ, მას მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. მისი მოედანზე დაბრუნება ძალიან გაჭიანურდა და ეს არც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ხმალაძე და "დინამოს" ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი ორიოდე დღის წინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაემგზავრნენ, სადაც კონსულტაციებს ცნობილ ქირურგ-ორთოპედ თომას ფრიულიხთან გაივლის. სწორედ ამის შემდეგ დაზუსტდება ხმალაძის მკურნალობის კურსი როგორი და რა ხანგრძლივობის იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა