ინგლისის ნაკრების მეკარის თქმით, ჩერნოგორიაში მოედანიც საზიზღარი იყო და ბურთიც, მაგრამ ინგლისელი ფანები განსაკუთრებული იყვნენ
ჩერნოგორიის ნაკრებმა, ევრო 2012-ის შესარჩევში, ინგლისელებს ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა "მანჩესტერ სიტისა" და ეროვნული გუნდის 24 წლის მეკარე ჯო ჰარტს ეს შეახსენეს, მან მხრები აიჩეჩა.

ჰარტი დარწმუნებულია, რომ ინგლისის ნაკრები, ყველაფრის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკურად გამოვა და როდესაც ამას ამბობს, სიტყვა ფანტასტიკურის პირველ მარცვალს, "ფანს" განსაკუთრებით უსვამს ხაზს - გოლკიპერს გულშემატკივრის იმედი აქვს.

დიახ, პარასკევს პოდგორიცაში ინგლისელებმა ვერ იყოჩაღეს - 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 2:2 ითამაშეს. თან, უეინ რუნი მოედნიდან გააძევეს, რის გამოც მას პოლონეთსა და უკრაინაში ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს. მაგრამ ახსნა და გამართლება ყველაფერს აქვს. ჰარტი, მაგალითად ასე ამბობს:

"ჩერნოგორიაში მოედანიც საზიზღარი იყო და ბურთიც, მაგრამ ჩვენი ფანები იყვნენ განსაკუთრებული. ამ ეტაპზე ჩვენ მშვენივრად ვთამაშობთ და ამ თამაშის ანგარიშში ასახვის გზებს ვეძებთ".

ისტლენდელი მეკარე პრემიერლიგაში სანაკრებო პაუზებითაც კმაყოფილია - სხვა გუნდების ბიჭებს ვხვდებიო. ინგლისში ყველამ კარგად იცის, რომ ადრე, ეროვნულ გუნდში, მოთამაშეებს შორის ურთიერთობა მთლად დალაგებული არ იყო. ეს ყველაზე მძაფრად "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ფეხბურთელთა ურთიერთობაში იგრძნობოდა. დღეს სხვა მდგომარეობაა, ყოველ შემთხვევაში, ჰარტი ასე ფიქრობს და ამბობს:

"ჩვენ ერთსულოვანი კოლექტივი გვყავს. ტრიბუნაზე ფანებიც ერთ მუშტად არიან შეკრული. მოკლედ, ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით და ასე, შედეგს უეჭველად მივაღწევთ.

ვიმეორებ, ინგლისის ნაკრებში შესანიშნავი ვითარებაა. მე ყოველი შეკრების შემდეგ ერთი სული მაქვს როდის გამომიძახებენ თავიდან, რადგან ბიჭების ნახვა მინდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა