სტიუარტ დაუნინგმა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთვალა, "ლივერპულის" ჩრდილიდან გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავიაო
სტიუარტ დაუნინგმა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთვალა, "ლივერპულის" ჩრდილიდან გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავიაო.

მართალია, მერსისაიდელები ჯერ არ ტოვებენ იმ გუნდის შთაბეჭდილებას, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ 27 წლის დაუნინგი, რომელიც "ენფილდ როუდზე" "ასტონ ვილადან" გადავიდა, ამბობს, რომ გუნდმა უკვე გამოაჩინა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ცნობისათვის: ბირმინგემელებმა დაუნინგის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი მიიღეს.

ჰაფბეკმა თქვა: "ჩვენ ყოველ შეხვედრაში ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და ვფიქრობ, შორს არ არის ის დღე, როდესაც მათ რეალიზაციასაც მოვახერხებთ.

სულ მალე ჩვენთან რომელიმე ძლიერი გუნდი დამარცხდება. "ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ უფრო ცივსისხლიანები უნდა გავხდეთ და მეტოქეები წელში გავტეხოთ. ამდენი ხელსაყრელი მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. იმ დღეს ჩვენ იმაზე მეტი ვინერვიულეთ, ვიდრე უნდა გვენერვიულა. საჭირო იყო მეტი გოლის გატანა და სალაპარაკო აღარაფერი იქნებოდა.

მეორე მხრივ კი ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ფანები ჩვენს მონდომებას აფასებენ. გულშემატკივარს სანახაობა, შეტევა და საგოლე ეპიზოდები უნდა. სასიხარულოა, როდესაც თავად გრძნობ, რომ მათ ზუსტად იმას სთავაზობ, რასაც გიკვეთავენ. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით შინ, "ენფილდ როუდზე" გამოგვდის".

აღსანიშნავია, რომ დაუნინგს ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერ გოლი არ გაუტანია. ის ამბობს, რომ ამას სიამოვნებით გააკეთებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში.

"მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც "ლივერპულის" მაისურით პირველ გოლს გავიტან. ძალიან გამიხარდება თუ ამას "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოვახერხებ" - დასძენს მოთამაშე, რომელმაც მანამდე, რვა წელიწადი "მიდლსბროში" გაატარა.

ინგლისის ჩემპიონი "ენფილდ როუდს" უახლოეს, მე-8 ტურში, 15 ოქტომბერს სტუმრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა