ევროპელების მეოთხედფინალურ ბრძოლაში განსაკუთრებულ ინტერესს უელსისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს
ევროპელების მეოთხედფინალურ ბრძოლაში განსაკუთრებულ ინტერესს, ორი ძალიან სიმპატიური გუნდის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს.

უელსელები დღემდე რჩებიან ევროპაში ყველაზე სანახაობრივი, რომანტიკული რაგბის მიმდევრებად. ამ გუნდის მამართ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში აქვთ განსაკუთრებული სიმპათია. "სამყურებთან" დაპირისპირებას, ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უელსური რაგბის მომავლისვის. მსოფლიოს თასის გათამაშების ისტორიაში ამ ქვეყნის ნაკრები საუკეთესო ოთხეულში არასდროს მოხვედრილა და ახლა ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით იქნება.

უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა ირლანდიის ნაკრებთან ხვალინდელი მატჩის ძირირად შემადგენლობაში სამი ტრავმამოშუშებული მორაგბე დააბრუნა. ესენია: გუნდის ლიდერი გარემარბი შეინ ვილიამსი, მესამეხაზელი დენ ლიდიატე და ფულბეკი ლი ჰალპფენი.

"ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შერჩევა ამ შეხვედრისთვის ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ირლანდიასთან მატჩის მნიშვნელობაზე არაფერს ვიტყვი. ეს ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ამჯერად ყველაზე დიდხანს ვიფიქრეთ როგორი შემადგენლობა შეგვერჩია.

ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა მხრივ ირლანდიის ნაკრებთან გამარჯვების მიღწევა, რომელმაც ავტრალიის ნაკრებს სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შეუძლებელია" - თქვა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები: 15. ლი ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატე, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.

16. ლოიდ ბარნსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ბრედლი დევისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა