პრემიერლიგის მე-7 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი მერსისაიდურ დერბიში მოხდა
პრემიერლიგის მე-7 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი მერსისაიდურ დერბიში მოხდა - ლივერპულელი ლუის სუარესის წინააღმდეგ უხეშობისთვის მსაჯმა, მარტინ ატკინსონმა მოედნიდან "ევერტონის" 20 წლის ნახევარმცველი, ჯეკ როდუელი გააძევა.

არბიტრის ამ გადაწყვეტილების გამო მასპინძელთა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომლის გუნდმაც მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა, დიდი პროტესტი გამოთქვა. ის დარწმუნებულია, რომ ატკინსონის შეცდომა რომ არა, "ლივერპული" ვერ მოიგებდა.

მოიესმა თქვა, რომ როდუელი მსაჯს წითელი ბარათით არ უნდა დაესაჯა, მეტიც საერთოდ ჯარიმა არ უნდა დაენიშნა - ყვითელი ბარათიც კი გადაჭარბება იქნებოდაო. საკამათო ეპიზოდის შეფასება თავის ტრადიციულ სვეტში ფიფას არბიტრმა, გრემ პოლმა ითავა.

"დევიდ მოიესმა ისიც კი თქვა, რომ მარტინ ატკინსონს "ევერტონისა" და "ლივერპულის" შეხვედრა არ უნდა ემსაჯა. მე ამ მოსაზრებას ვერაფრით გავიზიარებ - დაწერა პოლმა - მერსისაიდური დერბი უმაღლესი დონის შეხვედრაა, ატკინსონი კი ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მსაჯია, რომელსაც როგორც ევროპაში ასევე აქ, სამშობლოში, დიდ პატივს სცემენ.

სხვა საქმეა, რომ ის მართლაც შეცდა, როდესაც ჯეკ როდუელს წითელი ბარათი ამოუღო. ფაქტია: ამ გადაწყვეტილებამ შეხვედრას დაღი დაასვა. ორთაბრძოლა აგრესიული არ ყოფილა და ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ ევერტონელი თავის მოძრაობას სრულად აკონტროლებდა. მან ბურთს "სუფთად" გაჰკრა ფეხი.

ამ ეპიზოდში ატკინსონი ახლოს იმყოფებოდა, და არც ვინმე ეფარებოდა. ის კარგად ხედავდა როდუელსა და სუარესს, თუმცა, ხანდახან ზედმეტად ახლოს ყოფნაც არ ვარგა. ჯობს მსაჯმა ეპიზოდი პერსპექტივაშიც აღიქვას. და კიდევ, ატკინსონმა წითელი ბარათის ამოღება ძალიან იჩქარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა