"ფულჰემის" ფეხბურთელი კასამი "ჩელსისთან" ინგლისის ლიგის თასის მატჩში ვერგატანილი თერთმეტმეტრიანისთვის 500 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს
"ფულჰემის" ფეხბურთელი კასამი "ჩელსისთან" ინგლისის ლიგის თასის მატჩში ვერგატანილი თერთმეტმეტრიანისთვის 500 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს. ამ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ფულჰემი" 3:4 დამარცხდა.

19 წლის შვეიცარიელმა კასამიმ პენალტი 47 წუთზე ვერ გაიტანა. მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მისი დაჯარიმება "ფულჰემის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა გადაწყვიტა. ამ მატჩზე პენალტის შესრულება პორტუგალიელ ორლანდ სას ჰქონდა დავალებული, მაგრამ კასამიმ გადაწყვიტა თავად დაერტყა.

"ფულჰემში" იოლი ფეხბურთელებს წვრილმანი დარღვევებისთვის უმნიშვნელო თანხით ხშირად აჯარიმებს. ფეხბურთელები ამ ფაქტს ჩვეულებრივ მშვიდად ხვდებიან, მაგრამ კასამის დაჯარიმებამ რამდენიმე ფეხბურთელის განაწყენება გამოიწვია. შვეიცარიელის ხელფასი კვირაში დაახლოებით 8 ათას ფუნტს შეადგენს.

ჩვეულებრივ "ფულჰემის" პენალტისტი გუნდის კაპიტანი დენი მერფია, მაგრამ "ჩელსისთან" მატჩში მას არ უთამაშია. კასამიმ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ მერფის არყოფნაში პენალტისტად სა იყო დანიშნული.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა