მანჩესტერ სიტის" იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თუ მისი გუნდის ირლანდიელი მეკარე შეი გივენი სხვაგან გადასვლას მოინდომებს...

მანჩესტერ სიტის" იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თუ მისი გუნდის ირლანდიელი მეკარე შეი გივენი სხვაგან გადასვლას მოინდომებს, იგი მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მოგეხსენებათ, გივენს ისტლენდზე მეორე მეკარეობა ემუქრება.

პრემიერლიგის პირველი შეხვედრა, რომელიც "სიტიმ" "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" ფრედ 0:0 ითამაშა, გივენმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ის შორიდან უყურებდა, როგორ იგერიებდა ძნელად ასაღებ ბურთებს მისი კოლეგა ჯო ჰარტი. არადა, თამაშამდე ირლანდიელს ასე ჰქონდა ნათქვამი:

"მე "მანჩესტერ სიტიში" სკამზე დასაჯდომად არ გადავსულვარ. მე ისტლენდზე იმიტომ ვარ, რომ ვითამაშო".

ახლა, გარშემო უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ გივენი ახალ გუნდს ეძებს. როგორც ჩანს მას ეჭვი აღარ ეპარება, რომ "სიტიში" ჰართის თადარიგში ყოფნას ვერ აცდება. კი მაგრამ, ვინ იყიდის გლკიპერს? არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი: "არსენლი" მთელი ზაფხულის განმავლობაში "ფულჰემიდან" ავსტრალიელი მარკ შვარცერის გადაბირებას ლამობს და თუ ხელმოცარული დარჩება, გივენს დააყენებს კარში; ხოლო თუ "არსენალი" და "ფულჰემი" შვარცერის საკითხზე შეთანხმდებიან, უკვე "ფულჰემი" დარჩება მეკარის გარეშე და სავარაუდოდ, გივენს ლონდონში გადაბარგების ვარიანტი გამოუჩნდება.

ასეა თუ ისე, მანჩინიმ თქვა, რომ თუ გივენი წასვლას გადაწყვეტს, ის დაბრკოლებას არ შეუქმნის: "იმედი მაქვს შეი ჩვენთან დარჩება, თუ არა და, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".

თავიდან "არსენალი" უფრო გივენით იყო დაინტერესებული ვიდრე შვარცერით, მაგრამ შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: გივენი იმხანად არსად მიდიოდა, ხოლო შვარცერმა "ფულჰემიდან" გათავისუფლება ითხოვა... შესაბამისად გადანაწილდა აქცენტებიც, თუმცა, "არსენალის" კარში დადგომას მაინც მონადირება სჭირდება. სატრანსფერო ბაზრის დახურვადე ჯერ კიდევ არის ათ დღეზე მეტი და, სავარაუდოდ, უგუნდოდ არც გივენი დარჩება და არც შვარცერი, ოღონდ, კაცი, რომელიც ახლა იცავს ჩრდილო ლონდონელთა კარს, პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკი ამბობს, რომ ორმაგი მონდომებით ივარჯიშებს, რათა არსენ ვენგერს თავი მოაწონოს და ძირითად გოლკიპერად დარჩეს:

"ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია. ტრიბუნებიდან ჩემი საწინააღმდეგო ყველა შეძახილი მესმის, მაგრამ თითოეული მათგანი მხოლოდ ბრძოლისკენ მიბიძგებს. მე ის კაცი არ ვარ ვინც ფარ-ხმალს იოლად ყრის. ჩემს ხელთ არსებულ ყველა ღონეს ვიხმარ, რათა პატივისცემა დავომსახურო და "არსენალის" ფანებს ჩემი სახელი ვამღერო".

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა