ინგლისისა და ჩერნოგორიის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის ვეტერანი რიო ფერდინანდი ვერ ითამაშებს

პარასკევს ინგლისის ნაკრები ჩერნოგორიას ეთამაშება. ეს ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრაა და მასში "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი, 32 წლის რიო ფერდინანდი ვერ ითამაშებს.

მიზეზი: მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ის განაცხადში არ შეიყვანა. ინგლისელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ახლა ფერდინანდი ნაკრებიდან სამუდამო მოკვეთის საშიშროების წინაშე დგას. კაპელო მიიჩნევს, რომ ორთავა კუნთის ბოლო ტრავმის შემდეგ ფერდინანდი ადრინდელივით აქტიურად ვეღარ თამაშობს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" როგორ მიდის რიო ფერდინანდის საქმე? ბოლო ტურში, "ნორვიჩთან", ფერდინანდი სერ ალექს ფერგიუსონსაც არ ჰყავდა თერთმეტ კაცში, თუმცა წინა ორ შეხვედრაში, "სტოკ სიტისა" და "ბაზელთან", ის ძირითადის წევრი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი კაპელოს არც ბულგარეთსა და უელსთან წინა ორ შეხვედრაში ჰყავდა შეკრებაზე. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მას ბოლო თხუთმეტი სანაკრებო შეხვედრიდან მხოლოდ სამში აქვს ნათამაშები. სავარაუდოდ, მის არყოფნაში ჯონ ტერის დაცვის ცენტრში გარი კეჰილი შეუწყვილდება.

პარასკევს ინგლისის ნაკრებმა ერთი ქულაც რომ მოიპოვოს, ევრო 2012-ში მონაწილეობა გარანტირებული ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა