დუდუ დადიანის სახელობის ტურნირზე თსუ "დინამოს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 90:80 დაამარცხა
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 7 ოქტომბერი

"დინამო"-თსუ 80:90

17:30, 26:12, 25:25, 12:23

დინამო: ი. ლეჟავა (12), სანაძე (18), მარხვაშვილი (19), კეიდია (8), აბულაძე, თვაური (2), მეხრიშვილი (8), როდუმტა (2), სუხიშვილი (11ქ, 10მ)

თსუ: ფანჩულიძე (13), კოხრეიძე (6), კორკოტაძე (10ქ, 8მ), მარკოიშვილი (10ქ, 5პ), ნინიაშვილი (25), ჩიტაშვილი (4ქ, 9მ, 10პ, 5ჩ), ხიზანიშვილი (4), შერმადინი (5), მაისურაძე (13)

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი: თენგიზ ქიქოძე

თბილისის "დინამო" მესამე მეოთხედის შემდეგ ქულით უგებდა თსუ-ს, თუმცა ბოლო მეოთხედში ძალები აღარ ეყო და საბოლოოდ შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტმა 10 ქულის სხვაობით - 90:80 იმარჯვა.

არადა, შეხვედრა ისე დაიწყო, ბევრი ალბათ თსუ-ს იოლ გამარჯვებას ელოდა. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა საწყისი პერიოდი 13 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

დინამოელებმა სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით მეორე პერიოდშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. დავით თორთლაძის გუნდმა აღნიშნული მეოთხედი 26:12 მოიგო და დიდი შესვენების შემდეგ 43:42 დაწინაურდა.

მესამე პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფრედ - 25:25 დასრულდა. შესაბამისად, დინამოელენს ერთქულიანი უპირატესობა შერჩათ. თსუ-მ ბოლო მეოთხედის პირველსავე წუთზე დაიბრუნა ლიდერობა და მალე სტუდენტური გუნდის უპირატესობამ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით თორნიკე ნინიაშვილი გამოირჩა, რომელმაც საბოლოოდ 25 ქულა მოაგროვა. მას და დანარჩენ თანაგუნდელებს პასებით კარგად ამარაგებდა მიხეილ ჩიტაშვილი, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ - 10 პასი, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 ქულა. თსუ-მ საბოლოოდ იოლად მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე და ხვალ ფინალში გასასვლელად შსს-ს შეებრძოლება.

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა